RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

არმიასთან დაკავშირებით საქართველოში ყველაფერი რიგზეა

03.04.2009  |  09:45

2/3/7/2237.jpegამ დღეებსი საქართველოს ეწვია აშშ-ს სამხედრო დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ა.შ.შ.-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ჯეიმს კარტრაიტი. ის კამყოფილი დარჩა ქართულ არმიაში არსებული სიტუაციით, და ამერიკულ-ქართული სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელების პირობა დადო.

„ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოსთან მისი შეიარაღებული ძალების რეფორმირების საკითხში, - კარტრაიტის ციტირებას ახდენს იტარ-ტასსი, - აშშ ყოველმხრივ დაეხმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერების, მისი რეფორმირებისა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გადამზადების საკითხში". მისი სიტყვებით, ამერიკელმა სპეციალისტებმა უკვე ჩაატერეს ანალიზი და იმის შეფასება, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი, სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაგარძელებისათვის. პირველ რიგში, ეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაა.

კარტრაიტის ვიზიტი საქართველოსი შემთხვევითი არაა. პირველ რიგში, ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გათვალისწინებულია, იანვარში ხელმოწერილი ქარტიით. მეორე რიგში, მიხეილ სააკაშვილი ნატოში შესვლის იმედს არ კარგავს, ქართულ არმიის სტანდარტების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტბთან შესაბამისობა - ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. და ამერიკელიგენერლის გამოხმაურების მიხედვით, გარკვეულ წარმატებებს ამ მიმართულებით საქართველომ მიაღწია.

„ მინდა ვთქვა, რომ თქვენ ძალიან კარგი არმია გყავთ, - კარტრაიტის სიტყვები მოჰყავს „ოსინფორმს". - განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შეხვედრა სამხედრო მოსამსახურეებთან. მოხარული ვარ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას ნატოსთან. ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომლეიც ჩვენს შორის დღითიდღე შენდება, ძალიან მნიშვნელოვანია".

ქართველი პრეზიდენტისთვის კარტრაიტის სიტყვები, რა თქმა უნდა, სულის მალამოდ იქცა. პირველად, დიდი ხნის შემდეგ მისი პოლიტიკური შრომა დაფასდა. თანაც არა ვიღაცის მიერ, არამედ უახლოესი სტრატეგიული პარტნიორის - შეერთებული შტატების მიერ. „თქვენი ვიზიტი ნიშნავს, რომ საქართველო და აშშ სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში გადადიან სრულებით ახალ, თანამშრომლობის ხარისხობრივად სხვა ეტაპზე, - ქართველი პრეზიდენტის ციტირებას ახდენს „ვესტი". - საქართველო თავისი უსაფრთხოების საიმედო უზრუნველყოფისთვის აგრძელებს თანამედროვე არმიის მშენებლობას, სამხედრო მოსამსახურეების უფრო მაღალი მომზადების დონით, გაზრდის მათ რაოდენობას და გააუმჯობესებს ტექნიკურ აღჭურვას".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100