RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სუბარმა საქართველოს მოსახლეობის დაუცველობის შესახებ განცხადება გააკეთა

03.04.2009  |  09:47

2/3/8/2238.jpegსახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა წარმოადგინა ახალი მოხსენება 2008 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. 1000 გვერდისგან შემდგარი პატაკი უკვე გადაეცა პარლამენტს. მარამ განსაკუთრებული იმედები, რომ დეპუტატები გამოასწორებენ სიტუაციას, ომბუცმენის აპარატში არ აქვთ.

სოზარ სუბარმა კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ. როგორც GeorgiaTimes-ს ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციის განყოფილების გამგემ, ნინო ერემაშვილმა განუცხადა, სახალხო დამცველი (როგორც საქართველოში ომბუცმენს უწოდებენ ოფიციალურად), ვალდებულია, პარლამენტს მოხსენება წელიწადში ორჯერ წარუდგინოს. ბოლო მიმოხილვა ეხება 2008 წლის მეორე ნახევრის მოვლენებს. უფლებათა დამცველებმა დააფიქსირეს ადამიანთა უფლებების დარღვევები პოლიციის, სასამართლოსა და პენიტენციალური სისტემის ანუ ძირითადად იმ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, რომლებმაც, პირიქით უნდა დაიცვან მოსახლეობის უფლებები. თავად სუბარმა ამ დღეებში ხაზი გაუსვა, რომ მრავალ თანამდებობის პირ უნდა დაეკისროს იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მისი სიტყვებით, ოპოზიციის გაუმართლებელი დევნა მთელი 2008 წლის განმავლობაში გაგრძელდა. ამ თემების პარალელურად, მოხსენებაში განხილულია ქვეყანაში თავისუფალი სიტყვისა და რელიგიურ თუ ნაციონალურ უმცირესობეათა მდგომარეობა, დაამატა ერემაშვილმა.

მთელი ეს პრობლემები ახალი არაა საქართველოსთვის, აღნიშნა GeorgiaTimes-თან ინტერვიუში სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ. მისი სიტყვებით, მოხსენების მთელი თავი ეძღვნება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხებს. მოყვანილია მრავალრიცხოვანი მაგალითი იმისა, რომ უბრალო მოქალაქეებს არ შეუძლიათ, ქართულ სასამართლოში მიაღწიონ სიმართლეს და იძულებულები არიან, სტრასბურგს მიმართონ.

მოხსენების კიდევ ერთი ნაწილი ეძღვნება გახმაურებულ პოლიტიკურ სასამართლო პროცესებს, სადაც თვალნათლივ ირღვევა ბრალდებულების უფლებები. ჩხეიძის სიტყვებით, უსამართლოდაა გასამართლებული კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის დაც. რაზმ „მონადირეს" მეთაურის მიერ სამშობლოს ღალატისა და სახელმწიფო ქონების მითვისების შესახებ დამადასტურებელი ფაქტები არასაკმარისი რაოდენობითაა.

შეთითხნილი ბრალდებების სხვა მაგალითი - ლეიბორისტ არჩილ ბენიძის საქმეა, რომელც „ დიდი რაოდენობის თანხების გათეთრებაშია" ეჭვმიტანილი. სასამართლომ მას ჯერ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, 18 მარტს კი, თავდებით გამოუშვა, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციების ზეწოლისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ნეგატიური რეაქციის გამო. ქართულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ ლეიბორისტს უკანონობა არ ჩაუდენია და მისი დაკავება შეაფასა, როგორც დევნა პოლიტიკური მოტივით.

ომბუცმენის აპარატის მიერ ჩატარებულმა საქმის მასალების ანალიზმა ეს ვერსია დაადასტურა. თუმცა ბენიძესთან დაკავშირებით „გამოძიება" გრძელდება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100