RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პოლიტეკონომიის გაკვეთილი თბილისში აზერბაიჯანულად

03.04.2009  |  17:32

2/5/0/2250.jpegაზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელდარ მამედიაროვმა, თბილისში ვიზიტის დასრულებისას, განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეუშლის ხელს საქართველოსთან საქმიან ურთიერთობას. ეს აღმოსავლური ქვეყანა ერთმანეთში არ ურევს პოლიტიკას და ეკონომიკას, საქართველოსაც არ აწყენდა მისგან ამის სწავლა.

საქართველოდან ელდარ მამედიაროვი ვალმოხდილი წავიდა.

პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების განხილვამ კოლეგა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ნაყოფიერად ჩაიარა. მინისტრებმა ხელი მოაწერეს „2009 წელს აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციის გეგმას".

ორ ქვეყანას შორის გაზის სფეროში თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება. ზუსტად აზერბაიჯანული კომპანიის SOCAR Energy-Georgia შვილობილი კომპანია გახდა სპონსორი თბილისში გახსნილი მერვე საერთაშორისო კონფერენციისა „ნავთობი და გაზი.საქართველოს ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" (GIOGIE-2009). აქ თავი მოიყარა ცამეტი ქვეყნიდან ორასმა დელეგატმა. კონფერენციის თემებს შორის იყო: ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენში თურქმენული და ყაზახური გაზის გატარება ტრანსკასპიური გაზსადენის მეშვეობით, დასავლეთ ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, იუწყება სააგენტო „კავკას-პრესი".

ენერგორესურსებით მდიდარი აზერბაიჯანი და საქართველო, რომელიც მოგებას მხოლოდ მათი ტრანზიტით იღებს, საერთო კურსს ემხრობიან - ენერგეტიკული ტალღის დივერსიფიკაციას. მაგრამ თუკი თბილისისთვის ეს ძირითადად დაკავშირებულია რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვისკენ სწრაფვასთან, ბაქო ,პირიქით, მზად არის მოსკოვთან თანამშრომლობა გააფართოვოს. ეს აშფოთებს ქართველ პარტნიორებს. ამიტომაც, ვიზიტის დასრულებისას, მამედიაროვმა განსაკუთრებული ხაზგასმით თქვა, რომ აზერბაიჯანის კომპანიის მემორანდუმი რუსულ „გაზპრომთან" არ იქონიებს ზეგავლენას საქართველოსთვის გაზის მიწოდებაზე. „ეს შეთანხმება არანაირად არ აისახება პროექტზე „ნაბუქო". აზერბაიჯანი ფლობს გაზის ისეთ მარაგს, რომ თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს რამოდენიმე პროექტში", - განაცხადა მნიშვნელოვანმა სტუმარმა. „ჩვენ უნდა გავხსნათ ყველა გზა და შესაძლებლობა. ეს კომერციული საკითხია და მისდამი კომერციული მიდგომაა საჭირო".

საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს მხოლოდ დათანხმებაღა შეეძლო: ბაქომ დაამტკიცა თავისი საიმედოობა ენერგორესურსების მიწოდებაში. საქართველოში SOCAR-ს გაზი შემოაქვს შედარებით დაბალი ფასებით. დისტრიბუტორებისთვის, რომლებიც მოსახლეობას უზრუნველყოფენ, 1000 კუბომეტრი აირის ღირებულება არის 167 დოლარი.

წასვლამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოასწრო თანამემამულესთან შეხვედრა ქალაქ მარნეულში, სადაც აზერბაიჯანელები კომპაქტურად არიან დასახლებულნი.

მაგრამ მათი პრობლემების განხილვას პუბლიკა ვერ გაეცნობა. აი ასეთი პოლიტკორექტულობა არის ბიზნესის ინტერესებში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100