RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აპატურაიმ თბილისს მწარე აბი დაუტკბო

03.04.2009  |  17:37

2/5/2/2252.jpegსაქართველო და უკრაინა ჯერ მზად არ არიან ნატოში შესასვლელად, თუმცა სამხრეთ ატლანტიკური ალიანსი აგრძელებს რესპუბლიკების ყველანაირ დახმარებას. ამის შესახებ 1 აპრილს ბლოკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

"უნდა გაიგონ, რომ ნატოს რეგლამენტში არაფერი შეცვლილა, - აპატურაის ციტირებას ახდენს "ინტერფაქსი". - ბუქარესტში მიღებული პრინციპი იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა, როგორც კი მიაღწევენ სტანდარტებს, გახდებიან წევრები, არ შეცვლილა. მაგრამ არსი იმაში მდგომარეობს, რომ რეფორმების თვალსაზრისით რესპუბლიკები ჯერ კიდევ არ არიან მზად.ჩვენი მხრიდან ჩვენ, როგორც მოკავშირეები, ვმუშაობთ იმაზე, რომ დავეხმაროთ თბილისსა და კიევს შესაბამისი სტანდარტების მიღწევაში".

აპატურაიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატოში ხორვატიისა და ალბანეთის მიღება იმაზე მეტყველებს, რომ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი ქვეყანა შეძლებს ბლოკში შესვლას. "ამიტომ, არ უნდა შევიტანოთ ეჭვი ალიანსის ვალდებულებების გაფართოებაში", - განაცხადა მან.

აპატურაის განცხადება იმის შესახებ, რომ ბლოკის კარი ყოველთვის გახსნილია, შემთხვევითი არაა. ზოგიერთმა მონაწილე ქვეყანამ უკვე დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ალიანსის შესაძლო გაფართოების გამო აუცილებელია საზღვრების დადგენა. "გლობალურ ნატოს მე ვერ ვხედავ". - "რია ნოვოსტის" მოჰყავს რამდენიმე დღის წინ, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სიტყვები. მისი აზრით, ალიანსისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია ფართო თანამშრომლობა რუსეთთან, ვიდრე გაფართოება. "ნატოს უნდა, რომ რუსეთში ჰყავდეს კარგი პარტნიორი, - ხაზი გაუსვა მერკელმა. - აი, უკვე 20 წელია, რაც ჩვენ აღარ ვართ მოწინააღმდეგეები. "ცივი ომის" წლები სამუდამოდ წავიდა და ახლა ჩვენ ვდგავართ ერთნაირი საშიშროებების წინაშე. ჩვენთვის აუცილებელია, ერთობლივად გადავწყვიტოთ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემების მთელი სპექტრი".

ცნობილია, რომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გამოდის რუსეთი. "თუ ლაპარაკია იმაზე, რომ რომელიმე ქვეყანას ექაჩებიან ნატოში, როდესაც მისი მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ამის წანააღმდეგია, ალბათ, ასეთი მიდგომა დემოკრატიულ ნორმებს არ შეესაბამება, - ფიქრობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. - თუკი რომელიმე ქვეყანა, მართალია ძალის გამოუყენებლად, მაგრამ მაინც უხეშად არღვევს საერთაშორისო უფლებების ნორმებს, რომელიც შეეხება უმცირესობების უფლებების პატივისცემას, იმაზე კი არ მეტყველებს, რომ ნატოს გაფართოება ნებაყოფლობით დემოკრატიულ საწყისებზე იგეგმება, არამედ იმაზე, რომ აქ, ალბათ, საუბარია რომელიღაც გეოპოლიტიკურ პროექტზე". გასაგებია, რომ ლავროვს მხედველობაში ჰყავდა უკრაინა და საქართველო. გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ სურს, რომ საკუთარი ქვეყანა ნატოში იხილოს.თავის მხრივ, თბილისის აგვისტოს აგრესია ყოველდღიურად თამაშობს სააკაშვილის საწინააღმდეგოდ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100