RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ინვესტიციები საქართველოში, შემოწმებისას – PR-კამპანია

07.04.2009  |  23:58

2/8/8/2288.jpegსაქართველოს ხელისუფლებამ და ეგვიპტურმა კომპანია FRESH-მა 6 აპრილს ურთიერთხელსაყრელ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გრანდიოზული პროექტის განხორციელებისთვის ეგვიპტელი ინვესტორები მზად არიან, ქვეყნის ეკონომიკაში უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიცია ჩადონ.

თუკი პოლიტიკურ რეალიებსაც გავითვალისწინებთ, რეალურია გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს ასეთი გრანდიოზული და ძალზე თამამი პროექტის განხორციელება? ხელისუფლებისთვის ეს ეკონომიკური წარმატების, კრიზისთან ბრძოლის დემონსტრაციაა და კიდევ ერთი შესაძლებლობა, ჩაიწეროს პოლიტიკური ქულები თავის აქტივში: თითქოს და ასეთ რთულ სიტუაციაშიც კი, ინვესტორებს სააკაშვილის გუნდის სჯერათ. ეკონომიკის მინისტრმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა:"ქართული ეკონომიკის განვითარებაში ეგვიპტური კომოპანია Fresh Electric Company 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას დებს. ეს 2009 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტია. მსგავსი ინვესტიციები საქართველოში ჯერ არ ყოფილა".

ხელმოწერილი მემორანდუმი გულისხმობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნას „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის" ტერიტორიის 27 ჰექტარი მიწის ფართობზე. აქ აშენდება სხვადასხვა მრავალპროფილიანი ქარხანა, რომლებიც აწარმოებენ საყოფაცხოვრებო ნივთებს - ავეჯს, ტექსტილს და კერამიკას. მზა პროდუქციის გამოშვება უკვე 2009 წლის ივნისში დაიწყება, რადგან ეგვიპტური მხარე მზადა უკვე წელს 1,2 მილიარდი დოლარის ჩასადებად. ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ეს პროექტი შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას დაახლოებით 15 ათასი სამუშაო ადგილი. წლის ბოლოსთვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უკვე 2000 ქართველი დასაქმდება. „ამას გარდა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გარანტიას იძლევა, რომ მომსახურების ინფრასტრუქტურაში გარკვეულწილად ჩაერთვებიან ტრანსპორტის სფეროსა და კომუნიკაციების, ასევე კომერციული სტრუქტურების თანამშრომლები, რომლებიც დაკავდებიან თავისუფალი ეკონომიკური ზონის პერსონალის მომსახურებით", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეგვიპტელი ინვესტორების საქართველოთი დაინტერესება შესძლო მიხეილ თიგიშვილმა, კომპანია Georgian International Holding-ის ხელმძღვანელმა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ის ცხოვრობდა და მუშაობდა აშშ-ში და მიღებული აქვს აშშ-ს სენატის სერტიფიკატი, ნიუ-იორკის შტატის ეკონომიკური განვითარებისათვის. თუმცა, როგორც nregion.com წერს, ბიზნესში მიხეილ თიგიშვილის მიღწევებზე ადრე არავის არაფერი გაუგია.

Fresh Electric Company (http://www.fresh.com.eg/)-ის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ეს კომპანია ეგვიპტეში 1987 წელს დაარსდა. თავისი მოღვაწეობა მან ერთი პატარა ფაბრიკით დაიწყო, დღეს კი ადგილობრივ ბაზარზე ლიდერია საყოფაცხოვრებო ელექტრო საქონლის წარმოებაში. კომპანიის მძლავრი საწარმოები თავმოყრილია ეგვიპტეში, საიდანაც მზა პროდუქცია ევროპის, აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 25 ქვეყანაში იგაზვნება. კომპანიის საწარმოო და საოფისე ობიექტები იკავებენ დაახლოებით 80 ჰექტარს, ხოლო საერთო შტატი 2500 ადამიანია. კომპანიამ შექმნა კონდიციონერების, ტელევიზორების სარეცხისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანების, კომბაინების, უთოების, ფენების, გაზის ქურებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის 300 სხვადასხვა მოდელი. წლიური ბრუნვა 95 მილიონ დოლარზე მეტია. კაპიტალიზაციის ჯამური მოცულობა დაახლოებით 44 მილიონია.

ამასთანავე, ქართულ მედიაში ქვეყნდება სრულიად სხვა მონაცემები. წერენ, რომ ეგვიპტური კომპანიის სუფთა მოგება შეადგენს 950 მილიონ დოლარს. ესეიგი, ათჯერ აღემატება წლიური ბრუნვის ოფიციალურ მონაცემებს. გაუგებარია, კომპანია, რომელსაც 44 მილიონი დოლარის კაპიტალიზაცია აქვს, როგორ დებს 2 მილიარდ დოლარს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაში? ამას გარდა, გაუგებარია, Fresh Electric Company-ის საწარმოო ფართობზე, რომელიც ეგვიპტეში 80 ჰექტარს შეადგენს, რატომაა დასაქმებული 2500 კაცი მაშინ, როდესაც საქართველოში 27 ჰექტარზე უნდა დაასაქმონ 12-15 ათასი კაცი?

ქართველი ექსპერტი ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობა ქუთაისში ილუზიის სფეროს განეკუთვნება. „საეჭვოა ისიც, რომ ეს ეგვიპტელი ინვესტორები 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ", - განუცხადა მან რადიო „კომერსანტს". მისი მრავალი კოლეგაც სიფრთხილით შეხვდა ეგვიპტელი ინვესტორების წარმოუდგენელ აქტიურობას. თუ საქართველოში შეღავათიანად გრძნობს თავს არაბული ინვესტორი Rakeen Development, ამას თავის ახსნა აქვს. ოპოზიციის წარმომადგენელები, ასევე ზოგიერთი ეკონომისტი, როგორებიც არიან გია ხუხაშვილი და ნიკო ორველაშვილი, დარწმუნებულები არიან, რომ ამ კომპანიის უკან დგანან ქართველი ჩინოვნიკები. სხვა როგორ შეიძლება აიხსნას, რომ სწორედ ამ კომპანიის ხელში გადავიდა გარდაცვლილი ოლიგარქის, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი აქტივები (ტელე-რადიო კომპანია „იმედი"; „სტანდარტბანკი"; პარკი „მთაწმინდა" და ა.შ.).

თუმცა როგორც nregion წერს, ზოგიერთი ექსპერტი სხვა ვერსიას ემხრობა. ეგვიპტელი ბიზნესმენები, თვლიან ისინი, მართლაც დაინტერესდნენ თავისი საწარმოო პოტენციალის ნაწილის განთავსებით საქართველოში. რადგან პროდუქციას „ქართული წარწერით", ეგვიპტის პროდუქციისაგან განსხვავებით, ექსპორტისას გარკვეულ ქვეყნებში, განბაჟების შეღავათიანი რეჟიმი აქვს. მაგრამ ასეთი სქემის რეალიზაციისთვის პატარა წარმოებაც კი, საკმარისია მარკირებისთვის და პრაქტიკულად, მზა პროდუქციის აწყობისთვის. მილიარდობით ინვესტიციაზე ლაპარაკიც კი, გაუმართლებელია. გამოდის, რომ „უპრეცედენტო ინვესტიციები" - მხოლოდ და მხოლოდ მორიგი პიარ კამპანიაა, რომელშიც, უნდა ვაღიაროთ, ქართველ ხელისუფლებას ბადალი არ ჰყავს. რატომ უმასპინძლდებიან თანამოქალაქეებს შეუსრულებელი პროექტებით? სოციალური დძაბულობის და ხელისუფლების პოლიტიკური კრიზისის პირობებში მოსახელობის უკმაყოფილების შემცირების სხვა გზას, როგორც ჩანს, ვერ ნახულობენ.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100