მთავარი | ანალიტიკა | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- ღვთის წყალობით ”ხუდონი ჰესის” წინააღმდეგ 23.05.2013 13:32 საქართველო ელოდება ექსპერტების გადაწყვეტილებას, რათა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ენგურის მდინარეზე ჰესის მასშტაბური პროექტის რეალიზაცია დაიწყოს. ამავე დროს, მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ - სოფელ ხაიშის მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში ხატზე იფიცება, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვებს.
- გიორგი მარგველაშვილი: წესიერი პრეზიდენტი სადისტის ნაცვლად 23.05.2013 13:31 სულ ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილის სახელს თითქმის არავინ ახსენებდა. ახლა კი მასზე, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე, მთელი ქვეყანა ლაპარაკობს. ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და როგორ მოხდა, რომ სწორედ იგი გახდა ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი?
- ქართული ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე 13.05.2013 11:06 საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ ქვეყნის ბევრ მოქალაქას ეიფორია მოჰგვარა. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ მალე პოზიტიური ცვლილებები მოხდება. ყველა დარწმუნებული იყო, დიდი ”ქართული ოცნებიდან” მასაც რამე ერგებოდა. და ეს იმედი არა მხოლოდ საქართველოში მაცხოვრებლებს გაუჩნდათ.
- სიმართლე ქართული ღვინის შესახებ 13.05.2013 11:04 ვის შეუძლია მოგვითხროს ქართული სუფრის ტრადიცებსა და ქართულ ღვინოზე, თუ არა ისტორიისა და მართლმადიდებლური სადღეგრძელოების წარმოშობის მცოდნე ჭეშმარიტ თამადას? სოლომონ (ბიჭი) თეზელიშვილი გახლავთ არა მხოლოდ პროფესიონალი თამადა, არამედ უამრავი წიგნის ავტორი - ქართული სუფრის კულტურის, ყოფის, სხვადასხვა საუკუნეების ფილოსოფიისა და მითოლოგიის შესახებ. ასევე გამოცემული აქვს იურისპრუდენციის დამხმარე სახელმძღვანელობი და ესთეთიკის უნიკალური ენციკლოპედიები. სწორედ მან უამბო GeorgiaTimes-ს ჭეშმარიტება ქართული ღვინის შესახებ.
- სააკაშვილს ანგარიში წარუდგინეს 25.04.2013 19:03 სად ხარჯავდა სახელმწიფო თანხებს მიხეილ სააკაშვილი? საჩუქრები მეგობრებს, დასვენება ძვირადღირებულ კურორტებზე, თავისი შვილის სწავლის გადასახადი. ეს ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. ბოლო დრომდე ამ დოკუმენტებს ედო გრიფი „საიდუმლო“. რამდენი უჯდებოდა გადამხდელებს მიხეილ სააკაშვილის შეფ–მზარეული და როგორ იმოქმედებს ეს ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯზე?
- მამრაძე – საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის მითვისების საფრთხე საკმაოდ რეალურია 25.04.2013 19:02 შედის თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებში კერძო სექტორის მითვისება? ექსპერტების აზრით, ასეთი საფრთხე საკმაოდ რეალურია. პრესაში დროდადრო ხვდება ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო მოხელეების ფარული შეხვედრების შესახებ. შეძლებს თუ არა ივანიშვილი დანაპირების შესრულებას და ქართულ ბიზნესს სახელმწიფო კონტროლისგან გაათავისუფლებს? თუ წინა ხელისუფლების ტრადიციას გააგრძელებს?
- 40 წელი - სიცოცხლე დასრულდა? 18.04.2013 12:41 თუკი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოზე წარმოდგენა აქვს, ჰკითხვათ, თუ რითი გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, ყველაზე ხშირი პასუხი იქნება, რომ კადრების ახალგაზრდა ასაკით. მართლაც, სააკაშვილის მმართველობის წლები გამოუცდელი ჩინოსნების გამოჩენით იყო გამორჩეული. ყველა მათგანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მინისტრის სავარძელში პირდაპირ პრესტიჟული დასავლური უნივერსიტეტიდან დასკუპებულიყო. პრეზიდენტის თქმით, მთავრობას ”ახალი სისხლი” სჭირდებოდა. შემდეგ ყველაფერი მარტივად ხდებოდა: ახლები იწვევდნენ ”თავისიანებს”, რომლებიც, უმეტესად, მათი ნათესავები იყვნენ. ასე ეწყობოდა ჯაჭვი
- სააკაშვილს ადეკვატურობაზე შეამოწმებენ 18.04.2013 12:39 აღიარა თუ არა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო? ზოგიერთმა ანალიტიკოსმა პრემიერის სიტყვები იმის თაობაზე რომ ხლისუფლების მოქმედებები ჯერ კიდევ რუსეთის მიერ საზღვრის გადმოკვეთამდე არაადექვატური იყო, აღიარებად ჩათვალა. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის მოვლენებს დეტალურად გამოიძიებენ. შესაძლოა თუ არა პასუხისგებაში პრეზიდენტი სააკაშვილი მიეცეს?
- სააკაშვილმა საქართველო ღვინის გარეშე დატოვა? 15.04.2013 17:55 საქართველოს ხსნებაზე, თუ ყველას არა, ყოველ მეორეს მაინც მაშინვე ღვინო და ვაზი ახსენდება. ყურძნის მოყვანის და ღვინის დამზადების ტექნოლოგია აქ იმდენად ძველია, რომ ვერავინ დანანმდვილებით ვერ ამბობს, ზუსტად როდის ჩაისახა. ქართულ კულტურაში სახალხო პოეზიის შედევრები არსებობს, რომელშიც ვაზს უმღერიან და მის მოვლას საყვარელი ბავშვის აღზრდას ადრიან. სოფლებში ადამიანი, რომელსაც მოვლილი ვაზი ჰქონდა, განსაკუთრებული პატივისხემით სარგებლობდა. ასე იყო ყოველთვის. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში ვენახების ტერიტორიები მკვეთრად შემცირდა - 156 ათასიდან - 69 ათას ჰექტრამდე.
- საქართველოში პენსიონერთა მდგომარეობა არასახრბიელოა 09.04.2013 12:09 პირველი აპრილიდან საქართველოში პენსია გაიზარდა. შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლამდე პენსიონრები, რომლებიც აქამდე 110 ლარს იღებდნენ, აპრილის თვიდან 125 ლარს მიიღებენ. ამავე ნიშნულს გაუტოლდება პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსიაც. ეს პენსიის ეტაპობრივი მომატების პროგრამის ნაწილია, რომელიც ახალმა მთავრობამ დააწესა. როგორია რეალობა და როგორ ცხოვრობენ პენსიონრები საქართველოში?
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
ეკლესიის საკურთხეველი პოლიტიკური ტრიბუნა არაა
09.04.2009 | 17:03ილია მეორე აფხაზეთში გამგზავრებას აპირებს. მაგრამ როგორც სოხუმი- აფხაზეთის ეპარქიის მეთაურმა, ბესარიონ აპლიამ განაცხადა, იქ მას არ ელიან. რამდენადაც რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მხარს უჭერს საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ ერთიანობას, მისი წარმომადგენლები სთხოვენ რუსულ სამღვდელოებას, ხელი შეუწყონ, აფხაზეთის ეპარქიასთან შერიგებას.
საკვირაო ქადაგებაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გამოხატა სურვილი, რომ ეწვიოს აფხაზეთს, რათა მოაგვაროს აფხაზეთის მონასტრებიდან 7 მონაზვნისა და ბერის გამოდევნის საკითხი. „გამოდევნეს ჩვენი მღვდელმსახურები, მაგრამ ეს დროებითია. რუსეთის ეკლესიასთან ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, და აფხაზეთიც და ცხინვალიც შედის ჩვენს იურისდიქციაში", - პატრიარქის ციტირებას ახდენს Day.Az. „აფხაზეთიდან გამოაძევეს სასულიერო პირები და მე მინდა, რომ თქვენ ილოცოთ მათთვის. მე მინდა ვანუგეშო ისინი და ვუთხრა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და აფხაზეთი არასოდეს მოშორდება საქართველოს", - ილია მეორის სიტყვებს გადმოსცემს საიტი „ჩვენი აფხაზეთი".
ქართველი მოძღვრის ამ სიტყვებს მტრულად გამოეხმაურა სოხუმი - აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმსახური ბესარიონ აპლია და განაცხადა, რომ ილია მეორის ჩასვლა შეუძლებელია. „ასეთ ვიზიტზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება იყოს. პატრიარქი თავს უფლებას აძლევს, რომ გააკეთოს პოლიტიკური ხასიათის განცხადებები... ეს მორიგი პროვოკაციაა, ჩვენ ის აფხაზეთში არ დაგვიპატიჟებია. საინტერესოა, რა საშუალებებით აპირებს კოდორის ხეობაში მოხვედრას?", - კითხულობს სასულიერო პირი, რომელიც 90-ანი წლების დასაწყისში დიაკვნად ხელდასმული იყო ილია მეორის მიერ.
შეგახსენებთ, მონაზვნები აფხაზეთიდან გამოდევნეს საქართველოს ერთიანობის პროპაგანდისთვის. საეკლესიო ხელისუფლების პოზიცია გასაგებია. „მღვდლებმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ აფხაზეთის ხელისუფლებას და აფხაზეთის ეკლესიას და რომ ისინი ემორჩილებიან მხოლოდ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომლის წიაღში დაბრუნებაც შევთავაზეთ მათ", - „ინტერფაქსთან" სიტუაციის კომენტარი გააკეთა კოდორის ხეობაში აფხაზეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სერგეი ჯონუამ. მაგრამ მათ გამოდევნას მხარი დაუჭირა ბესარიონ აპლიამ, რომელიც, თუ მის სიტყვებს დავუჯერებთ, თვლის, რომ „მართლმადიდებელი ქრისტიანები ეროვნებით არ იყოფიან, ყველა ჩვენ ქრისტესმიერი ძმები ვართ". მან საქართველოსა და ქართული ეკლესიის ერთიანობის შესახებ განცხადებების გამო მონაზვნები პოლიტიკურ პროვოკაციებში ამხილა. მონაზვნებმა უარი თქვეს, მიეღოთ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წესები, რომელიც არ უღიარებია ქართულ და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს და მათ ამის გამო აზღვევინეს კიდეც.
რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას, მიანიჭოს დამოუკიდებელი ადგილი აფხაზეთის ეპარქიას რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მაგრამ მოსკოვის პატრიარქი არ წავიდა კანონიკური საკუთრების საზღვრების ცვლილებაზე. დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა 26 აგვისტოს განაცხადა: „პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ განსაზღვრავენ ეკლესიის იურისდიქციისა და სამრევლო პასუხისმგებლობის სფეროების საკითხებს. ეს საკითხები უნდა გადაწყდეს კანონიკურ სიბრტყეში ორ ეკლესიას შორის დიალოგით". რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა ოქტომბერში აფხაზეთისა და ოსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თხოვნა, მიეღოთ ისინი „მისი ანაფორის ქვეშ", უპასუხოდ დატოვა. ახლა ახლადგამომცხვარი სახელმწიფოების მორწმუნეები საქართველოს საპატრიარქოს სულიერ საზრდოს მოკლებულნი არიან. ამასთანვე, სამხრეთ ოსეთში მართლმადიდებლებს ჭეშმარიტების გზაზე აყენებენ თითქმის სექტანტები - საეკლესიო პირები, რომლებსაც არ აქვთ ევქარისტიული კავშირი მსოფლიო მართლმადიდებლურ მეძველსტილე „მოწინააღმდეგეთა სინოდის" ჭეშმარიტად მართლმადიდებლურ საბერძნეთის ეკლესიასთან. აფხაზეთში, აპლიას პარალელურად, მსახურობენ ახალგაზრდა მღვდლები, რომლებიც ხელდასხმულები არიან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მაიკოპის ეპარქიის მიერ და მისი დასის წევრები არიან, იუწყება ბლაგოვესტ-ინფო. ამასთანავე მოსკოვის საპატრიარქო ოფიციალურად აგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაში, თავისი მღვდლების იქ მსახურებას კი დროებითს უწოდებს.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას ილია მეორე საპასუხო ნეიტრალიტეტით პასუხობს. გასულ წელს მან უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო რუსეთის გაქრისტიანების 1020 წლისთავთან დაკავშირებით კიევის დღესასწაულში, რომელსაც პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა, რის შესახებაც წერდა „ნეზავისიმაია გაზეტა".
ახლა საქართველოს პატრიარქს აფხაზეთში ვიზიტის ორგანიზებაში რუსეთის ეკლესიის იმედი აქვს. როგორც რუსულ გაზეთ „კომერსანტს" ზუგდიდის მიტროპოლიტმა გერასიმემ ამცნო, „ქართული მხარე ამ საკითხში შუამავლობისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობასთან და იმედი აქვს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია ხელს შეუწყობს ვიზიტს". გამოცემის ინფორმაციით, ეს საკითხი გასული წლის დეკემბერში ილია მეორისა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრის დროსაც წამოიჭრა.
ამასთან ერთად, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში აფხაზი და ქართველი მღვდლების ურთიერთდამოკიდებულებაზე კომენტარის გაკეთება არ სურთ. მაგრამ როგორც „კომერსანტს" ანონიმურმა წყარომ ამცნო, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ნამდვილდ შეუძლია ქართველ და აფხაზ სამღვდელოებას შორის სამშვიდობო როლის შესრულება.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info