RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

აპრილი თბილისში: ისევ მიტინგი და ულტიმატუმი. და რა მოჰყვება ამას?

10.04.2009  |  16:39

3/4/1/2341.jpegსაქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა. სახელდახელოდ ტარაგიკულ დღეს მისადაგებული: 20 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს დარბეული იქნა ანტი სამთავრობო მიტინგი, ოცი დამიანი დაიღუპა. ამ მოვლენამ პარაქრიკულად საფუძველი დაუდო სსრკ-ს ნგრევას და საქართველოს უახლეს ისტორიას.

დიდი ხნით ადრე დაგეგმილი მიტინგი ექსცესების გარეშე ჩატარდა. თუმცა კი ვნებათაღელვა, რომელიც მრავლათასიან მიტინგს ახლავს, მარავალტანჯულ პარლამენტის წინა მოედანზე, მძლავრ წინააღმდგეობას გვიქადნოდა. საზოგადოება კვლავ იმ ზღვართან აღმოჩნდა, როცა შეტევაზე შეიძლება გადმოვიდნენ ადამიანები სამხედრო ფორმაში ან ღმერთმა არ ქნას და სისიხლი დაიღვაროს. ამ ჯერად ოპოზიციამც და ხელსუფლებამაც როგორც ჩანს წარსულის გამოცდილება გაითვალისწინეს: 20 წლის წინანდელი ტრაგედიიდან და 2007 წლის 7 ნოემბრში განვითარებული მოვლენებიდან. ოპოზიციამ მიტინგის ჩატარების ნებართვა მიიღო ქალაქის ცენტრში 16 აპრილამდე. როგორც იტყვიან იმიტინგეთ რამდენიც გენებოთ, დანარჩენი კი ვნახოთ...

იმიტინგეს კიდეც. მოულოდნელად არც ისე ემოციურად, არც ისე აქტიურად და არც ისე ერთსულოვნად. ქარიზმატული ლიდერი ოპოზიციამ მაინც ვერ მოიპოვა. პროფესიონალი დიპლომატის იარაკლი ალასანიას გამოსვლას და მის მორიგ მოწოდებას გაერთიანებისკენ აპლოდისმენტებით შეხვდნენ, მაგრამ რამდენიმე ათასი ადამიანი პოლიტიკური ლოზუნგების სკანდირებისთვის აღეგზნო, როგორც ეს "ვარდების რევოლუციის" დროს იყო, ვერ შესძლო.

ნინო ბურჯანაძის გამოსვლა ხალხის წინაშე მობოდიშებით დაიწყო, იმისთვის რომ მან ვერ შეძლო 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგის დარბევისგან მათი დაცვა. "მაგრამ დღეს მე გპირდებით, რომ თქვენს გვერდით ვიდგები და ვიბრძოლებ ბოლო წუთამდე, სააკაშვილის გადადგომამდე. პრეზიდენტი, რომელმაც ომი წააგო და ამის გამო ბოდიშიც კი, არ მოუხადა საკუთარ ხალხს, უნდა წავიდეს. ერთობით ჩვენ მივაღწევთ სააკაშვილის გადადგომას". განაცხადა მან. მაგრამ ნოემბრის მოვლენების ზოგიერთმა მონაწილეებმა ემოციების შეკავება ვერ შეძლეს და მის გამოსვლის კომენტარად- მრავალმნიშვნელოვანი სტვენა მიაყოლეს.

ყოფილი თვადაცვის მინისტრის პარტიის "გაერთიანებული საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, ეკა ბესელიას გამოსვლამ, ნაწილობრივ გამოაცოცხლა მიტინგი. მან განაცხადა, რომ რესპუბლიკაში დაიწყება საერთო სახალხო დაუმორჩილებლობის აქცია. თავად ირაკლი ოქრუაშვილი 9 აპრილის აქციაზე არ ჩამოვიდა, მაგრამ ამ დღეებში სამშობლოში დაბრუნება აღუთქვა საზოგადოებას. თუ როგორ განვითარდება მოვლენები თბილისში მისი გამოჩენის შემდეგ - ძნელი სათქმელია. მხოლოდ იმის კონსტატირება შეიძლება, რომ კონფრონტაცია გაიზრდება. ჯერჯერობით კი, ხელსუფლება პაციფიზმის დემონსტრირებას ახდენს.

ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა გამოსვლისას დაიჩივლა, რომ საქართველოს ნაციონალური ტელეარხები საპროტესტო აქციას იგნორირებას უკეთებენ და მიტინგიდან რეპორტაჟების ტარნსლირებას არ ახდენენ. ამის შემდგომ მომიტინგეებმა წარგზავნეს საკუთარი დელეგაცია საზოგადოებრივ ტელევიზიაში, მოთხოვნით ეთერში გაუშვან საპროტესტო აქცია. ისინი ტელევიზიაში შეუშვეს და დაჰპირდნენ, რომ გააშუქბენ ყველა მომდევნო აქციას.

ოპოზიციამ ყოველი შემთხვევისთვის საქართველოს პრეზიდენტს 24 საათი მისცა, რათა მან პასუხი გასცეს ოპოზიციის მოთხოვნას, პოსტიდან გადადგომის შესახებ. ულტიმატუმის ვადა დღეს 16 საათზე იწურება. თუმცა სააკაშვილმა უკვე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ 2013 წლამდე არ გადადგება და ისევ მოუწოდა ოპოზიციას დიალოგისკენ.

ოპოზიცია თავისი შემდგომი გეგმების შესახებ, ულტიმატუმი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადებს. ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ მთავრობა მზად არის ოპოზიციას მისცეს: მსხვილი ქალაქების მერის პირდაპირი არჩევნები და საარჩევნო კოდექსის გადახედვის შესაძლებლობა. კიდევ რა დათმობებზე წავა ხელისუფლება? ეს უკვე მოლაპარაკებების საგანია, რომელიც ჯერ ვერ შესდგა.

ერთეთი პოლიტოლოგი, ანდრო ბარნოვი მოუწოდებს ოპოზიციურ სპექტრს განთავისუფლდნენ ნონო ბურჯანაძის გავლენისგან და წავიდნენ დიალოგზე. წინააღმდეგ შემთხვევაი ის არ გამორიცხავს სცენარის ყველაზე ცუდი ვარიანტით განვითარების შესაძლებლობას. პოლიტოლოგი ამტკიცებს, რომ " რადიკალური მოთხოვნების წამოყენების და ხელისუფლებასთან დიალოგზე კატეგორიული უარის მთავარი ავტორი სწორედ ნონო ბურჯანაძე გახლავთ. ეს ტაქტიკა კი, არც ოპოზიციას და არც მთლიანობაში ქვეყანას არაფერ კარგს არ უქადნის". თუ კი ოპოზიცია შემდგომშიც იხელმძღვანელებს ამგვარი ტაქტიკით, მაშინ ბარნოვის აზრით, შექმნილი სიტუაციით შესაძლებელია ისარგებლონ "გარე ძალებმა" ან და რეგიონებში შეიძლება უმართავი პროცესები წარმოიშვას."ყველა შემთხვევაში, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიცისა და ხელისუფლების შერკინებაში, უარეს მდგომარეობას მივიღებთ, ვიდრე დღეს-დღეობით გვაქვს",- ბარნოვის ციტირებას ახდენს ქართული მასმედია.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის უვადო მიტინგის მეორე დღესვე, სულ უფრო ხშირად საუბრობენ ეკონომიკაზე. აქაც არ არსებობს კონსენსუსი. მაგალითად, სახელმწიფო კანცელარიის ყოფილმა თავკაცმა კახა ბენდუქიძემ, რომესლაც რუხ კარდინალს უწოდებენ, რადიოსადგურის "კომერსანტი" ინფორმაციით, განცხადა:" ვომედოვნებ, რომ ადრე თუ გვიან ოპოზიცია დათანხმდება ხელსუფლებასთან დიალოგს. რაც უფრო დიდ ხანს გასტანს უთანხმოება, მით უფრო უარესი იქნება ეს ქვეყნის ეკონომიკისათვის". კომპანია "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია"-ას პერზიდენტმა თემურ ჭყონიამ კი თქვა:" 20 წელია ჩვენ თავლყურს ვადევნებთ ერთიდაიგივე სცენას და ორგანიზატორებს. ყოველივე ეს დამანგრეველია ქვეყნის ეკონომიკისათვის".

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ლადო პაპავა ეთანხმება ბიზნესმენებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების აზრს იმის შესახებ, რომ არასტაბილურობა ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას უქმნის პრობლემებს. თუმცა, მისი აზრით აქციების საჭიროების წარმოშობაში ხელისუფლებაა დამნაშავე და არა ოპოზიცია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100