RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილის ”ნარინჯისფერი ასეული”

13.04.2009  |  15:51

3/5/7/2357.jpegმოვლენები რომლებიც შაბათიდან, კვირის ღამეს განვითარდა, როდესაც ნარინჯისფერ საგზაო ჟილეტებში ჩაცმულმა ეგრეთ წოდებულმა "მენაგვეებმა" საქართველოს ოპოზიციის სცენა და კარვის პრესცენტრი დაარბიეს,იმაზე მეტყველებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო პოლიცია გულზე ხელდაკრეფილი არ ზის. ოპოზიციის ლიდერებმა ნინო ბურჯანაძემ და ლევან გაჩეჩილაძემ მომხდარს "მშვიდობიან მიტინგზე თავდასხმა" უწოდეს. მათი სიტყვებით " ეს ფაქტი იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ხალხის მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, ძალის გამოყენება სურს".

სულ ცოტა ხნით ადრე , როგორც მასმედია გვატყობინებდა, ნიღბიანმა უცნობებმა სხვადასხვა ოპოზიციური მოძრაობების, რამდენიმე აქტივისტი სცემეს. ამ დროს სამართალდამცავი ორგანოები კი, ცნობილ ბუდისტურ სამ პოზაში გაყინულ მაიმუნს ჰგავს: "ვერაფერს ვერ ვხედავ, არაფერი არ მესმის, არაფერს არ ვიტყვი". საქართველოს შ.ს.ს-ს ოფიციალურმა სპიკერმა ღამის დარბევას, ოპოზიციის აქტივისტებსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შორის, საყოფაცხოვრებო ჩხუბის შეფასება მისცა.

"დემონსტრაციაში მონაწილე მოქალაქეებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს" მენაგვეების ჯგუფს, რომელთა მოსვლაც თითქოს და თავად მათ მოითხოვეს, როგორც ამას თბილისელი სამართალდამცავები ამტკიცებენ. შ.ს.ს-ს მონაცემებით, "ინციდენტში არ მონაწილეობდნენ არც პოლიციის, არც მერიის და არც არანაირი სხვა სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები". საინტერესო ისტორია გამოდის: მენაგვეები მუნიციპალურ ნარინჯისფერ ჟილეტებში, გამოდის, რომ ქალაქის სამსახურის თანამშრომლები არ არიან, არამედ "გრინფისის" მოხალისეები, რომლებიც მანიფესტანტებზე არა იმის გამო განრისხდნენ, რომ ისინი პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მათ საყვარელ ქალაქს ანაგვიანებენ?

როგორც ჩანს შ.ს.ს-ში დაავიწყდათ თავიანთი განცხადება ქალაქის თავკაცთან შეეთანხმებინათ, რომელმაც ფაქტიურად ფარდა ახადა შ.ს.ს-ს განაცხადს. თბილისის მერის განცხადებით, ღამით მოედანზე ქალაქის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ, რომელთაც ოპოზიციონერებთან შეთანხმების თანახმად, უნდა დაესუფთავებინათ ეს ტერიტორია. თუმცა მათ რატომღაც შეურაცყოფის მიყენება დაუწყეს. მენაგვეები კი, ფიცხი ბიჭები გამოდგნენ და ხელების ქნევა ატეხეს ყველა მახარეს. საკუთარი "ნარინჯისფერი ასეულის" გამო შეურაცყოფილმა ქალაქის თავკაცმა, ქართულ ოპოზიციას შესათავაზა ამიერიდან თავად დაალაგონ მოედანი, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ამგვარი "შეუთანხმებლობა" გვაფიქრებინებს, რომ სააკაშვილის არემოცვას შესაძლოა შემუსავებული აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც თბილისში შესაძლოა არეულობების პროვოცირება მოხდეს, რაც შემდგომ მათ მისცემს საშუალებას საგანგებო მდგომარეობა შემოიღონ და ჩაატარონ ოპოზიციური ლიოდერების დაპატიმრებები. რომელთაც რაღათქმაუნდა სტანდარტულ ბრალდებებს წაუყნებენ ანუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მიხეილ ნიკოლოზი ძეს ხომ უკვე მდიდარი გამოცდილება აქვს, ყოფილი თანამებრძოლების გისოსებს მიღმა ჩაჯენისა.

მაგალითად ქართული გამოცემა "ყველა სიახლე"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კონტროლის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საკმაოდ სერიოზული ბრალდებები წამოაყენა. ეს პოლიტიკოსი ერთ დროს პრეზიდენტის "უახლოეს წრეს" ეკუთვნოდა, იცოდა ამ პიროვნების მოღვაწეობის მრავალი საიდუმლო მხარე, რის გამოც "ვარდების რევოლუციის" გამარჯვებისთანავე დაპატიმრებული იქნა და პატიმრობიდან მხოლოდ 2008 წელს გათავისუფლდა. მისი ციხდან გამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ამჟამად ის გერმანიაში ცხოვრობს და სააკაშვილის საიდუმლო პოლიციის მხრიდან, შემდგომ შევიწროვებასა და თვალთავალს ემალება.

სულხან მოლაშვილმა ინტერვიუში რიგი ფაქტები მოიყვანა სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ფინანსების ბოროტად გამოყენებისა, მაგრამ ჩვენ ამჟამად ეს დეტალები კი არ გვაინტერესებს, არამედ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი თანამებრძოლის აღიარების ის ნაწილი, სადაც მას როგორც პოლიტიკური პროვოკაციების ოსატატად ასახელებს.

მოლაშვილის სიტყვებით, სააკაშვილის და მისი გარემოცვის მთავარი მეთოდებია: საერთაშორისო თანამეგობრობის დეზინფორმაცია და პროვოკაციების ორგანიზება.

ერთერთი ამგვარი პროვოკაცია შესაძლოა ტერაქტი გამხდარიყო, რომლეიც 2008 წლის 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების წინ იგეგმებოდა. ტერაქტი იმ მომენტში უნდა მოეწყოთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი მეუღლე სანდრა რულოვსი იქნებოდა. სააკაშვილი მზად იყო მეუღლე გაეწირა, ოღონდაც გარანტირებული გამარჯვება მოეპოვებინა არჩევნებზე,- განაცხადა სულხან მოლაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ძალზე საიმედო წყაროსგან მიიღო. მისი სიტყვებით, საქართველოს ახლანდელმა პრეზიდენტმა საკუთარი შვილის კალსელების დაახლოებით 17 მშობელი დააპატიმრა და ასევე პარალელური კლასების მოსწავლეები.

სულხან მოლაშვილი არ გამორიცხავს ახალ პროვოკაციებს მთავრობის მხრიდან, ვინაიდან: "დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მიხეილ სააკაშვილთან და იცის, თუ რაზეა წამსვლელი ის. სწორედ ამიტომ პარლამენტის შენობასთან ღამის დარბევა, სახიფათო და გამფრთხილებელი სიგნალია ოპოზიციისათვის. როგორც ჩანს საქართველოს პრეზიდენტი შეტევაზე გადადის. ამისთვის მას ესაჭიროება, არაადეკვატურ ქმედებებზე დემონსტრანტების პროვოცირება და ამით მათი გეგმების ჩაშლა. ჯერჯერობით საფიქრებელია, რომ მას ეს გამოსდის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100