RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილი და ალასანია პაემანზე ოცნებობენ

16.04.2009  |  10:55

3/9/5/2395.jpegპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შესახებ ოპოზიციის საერთო მოთხოვნისგან, მოძრაობის "ალიანსი საქართველოსთვის" განდგომა, არ დადასტურდა. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე გაერთიანების ლიდერი ირაკლი ალასანია თანახმაა, მხოლოდ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გარკვევისა და დაზუსტების მიზნით. ხელისუფლებას, თურმე არ ეშინია ამ საკითხის განხილვა. პაუხი ხომ მათ დიდი ხანია უკვე მზად აქვთ. წინ - გაჭიანურებული მოლაპარაკებებია.

სამხრეთ კავკასიაში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან პიტერ სემნებთან შეხვედრის შემდეგ, აპრილის აქციების ერთერთი "ზომიერი" მონაწილე, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერო ირაკლი ალასანია აცხადებს სურვილს წავიდეს მოლაპარაკებებზე ხელისუფლებასთან პირდაპირი ეთერის გარეშე. (შეხვედრა პირადად პრეზიდენტთან და კონკრეტულად პირდაპირ ეთერში, გაერთიანებული ოპოზიციის კატეგორიული მოთხოვნა იყო). ალასანიამ განმარტა: სააკაშვილთან შეხვედრას შესაძლებელია, რომ "ხალხის ნდობით აღჭურვილი" აქტივისტები დაესწრონ.

ალასანიამ დადო პირობა მოისმინოს ხელისუფლების პოზიცია, მაგრამ თავის მხრივ კვლავ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვის მოთხოვნა წამოაყენა. ზოგიერთმა პრო-სახელმწიფოებრივმა გამოცემამ, უმალ გაავრცელა ალიანსში შემავალი "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის დავით საგანელიძის განცხადება. მისი სიტყვებით, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა ოპოზიციამ შესაძლოა მოხსნას, თუ კი ხელისუფლება რამდენიმე პირობას შეასრულებს. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია ახლანდელი ხელიდუფლების ხელში, მაგრამ თავად აზრი უარი ითქვას სააკაშვილის გადადგომისათვის ბრძოლაზე, საგანელიძის განცხადების მიხედვით თუ კი ვიმსჯელებთ, უკვე აღარც ისე მწვავე და რევოლუციურია.

Georgia Times-ი შეეცადა დაეზუსტებინა, როგორია სინამდვილეში ამ პოლიტიკური გაერთიანების პოზიცია. ალასანიას თანამოაზრე - ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ არაფერი სმენია საგნელიძის განცხადების შესახებ, პრეზიდენტის გადაყენება კი, ძველებურად - ოპოზიციის მთავარი მიზანია და " მასზე უარის თქმის შესაძლებლობა არ არსებობს". აბაშიძემ ასევე განმარტა, რომ "ხელისუფლებასთან დიალოგი" არ უნდა გაიშიფროს, როგორც კომპრომისის ძიება. " ჩვენ უბრალოდ გავცვლით იდეებს, ვნაიდან არ შეიძლება შედგეს დიალოგი, როდესაც მხარეებს შორის არ არსებობს ნდობა",- ხაზგასმით აღნიშნა ყოფილმა საქართველოს ელჩმა რუსეთში. Georgia Times-ის კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება ოპოზციას თუ კი, ქვეყნის თავკაცი გაჭიმავს გადარჩევის თარიღს წლის ბოლომდე? (ამგვარი შემოთავაზება გააჟღერა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა) აბაშიძემ პასუხისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს ყველა ოპოზიციურ ლიდერთან შეთანხმებული გადაწყვეტილება.

გარდა მოძრაობისა "ალიანსი საქართველოსთვის" მოლაპარაკებებს შესაძლებელია შეუერთდნენ: ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურბ ნოღაიდელი და მისი თანამოაზრეები პრტიიდან "სამართლიანი საქართველოსთვის". რმოდენიმე დღეა პოლიტიკოსმა უარი განაცხადა შემდგომ საპროტესტო აქციებში მოანწილობაზე.

თუმცა, რუსთავლზე გამართული მიტინგის რიგითი მონაწილეები, როგორც ჩანს, არ ემხრობიან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების იდეას. როდესაც ირაკლი ალსანიამ შაბათს, ამის შესახებ მიტინგზე განცხადა, ხალხში უკმაყოფილო გუგუნი გაისმა. მისი შველა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძრმ სცადა. "მისთვის დამახასიათებელი ექსპრესიულობით, მან აღშფოთებულ მოედანს დასჭექა :"ჩვენ გიჟები არ ვართ, შეშლილი ქვეყანაში მხოლოდ ერთი გვყავს. ჩვენ კი ვიცით, რომ ჩვენს უკან საქართველოა და არ უნდა ვთქვათ ხელისუფლებასთან დიალოგზე უარი",- აღწერს მიტინგს გამოცემა "გაზეთი".

უნდა ითქვას, ხელსუფლება ადრინდელთან შედარებით, გაცილებით უფრო აქტიურად ცდილობს "აცდუნოს" ქუჩის პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილის საიტზე, ჯერ კიდევ შაბათს გაჩნდა მორიგი მოწოდება დიალოგისკენ. ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკვე მოლაპარაკებებზე სააკაშვილთან, მისთვის ყველაზე მიუღებელი მოთხოვნითაც შეიძლება გამოცხადება. როგორც ქართული მედია აქვეყნებს,- ოპოზიციონერთა არგუმენტების მოგერიება ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის რთული არ იქნება, ასე თვლის პარლამენტის ვიცე სპიკერი გიგი წერეთელი. ოპოზიციასა და ხეისუფლებას შორის, შუამვლის როლი ეკონომისტებმა და ექსპერტებმა ითავეს. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რიგ დათმობებზეც კი, დაითანხმეს და ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, მან განაცხადა მზადყოფნა: კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებისა და კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობაზე,- გადმოგვცემს Regnum. თუმცა, საპროტესტო აქციის ზოგიერთმა ორგანიზატორმა, ბაქრაძის ეს წინადადებებიც უარყო. როგორც პრტიის "ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ოპოზიცია არ იბრძვის ხელისუფელაბაში სავარძლების მოსაპოვებლად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100