RSS
на русском en in english
22.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

აპრილის თეზისები:„არა“ –პრეზიდენტს, „დიახ“ – საპარლამენტო რესპუბლიკას

17.04.2009  |  10:30

4/1/2/2412.jpegელოდება თუ არა სიმშვიდე რუსთაველის გამზირს, აღდგომის დღესასწაულის დღეებში - საკითხავია. იმის მიუხედავად, რომ განსაცდელში გატარებულმა წლებმა, ქართველები ეკლესიის წიაღში დააბრუნა. ოპოზიციის აქტივისტები კარვების ქალაქების დატოვებას არ აპირებენ. მრავალ ადამიანს აფიქრებს შეკითხვა: შეძლებს ბრწყინვალე მართმადიდებლური დღესასწაული დიალოგისკენ გაკვალოს გზა, რომელისკენაც მოწოდება ყველა მხრიდან ისმის, მაგრამ არავინ არ მიდის მოლოაპარაკებამდე. თუ კომპრომისი გამოიძებნება და საქართველო მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადავიდა, რა იქნება შემდეგ?

შუა კვირისათვის საქართველოში სიტუაცია შემდეგნაირია: რადიკალური ოპოზიცია პოზიციებს არ თმობს, იმის მიუხედავად, რომ მრავალ ადამიანს ვენბათაღელვის დაძაბვამ იმედები გაუცრუა და საპროტესტო აქციებზე ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მიდის. გზები იკეტება, ხდება სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება. ხელისუფლება მოთმინებას იჩენს. არის მთელი რიგი გაურკვეველი ინციდენტები, მაგრამ სამაგიეროდ არ არის ხელკეტიანი, საგანგებო დანიშნულების რაზმები. ექსპერტები ამბობენ, რომ დაიწყო გამოცდა გამძლეობაზე. სიტუაციიდან გამომდინარე გამარჯვებული ჯერ ვერ გამოვლინდება. ყოველ შემთხვევაში 15 აპრილს „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ოპოზიცია მომხრეების მობილიზებას, საქართველოს რეგიონებში დაიწყებს.

ამ დროს კი, სააკაშვილმა ოპონენტებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა , საარჩევნო კანონში ცვლილებების და კონსტიტუციაში პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდის თაობაზე ცვლილებების განსახილველად. ოპოზიციამ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. თუმცა მის რიგებში მრავალი ამტკიცებდა, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა გახდეს. წავა თუ არა ამაზე სააკაშვილი? რამდენად შეეფერება საპარლამენტო მმართველობის მოდელი საქართველოს, სადაც პოლიტიკოსები უმეტესწილად მოლაპარაკებას ვერ ახერხებენ? რას უნდა ელოდნენ ამ ქვეყნის მოქალაქეები სახელმწიფო მმართველობის ასეთი ტიპის ცვლილებისაგან? ამის შესახებ მოსაზრებების გაზიარება GeorgiaTimes-ის კორესპონდენტმა ქართველ და რუს ანალიტიკოსებს სთხოვა.

„კავკასიის სტრატეგიული კვლევების ცენტრის" დირექტორი მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად საქართველო საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე უნდა გადავიდეს: „ქვეყნის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და რადიკალურად მოქმედებენ. ვფიქრონ ორივე მხრიდან, მიდგომა გააზრებული უნდა იყოს. ერთმა მხარემ ადეკვატური მოთხოვნები უნდა წამოაყენოს, ხოლო მეორემ ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს. საპარლამენტო რესპუბლიკას შეუძლია ყველაფერი თავის ადგილას დაალაგოს".

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი (ედუარდ შევარდნეძის პრეზიდენტობის პერიოდში) ირაკლი მენაღარიშვილი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელი - ეს სწორედ ის თემაა, რომელზეც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგი უნდა გამართოს. ნათელია, რომ პოლიტიკური ელიტა სახელმწიფო მმართველობის ისეთ ფორმებს ეძებს, სადაც ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი იქნება დაცული. მენაღარიშვილის აზრით საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა სავსებით რეალურია და აქ ჩნდება პირობა - თუ კონსენსუსი იქნება მიღწეული. მენაღარიშვილი ოპონენტებს ახსენებს, რომ შიგთავსს ფორმა არ განსაზღვრავს. სახელმწიფო მმართველობის ახალი ფორმის შემოღება, ნაკლებად შეიძლება ჩაითვალოს პანაცეად. კიდევ უამრავი პრობლემის გადაჭრაა საჭირო. კერძოდ, უნდა ამაღლდეს საერთო პოლიტიკური კულტურა და გადაიჭრას ეკონომიკური ამოცანები. ეს, როგორც ჩვენმა თანამოსაუბრემ აღნიშნა ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის პრობლემაა. კითხვაზე - საპარლამენტო მმართველობის დამყარების შემთხვევაში, რამდენად შეძლებენ მრავალრიცხოვანი პარტიები, მოძრაობები და ალიანსები, საერთო მაჩვენებლამდე მისვლას, მენაღარიშვილმა უპასუხა, რომ მას არ შეუძლია წინასწარმეტყველი იყოს: „ შემიძლია მხოლოდ იმედი გამოვთქვა, რომ კონსენსუსი მიღწეული იქნება, თუმცა აღვნიშნავ, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა, აუცილებელ რეფორმათა მხოლოდ ერთი ასპექტია".

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წარმომადგენელს, კუბლაშვილს მიაჩნია, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელი მიუღებელი და არაეფექტურია. „საპრეზიდენტო რესპუბლიკა საქართველოსთვის ოპტიმალური ვარიანტია" - მოყვანილია კუბლაშვილის ციტატა „ვზგლიადში". ამასთან, კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა ოპოზიციასთან განიხილოს საპრეზიდენტო მოდელიდან, საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის საკითხი.

როგორ აფასებენ რუსი ექსპერტები საქართველოს შესაძლო საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევას? შეუწყობს თუ არა ეს ხელს, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას?

ფონდი „ინდემ"-ის ექსპერტი იური კორგუნიუკი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა შესაძლებელია მაშინ, როცა შეიძლება უმრავლესობის ფორმირება, ნორმალური დემოკრატიული არჩევნების მსვლელობისას. ამასთან ერთად, მიღწეული უნდა იქნეს მაღალი დონის კონსენსუსი. „ შემექმნა წარმოდგენა, რომ კონსენსუსის კულტურასთან დაკავშირებით, საქართველოში რუსეთზე უარესადაა საქმე. საქართველოში მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისათვის. გამარჯვებული ყველაფერს მიიღებს" - ამბობს ექსპერტი. კორგუნიუკის აზრით, მთელი პოლიტიკური სპექტრის მცირე უნარის გათვალისწინებით მიაღწიონ მოლაპარაკებას, დემოკრატიული არჩევნები, ისევე როგორც საპარლამენტო მოდელზე გადასვლა საქართველოსათვის შორეული პერსპექტივაა. პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში სწორედ საპრეზიდენტო მოდელი დამკვიდრდა, რადგან იგი ამ ქვეყნების მოსახლეობის მენტალიტეტს შეესაბამება. „მაგალითად უკრაინამ გადადგა ნაბიჯი საპარლამენტო რესპუბლიკისკენ - პრემიერმინისტრს პარლამენტი ნიშნავს. ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა მაინც ვერ მოხერხდა. სახელმწიფო მოდელის არჩევა და სტაბილურობის შენარჩუნება, საზოგადოების მომწიფებაზეა დამოკიდებული" - ასეთია თანამოსაუბრის რეზიუმე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100