RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართული ღვინის დანაშაული

21.04.2009  |  10:12

4/4/5/2445.jpegთბილისში არ ესმით, თუ რატომ „აღიზიანებს" ქართველ მეღვინეებს რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშენკო. იქნებ არც ღირს დამწუხრება? უკეთესი იქნება საკუთარ ხელისუფლებას თხოვონ ჩრდილოეთისკენ შებრუნება და ყველაფერი დალაგდება...

გენადი ონიშნეკოს, ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, იმის წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ მისი უბრალოდ ნათქვამი სიტყვები ამხელა გამოძახილს ჰპოვებდა ქართველი მეღვინეების გულებში. ონიშენკო უბრალოდ კიდევ ერთხელ აკეთებდა საკუთარი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოხსენებას. თანაც რუსების დამღუპველ ჩვევაზე, ალკოჰოლიზმზე დაიწყო საუბარი, რომლითაც მონაცემების მიხედვით 2,5 მილიონი ადამიანი იტანჯება ქვეყანაში. რადგანაც ექიმმა საუბარი დაიწყო ალკოჰოლის მომხმარებლებზე, არც სასმელის ხარისხზე გაჩუმებულა.

მისი ცნობით, ალკოჰოლურ ბაზარზე გამოჩნდა არალეგალური მოლდოვური ღვინო, რომელიც რუსეთში ბელორუსიის გზით შედის. შეგახსენებთ, 2006 წელს სადამკვირვებლო უწყებამ აკრძალა ქვეყანაში ქართული და მოლდოვური ღვინის შეტანა მათში პესტიციდების მაღალი მაჩვენებლის გამო. მოგვიანებით რამდენიმე მოლდოვურმა ორგანიზაციამ თავისი საქონლის ნიმუშები გაგზავნა ექსპერტიზაზე და მიიღო რუსეთში მათი რეალიზაციის უფლება. მაგრამ, როგორც ჩანს, აუთსაიდერები არ დამშვიდდნენ. „ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიეჭვოთ, რომ ბელორუსიის ტერიტორიიდან შემოდის აკრძალული მოლდოვური ღვინო,- განაცხადა პრესკონფერენციაზე გენადი ონიშენკომ.- ასევე არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ბელორუსიიდან ხორციელდება იმ ქვეყნების მიერ წარმოებული ღვინის შემოტანა, რომლებსაც კატეგორიულად აქვთ აკრძალული რუსეთში ამ საქონლით ვაჭრობა",- გადმოსცა სააგენტომ „იტარ-ტას".

რუსეთის სამომხმარებლო დაკვირვების უწყების ხელმძღვანელმა აღწერა პროცედურა, რომელიც რუსეთში ვაჭრობის მსურველებმა უნდა გაიარონ. ფირმამ უნდა წარმოადგინოს დოკუმენტები და მიიღოს ექსპერტიზის ჩატარების უფლება. შემდეგ კი მკვლევარებს წარუდგინოს თავისი პროდუქციის ნიმუშები.

აქ კი ვიღაც ჟურნალისტმა ეს ინსტრუქციები გაიგო როგორც მინიშნება იმაზე, რომ ონიშენკოს ქართველ მეღვინეებთან რაღაც დაუმთავრებელი მოლაპარაკებები აქვს. მან დასვა კითხვა: შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში რუსეთში ქართული ღვინის შემოტანა? შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში რუსეთის უწყებას მიმართეს რამდენიმე ქართულმა ფირმამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. რუს ექსპერტებს გამოსაკვლევად გაუგზავნეს საუკეთესო ქართული ღვინოები. გენადი გრიგორიევიჩმა მაშინ აღნიშნა, რომ ეს თემა ჯერ კიდევ არ იყო დახურული და მისი განხილვა „გარკვეულ პირობებში" შესაძლებელი იქნებოდა. ონიშენკო გულისხმობდა წარმოებულ ღვინოზე საიმედო კონტროლს. ამის განხორციელება კი შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ხელისუფლებების ნორმალური ფუნქციონირებისა და ქართულ ფირმებში რუსი ექსპერტების შეუზღუდავი წვდომის დროს.

საქართველოში „პირობები" არ გაუმჯობესებულა. ოპოზიციის საპროტესტო აქციებიც ამას ამტკიცებს. სწორედ ამიტომ ჟურნალისტის კითხვაზე ონიშენკომ უპასუხა, რომ ჯერჯერობით საქართველოდან ღვინის იმპორტი შეუძლებელია. „რას ითხოვთ ჩემგან, როდესაც საელჩოც კი არ არსებობს საქართველოსი?",- მისი ემოციური რეპლიკა გადმოსცა „ინტერფაქსმა". „მე იქ წასვლა არ შემიძლია, რადგანაც ეს იქ ზოგიერთი პირის გახარებას გამოიწვევს, უწყებიდანაც არ შემიძლია არავის გაგზავნა, რადგანაც არ არის უსაფრთხოების გარანტიები, როგორც ეს მოლდოვეთის შემთხვევაში მოხდა, ამიტომაც პირველი ნაბიჯის გადადგმა ჩემი მხრიდან შეუძლებელია",- აღნიშნა ონიშენკომ.

კომენტარებმა თბილისიდან არ დააყოვნა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ვერ გაიგო, თუ რატომ შეეხო ონიშენკო ამ თემას, მაშინ, როდესაც მოლაპარაკებები საერთოდ არ მიდმინარეობს. „რუსეთი თავად იყო ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი, ჩვენ კი გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, ამიტომაც მსგავსი განცხადებები მათი მხრიდან გაუგებარია",- მისი სიტყვები მოჰყავს რადიოს „კომერსანტი".

ქართველმა მეღვინეებმა კი, რომლებმაც თავიანთი სასმელების ნიმუშები გაუგზავნეს გენადი გრიგორიევიჩს, უკვე „საერთოდ დაივიწყეს ონიშენკოს არსებობა" და არც ელიან მისგან პასუხს. კომპანიაში „ქინძმარაულის ღვინის მარანი" რადიოს კორესპონდენტს დაუფარავი სინანულით აუხსნეს, რომ რთულია ონიშენკოს ნდობა, როდესაც მის არცერთ განცხადებას არ მოჰყოლია რეალური ქმედება. თუმცა მენეჯერები არ მალავენ: რუსული ბაზრის შეცვლა დაკავშირებულია ძალიან რთულ და ხანგრძლივ პროცესებთან, რომლებიც იწვევს დიდ ფინანსურ დანაკარგებს. „მიუხედავად იმისა, რომ , როგორც ევროპული, ისე სხვა ქვეყნებიდან დღითი-დღე იზრდება ინტერესი ქართული ღვინისადმი, რომელიმე მათგანის განხილვა როგორც რუსული ბაზრის ალტერნატივისა შეუძლებელია,"- აცხადებენ კომპანიაში.

ქართველი მეღვინეების ეს მონატრება რუსეთისადმი გასაგებიც არის. რუსეთში ექსპორტის აკრძალვამდე საქართველო მხოლოდ ჩრდილოელ მეზობელს აწვდიდა წელიწადში 40 მილიონ ბოთლ ღვინოს, ხოლო სხვა ქვეყნებს 20 მილიონს. ახლა კი ის მსოფლიოს სხვა ქვეყნებს მხოლოდ 12 მილიონ ბოთლს აწვდის.

მეღვინეების გადასარჩენად, რომლებზეც უმეტესწილად არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობა, ქართულ ხელისუფლებას არ აწყენდა მოსკოვთან ურთიერთობების დალაგება. ყოველ შემთხვევაში, გაუთავებელი ლანძღვით მაინც ნუ ართულებენ სიტუაციას. რუსეთის ბაზარი ხომ პირველ რიგში ქართველებს სჭირდებათ. რუსებმა კი შეიძლება საერთოდაც ვერ შეამჩნიეს ქართული ღვინის გაქრობა, როდესაც დახლებზე ათასი სხვა სახეობა დევს. რუსეთის სადამკვირვებლო უწყებას კი თავად ღმერთმა (რა თქმა უნდა, დიონისემ არა) დაავალა ქვეყანაში შემოტანილი სპირტიანი სასმელების ხარისხის სადარაჯოზე დგომა.

 

სალომე ბატიანი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100