RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ვის აძლევს ხელს განხეთქილება სამხრეთ ოსურ საზოგადოებაში?

23.04.2009  |  09:45

4/7/7/2477.jpegჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ამ შეკითხვას უსვამდნენ ვიაჩესლავ გაბოზოვს, იმ პარტიის „ფიდიბასტა"-ს ხელმძღვანელს, რომელიც პრლამენტის არჩევნებზე ვერ გავიდა. ახლა იგივე კითხვა შეიძელბა სხვა პოლიტიკოსს დაუსვან, რომელიც უცებ გადაიქცა ოპოზიციონერად - ციკ-ის მიერ არ აღიარებული ფრთის „ხალხის პარტიის" ლიდერ როლანდ ქელეხსაევს. გუშინ მან სამხრეთ ოსეთის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „სახალხო პარტია" კაზიმირ პლიევის მეთაურობით უფლებამოსილად სცნო რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რეს". ამგვარად, პარტიული სია, რომელიც პარტიის წინა ლიდერმა როლანდ ქელეხსაევმა წარადგინა უარყოფილ იქნა და 31 მაისის არჩევნებზე განახლებული პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა წარსდგეს.

ინტრიგა იმაში მდგომარეობდა, რომ პარტიის ორმა ნაწილმა ერთმანეთისაგან საიდუმლოდ პარტიის სესიები 8 და 10 აპრილს ჩაატარეს. მათი სესია ვინც „ძველი" ხელმძღვანელის დატოვება არჩია, ადრე ჩატარდა. პარტიის მეთაური ამ დროს რესპუბლიკაშიც არ იმყოფებოდა. როგორც Regnum -ი იუწყება როლანდ ქელეხსაევი ოჯახთან ერთად ჩრდილოეთ ოსეთში დაიმალა „მისი მისამართით გაჟღერებული მუქარების გამო".

ორი დღის შემდეგ, როდესაც პოლიტიკოსს ტელეფონითაც ვერ დაუკავშირდნენ - კაზიმირ პლიევის მომხრეებმა, რომელიც ქელეხსაევის თქმით მანამდე „სახალხო პარტია"-ში არც კი იყო, სესია ჩაატარეს. ამასთანავე მილიციის თანამშრომლებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს „სახალხო პარტიის" წინასაარჩევნო შტაბ „ სტაროი"-ში. ერთერთი დეპუტატობის კანდიდატის სიტყვებზე დაყრდნობით „კავკაზსკი უზელი" იუწყება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შეიარაღებულ ადამიანებს ეძებდნენ, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალერი ვალიევმა, ეს ინფორმაცია უარყო საინფორმაციო სააგენტო Regnum-თან ინტერვიუში. „რა შუაშია აქ პარტია. . . ჩვენ გეგმიურ ღონისძიებებს ვატარებთ, ერთ-ერთ მკვლელობის საქმეს ვამუშავებთ" - თქვა ვალიევმა. თუ ირგვლივ ყველა ვერსიას არ უგულებელვყოფთ სავარაუდოა, რომ პარტია „სტაროი"-ს წევრები კრიმინალურ სამყაროსთან რამენაირად არიან დაკავშირებულნი, რადგან მილიცია გამოძიებამ სწორედ მათ ოფისში მიიყვანა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საკონსულტაციოდ იუსტიციის სამინისტროს მიმართა. ერთი პარტიის ორ სიასთან დაკავშირებით მათ მისცეს პასუხი, რომ 13 აპრილიდან უწყებაში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით და სესიის პროტოკოლზე დაყრდნობით, რომელიც 10 აპრილს ჩატარდა პარტიის თავმჯდომარეა კაზიმირ პლიევი. „პარტიის სესიის ჩატარების კანონიერება-უკანონობას იუსტოციის სამინისტრო არ წყვეტს. ეს წყდება სასამართლოსა და მხოლოდ სასამართლოს მიერ" - აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ისე, ახალი პარტიის იმავე სახელწოდებით დარეგისტრირება, კონკურენტების ჩამოშორების ახალი მეთოდი არ არის. მაგრამ ვის და რაში დასჭირდა „სახალხო პარტიის" შემთხვევაში, ლეგიტიმურობა წაერთმია პოლიტიკური ორაგბნიზაციის დამაარსებლისათვის რონალდ ქელეხსაევისათვის? რუსული გაზეთი „კომერსანტ ი" ერთმნიშვნელოვან პასუხს იძლევა - პარტიის ახალი თავმჯდომარე კაზიმირ პლიევი - ედუარდ კოკოითის დანიშნულია. ქელეხსაევის თქმით, პარტიის ახალი წევრები ხელისუფლების მიმართ ლოიალურნი არიან, ისინი ადრე მამულის დამცველთა კავშირის წევრები იყვნენ. თითქოს ამ ორგანიზაციას არჩევნებზე გასვლა არ შეეძლო, რადგან არ იყო დარეგისტრირებული, როგორც პარტია. იგი ახლაც რომ დაფიქსირებულიყო, იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის მომენტიდან პარტიისათვის დაწესებულ ერთი წლის განმავლობაში, ცენზსს მაინც ვერ გაივლიდა. ამიტომაც, კოკოითმა თავის თანამოაზრეებს უფლება მისცა, უკვე არსებული ბრენდის „სახალხო პარტიის" სახელით ესარგებლათ, თვლის გაზეთის თანამოსაუბრე.

აქ იბადება შეკითხვა: ასეთი პოპულარულია სამხრეთ ოსეთში ეს „სახალხო პარტია", რომ მისი ბრენდის გარშემო ასეთი ინტრიგები დაიხლართოს? ჯერ მოქმედი პარლამენტის შემადგენლობაში „სახალხო პარტიის" მხოლოდ ორი (!) დეპუტატი მუშაობს - თავად ქელეხსაევი და სერგეი ზასსევი. მათ ინიციატივებზე და პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე, ჯერ სმენითაც არავის სმენია, რა თქმა უნდა ახლანდელ სკანდალამდე. ახლა კი რუსულმა ოპოზიციურმა მედიამ ქელეხსაევის სახელი ისე აღმართა, როგორც დროშა. „ჩვენი პარტია ერთადერთია, რომელიც კონსტიტუციის შეცვლის და კოკოითის მესამე ვადით არჩევის წინააღმდეგ ღიად გამოდის. „ხელის" პარლამენტი კი, არჩევნების შედეგების მიხედვით ნებისმიერ მომენტში შეძლებს, კოკოითს მესამე ვადით დარჩენა სთხოვოს და ისიც შეისმენს ამ თხოვნას", - ვარაუდობს პოლიტიკოსი, რომელსაც „კომერსანტი" „ოპოზიციონერს" უწოდებს.

მაგრამ, ნახეთ რა ამბობდა ქელესაევი Regnum -თან ინტერვიუში, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ: „სამხრეთ ოსეთი - ჩამოყალიბებული სახელმწიფოა, უნაკლო საკანონმდებლო ბაზით". ხედვის ამ კუთხეს ოპოზიციურს ვერ უწოდებ. თუმცა, რესპუბლიკის საკანონმდებლო ბაზა საგაზეთო ფურცლების გმირმა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის უზენაეს სასამართლოს მიმართა, ახლა უკვე შეუძლია თვად გამოსცადოს სიმწიფეზე და ხარისხზე. სარჩელის მომზადების თაობაზე საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს ადრე „სახალხო პარტიის" საბჭოს წევრმა სერგეი ზასეევმა აცნობა. „მთელი სახელმწიფო ხელისუფლების მანქანა ჩევნს წინააღმდეგაა მომართული. თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს" - განაცხადა მან. გუშინ თავად ქელეხსაევმა განაცხადა, რომ სარჩელი შეტანილია. თუმცა მათ წინაშე წარმოქმნილი პრობლემის სამართლებრივი გადაწყვეტის იმედი მას არა აქვს. „ვაპირებთ ბოლომდე წავიდეთ. თუ სახალხო პარტიის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, თუ ჩვენ არჩევნებზე არ დაგვიშვებენ, ჩვენ მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის ხალხს და პოლიტიკურ პარტიებს ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, რადგან ეს ფარსია და სხვა არაფერი"- დაჰპირდა იგი ჟურნალისტებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100