RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართული ოცნება Nabucco რუსეთის გარეშე განუხორციელებელია

24.04.2009  |  10:04

4/9/7/2497.jpegსაქართველოს მთავრობის აკვიატებული იდეა - რუსეთის გვერდის ავლით, ქვეყნის ტერიტორიაზე გაიყვანოს, ახალი აზიურ-ევროპული გაზსადენი,როგორც ჩანს განხორციელებასთან ახლოა. თურქმენეთსა და "გაზპრომს" შორის მომხდარი სკანდალის შმედეგ, თურქმენეთმა ფართოდ გაუღო კარი, ევროპელ მომხმარებლებს. Nabucco-ს მომმარაგებელთან დაკავშირებული საკითხი თითქმის გადაწყვეტილია. ფორამალობები გაეროს ეგიდით გამართულ კონფერენციაზე მოგვარდება თურქმენეთში, 24 აპრისლ- ბულგარეთში და 8 მაისს ჩეხეთში.

Nabucco -ს გეგემებზე და კიდევ ერთი ანალოგიური პროექტის "თეთრი ნაკადი"-ის შესახებ კონფერენციაზე "საიმედო და სტაბილური ენერგომატარებლების ტრანზიტი და მისი როლი, საერთაშორისო განვითარების მყარი უზრუნველყოფისათვის" თურქმენეთის ხელმძღვანელობით და სხვა მონაწილეებთან ერთად, განსასჯელად გაემგზავარა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. დასწრება ანტირუსული პროექტის განხილვაზე, რომელიც სამხრეთულ პროექტს უწევს კონკურენციას, რათქმაუნდა სასიამოვნოა ქართული მხარისთვის. მარტში როდესაც, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყო ფული გაზსადენის მშენებლობაზე, პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა უდიდესი კმაყოფილებით განაცხადა:" Nabucco გახლავთ პროეატი, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას აათმაგებს, იმიტომ რომ საქართველოზე გაივლის ევროპის გაზმომარაგების მთავარი ხაზი. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირში დიდი ლობირება მიდის. გასაგებიან, რომელმა ქვეყანამ დახარჯა უზარმაზარი ფული, იმისთვის რომ გაუშინ ეს პროექტი არ დამტკიცებულიყო". ხალა კი, პროექტის წინსვლა უფლებას აძლევს ხელისუფლებას, თითი დაუქნიოს ოპოზიციას: ანუ, ტრანზიტი მხოლოდ სტაბილურ სახელმწიფოშია შესაძლებელი, ასე რომ არ არის საჭირო გალიებიანი ზოოპარკის მოწყობა პარლამენტის წინ.

Nabucco-ს მოწოდებელთა საკითხი, რომელიც ვეროპამდე დააგრძელებს უკვე არსებულ ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილს, დიდი ხნის განმავლობაში პრობლემად რჩებოდა. შესაძლო მომმარაგებლებად ირანი, აზებაიჯანი და თურქმენეთი სახელდებოდა. თუმცა თეგერანს, რომელიც რათქმაუნდა ამგვარ შესაძლებლობაზე ოცნებობდა, პროექტთან შეერთერთება არ შეეძლო, არამეგობრულად განწყობილი ვაშინგტონის ლობის გამო. ამას გარადა მოსკოვი მოთმინებით ეკიდება მათ ატომურ პროექტს და დახმარებასაც კი ჰპირდება, ამაზე რათქმაუნდა ირანსაც უწევს საპასუხო თავზიანობის გამოჩენა. ამ ბოლო დროს აზერბაიჯანიც მჭიდრო კონტაქტებს ამყარებს მოსკოვთან და საეჭვოა ახლო მომავალში დაემდუროს, ყოველ შემთხევავში სანამ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის საკითხი არ გადაწყდება. აი თურქმენეთი კი, რომელმაც გაზსადენზე აფეთქებაში "გაზპრომი " დაადანაშაულა და რუსეთის მიერ გაზის შესყიდვის მკვეთრი შემცირების გამო, საწრაფოდ დაიწყო ენერგო-ნაკადების დივერსიფიკაციის გზების ძებნა. მას სურს საკუთარი ბიუჯეტი მუდმივი შემოსავლით უზრუნველყოს რუსეთში, ევროპასა და აზიაში ექსპორტის ხარჯზე. იმ პირობებში როდესაც თურქმენეთი დაახლოებით 70 მილიარდ კუბომეტრ გაზს მოიპოვებს წელიწადში, თურქმენეთს აქვს კონტრაქტები: რუსეთთან წელიწადში 40 მილიარდი კუბომეტრის მიწოდებაზე, აშენებს გაზსადენს ჩინეთში და იმედოვნებს რა 40 მილიარდი კუბომეტრის მიწოდებას და ეს-ესაა დადებს პირობას კიდევ 30 მილიარდი კუბომეტრი გაზი წელიწადში ჩაბეროს Nabucco-ს მილში. პირევლი ნაბიჯი დასავლეთისკენ აშხაბადმა აპრილის დასაწყისში გადადგა, როდესაც ხელი მოაწერა გრძელვადიან კონტრაქტს გერმანულ ენერგეტიკულ კომპანია RWE-ისთან.

საკმარისი იქნება კი, თურქმენეთის გაზის მოპოვების მარაგი და სიმძლავრე ყველა ამ პროექტისათვის? როგორც "ტრენდი" გვატყობინებს, BP-ის მონაცემებით 2008 წლისათვის თურქმენული გაზის მარაგი შეადგენდა 2,67 ტრილიონ კუბურ მეტრს. 2009 წელს ქვეყანა გეგმავს 75 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი მოიპოვოს, საიდანაც 51 მილიარდი ექსპორტისათვისაა გათვლილი. მუდმივად გაზარდოს მოპოვება, თურქმენეთი ვერ შეძლებს, გაზის მარაგის რაოდენობას კი, მარავლი ექსპერტი აყენებს ეჭვ ქვეშ. "ჩვენ საერთოდ არ ვიცით იქ რეალურად რამდენი გაზია. დიახ, ბრიტანულმა კომპანია Gaffney, Cline & Associates-მა ჩაატარა იქ აუდიტი, მაგრა მათი შეფასებები უამრავ კითხვას ბადებს. გაზის აუდიტის რეზულტატები საეჭვოდ ემთხვევა მონაცენმებს, რომელსაც თურქმენეთის პრეზიდენტი გუბანგულ ბერდიმუხამედოვი, ყოველგვარი აუდიტის გარეშე უსახელებდა ევროპელებს. თუ კი მათ დავუჯერებთ, თურქმენეთში საერთოდაც ყოველ კვირას თითქოს და ორ შტოკმანს ხსნიან", - ამბობს გევორგ მირზაიანი, ჟურნალ "ექსპერტის" სპეციალური კორესპონდენტი.

სავარაუდოა, რომ თურქმენეთს მომავალში მოუწევს შეამციროს მიწოდება რუსეთსა და ჩინეთში, რათა შეასრულოს ვალდებულებები სხვა პროექტების წინაშე. თუ კი, ჩრდილოელი მეზობელი ამას საკუთარი რესურსების ხარჯზე ადვილად გადაიტანს, ჩინეთს მისი მუდმივად მზარდი ენერგო მოთხოვნილებით, ეს ნამდვილად არ მოეწონება. ჯერჯერობით კი, გაზის სტაბილური ექსპორტი და ქვეყნის ბიუჯეტის შევსება მთლიანად ჩრდილოელ პარტნიორზეა დამოკიდებული. მაჟამად რუსულ-თურქმენულ გაზსადენზე მომხდარ აფეთქბესთან დაკავშირებული კონფლიქტის დასარეგულირებლად გაემგზავრა ვიცე-პრემიერი იგორ სიჩინი.როგორც "გაზეტას" მოუთხრო სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსეთის გაზის საზოგადოების პრეზიდენტმა ვალერი იაზევმა, რუსული მხარე მუდმივად სთავაზობდა ავარიის ლიკვიდაციაში დახმარებას, მაგრამ აშხაბადმა ეს შემოთავაზება არ მიიღო. დეპუტატის თქმით, გაზპრომი თურქმენულ გაზს "დაბალ ზღვარზე"იღებდა, მაგრამ შეთანხმების ჩარჩოებში. ამიტომაც ფორმალური საბაბი, რათა დაადანაშაულონ რუსული კომპანია გაზის გადინების შემცირებაში და აფეთქბისათვის საშიში წნევის შექმნაში, თურქმენეთს არ აქვს. სამაგიეროდ აქვს დაინტერესება, საკუთარი გაზის განახლებული მიწოდების შემცირებისა. მაგრამ, სწორედ ის Nabucco მხოლოდ 2014 წელს აშენდება, გაზსადენი ჩინეთში კი, მხოლოდ მომავალ წელს იქნება გაშვებული. " რაც შეეხება ტრანსავღანურ და ტრანსკასპიურ მაგისტარლებს, ეს პროექტები რამოდენიმე წელიან მოსმაზადებელ სამუშაობეს მოითხოვენ და შემდგომ მშენებლობას. ავღანეთსა და პაკისტანში სიტუაცია სტაბილურთან, ჯერ ახლოსაც არ არის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100