RSS
на русском en in english
13.12.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილის ძღვენი

24.04.2009  |  14:55

5/0/9/2509.jpegოპზიციური პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"-ს ლიდერო ნინო ბურჯანაძე, კვლავ სკანდალის ცენტში აღმოჩნდა. საგადასახადო უწყებამ ნინო ანზოროვნას წარუდგინა დაახლოებით მილიონ დოლარიანი ანგარიში, წყნეთის აგრაკისთვის, რომელიც შარშან მას სააკაშვილმა აჩუქა. ბურჯანაძე თვლის, რომ ხელისუფლება საგადასახადოს დახმარებით "ცდილობს დააშინოს და მოსწყვიტოს ის ოპოზიციურ მოღვაწეობას". ოპოზიციის ლიდერები კი, სააკაშვილს მთელი სქართველოს გაყიდავაში სდებენ ბრალს...

ბრძოლის მორიგი საფეხური ხელისუფლებასა და ნინო ბურჯანაძეს შორის, 23 აპრილს დაიწყო. როგორც ტელეკომპანია "რუსთავი-2"-მა განაცხადა, საქართველოს საგადასახადო ინსპექციამ ბურჯანაძეს წარუდგინა 925 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა. ვინაიდან ნინო ანზორის ასულმა დროულად ანუ 2009 წლის 1 აპრილამდე - არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია და არ გადაიხადა შესაბამისი საურავი.

"დემოკეატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერს, რამოდენიმე დღე აქვს საგადასახადო ინსპექციის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეს გადასახდელი თანხა 0,07 პროცენტით გაიზრდება. თუ კი, ნინო ბურჯანაზე უარს განაცხადებს დარიცხული საგადასახადო თანხის შეტანაზე, მაშინ მისი საკუთრება ანუ წყენის აგარაკი, მმოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესაძლოა დაპატიმრებული იქნას და აუქციონზე გიყიდოს.

თავად ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ:"ამ საკითხით მის დაშინებას ცდილობენ და ოპოზიციური მოღვაწეობისგან მოწყევტას". "ხელისუფლება გულმოდგინედ ცდოლობს მთავარ საქმეს მომწყვიტოს, მაგრამ ისინი ამას ნამდვილად ვერ შეძლებენ. ეს ზეწოლის, დაშინების ან არვიცი კიდევ რის მცდელობაა, ალბათ უბრალოდ ჩემი ყურადღების სხვა რამეზე გადატანის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მას ამჟამად "ამგვარი წვრილმანებისათვის დრო არ აქვს".

თუმცა, როგორც ყოველთვის "მოცემული საკითხიც" ალბათ ჰაერში გამოკიდებული დარჩება, ისევე როგორც საპროტესტო აქციების წინ ატეხილი იარაღის სკანდალი. მაშინ ბურჯანაძის მომხრეებს, მთავრობამ იარაღის უკანონო შესყიდვაში დასდო ბრალი. სკანდალს შემდგომი გაგრძელება აღარ ჰქონია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ამ სკანდალს მოჰყვებოდა ტრადიციული ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მომზადებისა და კრემლის საასრგებლოდ სამშობლოს ღალატიში. (7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როდესაც ოპოზიციოის მიტინგი დაარბიეს, "კრემლის აგენტად" გამოცხადდა თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი).

საეჭვოა რომ მოცემულ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანას ციებცხელება აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისისგან, ყველაზე აქტუალური ბურჯანაძის აგარაკის საკითხი იყოს. რათქმაუნდა, თემიდის მსახურებმა უნდა გადაწყვიტონ ამ ისტორიაში ვინ არის მართალი და ვინ არა. მაგრამა მ შემთხვევაში საქმე სამართლიანობასა და მოსამართლეების დაოუკიდებლობაშიც არ არის, რასაც ოპოზიციონერები დაჟინებით მოითხოვენ. ლოგიკასთან უფრო ახლოა, რომ ნინო ბურჯანაძის ყოფილი თანამებრძოლი - მიხეილ სააკაშვილი - ამგვარად აქციებთან დაკავშირებით დაგროვილ ნერვულ დაძაბულობას იხსნის. ადგეს და უბრალოდ დაარბიოს და გაყაროს მომიტინგეები რუსთაველის პროსპექტიდან - დამღუპველი იქნება. ამიტომ, რატომაც არ შეახსენოს ამომრჩევლებს, რომ ოპოზიცია, თავის არსით არაფრით უკეთესი არ არის, იმათზე ვინც ამჟამად ქვეყნის საჭესთან დგას.

აგარაკი რომელზეც საუბარია - უბრალო ხომ არ არის. და ნინო ანზოროვნას თავად მიხეილ ნიკოლაევიჩმა აჩუქა სახსოვრად 2008 წელს, ბურჯანაძის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გახსნილად ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის კონფლიქტი მაშინ არ ჩანდა. თუმცა საქართველოში გავრცელდა ვერსია, რომ 2007 წლის კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე, ბურჯანაძემ მიიღო წარმტაცი წინადადება "ოპოზიციის ნათლიმამისგან", აწ უკვე გარდაცვლილი ოლიგარქის ბადრი პატარკაციშვილისგან. თითქოს და ის თავის მხარდაჭერას პირდებოდა ნინო ანზოროვნას "ტახტზე აბრძანებისთვის". "შეთქმულების მონაწილეთა" შორის, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებულ კონსულტაციებში იყო ჩართული, როგორც ამბობენ, თავად ნინო ბურჯანაძე და მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე ( იმ დროისთვის შ.ს.ს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ). ასევე პარლამენტარი ვალერი გელბაქიანი და პატარკაციშვილი გახლდათ. ინფორმაცია ამის შესახებ სააკაშვილამდე სწრაფად მივიდა და მან მიიღო შესაბამისი ზომები, ამგვარი საფრთხის ასაცილებლად.

ასეა თუ ისე, როდესაც კრიზისის შემდეგ სააკაშვილმა ისევ დააგროვა ქულები, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა საკუთარი წასვლის შესახებ. თანაც პირობა დასდო, რომ მომავალში პოლიტიკით აღარ დაკავდებოდა. ხო და ის დაპრეზიდენტი მშვიდობით დაცილდენენ ერთმანეთს. საკაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ელიტარული მიწის ნაკვეთი ბურჯანაძეს, სიმბოლური თანხის- 1 ლარის საფასურად გადაეცემოდა. ( დაახლოებისთ 12-13 რუსული რუბლი).

ახალ კი ეს საჩუქარი ნინო ანზორის ასულს ყელში გაეჩხირა. დიახ მიხეილ სააკაშვილის საქციელი, დიდად არ შეესაბამება კავკასიურ ტრადიციებს. მაგრამ როგორც ცნობილია, პოლიტიკით ცინიკური ადამიანები არიან დაკავებული. აი ნინო ბურჯანაძეს კი, მართალაც მოუწევს სასიმაოვნო სახე მიიღოს, არც ისე სასიამოვნო სიტუაციაში. მას ისედაც მრავალი ადამიანი არ სწყალობს, მისი პოლიტიკური წარსულის გამო. საბჭოტა ნომენკლატურის წარმომადგენლის ოჯახში გაზრდილი, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის საუკეთესო მოსწავლე და ქართული "ვარდების რევოლუციი" შვილმა, "რკინის ლედის" სახელი დაიმსახურა, თავად სააკაშვილისგან, 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს გამოჩენილი სიმტკიცისათვის. სწორედ ამისათვის მოუხადა მან ბოდიში ამჟამინდელ თანამებრძოლებს, მიტინგების პირველ დღეს - 9 აპრილს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100