RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

„სინდისის დერეფნები“ საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის მმართველებისთვის

27.04.2009  |  16:34

5/2/7/2527.jpegსაქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან კარვების ქალაქი გაკეთდა. მიმდებარე ტერიტორიაზე გზები მოპიკეტეების მიერ არის გადაკეტილი. შენობის შესასვლელთან უამრავი ხალხი დგას, რომლებისთვისაც გვერდის ავლა შესაძლებელია მხოლოდ ზღვა საყვედურების მოსმენის შემდეგ. ეს ყველაფერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა ეს მიიღეს როგორც უკანონო მუქარები და ზეწოლა.

ქართულმა ოპოზიციამ დაგეგმა „სინდისის დერეფნები" საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან. მანამდე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ხიანდრავამ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაადანაშაულა აქციების „ცალსახა და არასრულ გაშუქებაში". „ის, რითიც პირველი არხი არის დაკავებული, ხალხის დაცინვაა. რეგიონების მოსახლეობა სიბნელეში ცხოვრობს და არ იცის, თუ რა ხდება დედაქალაქში",- აცხადებდა ის.

„სინდისის დერეფანში" ჩამდგარი ოპოზიცია არ ბლოკავს შენობას და იქ ხალხის შესვლა-გამოსვლას ხელს არ უშლის. თუმცა, კარვების ქალაქმა, რომელიც შენობის წინ არის გაკეთებული, შეზღუდა ავტომანქანების მოძრაობა კოსტავას გამზირზე. პოლიცია არ ერევა ამაში და ტრანსპორტის მოძრაობას პარალელურ ქუჩებზე არეგულირებს. აქციების ჩატარების ადგილების გარდა დედაქალაქი ჩვეული რეჟიმით ცხოვრობს - მუშაობს მაღაზიები, სკოლები, კინოთეატრები, ქალაქში მშვიდი გარემოა, აღნიშნავს სააგენტო „სიახლეები-საქართველო".

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ხალხს სთხოვა შეგუებოდნენ ქალაქის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას. „ეს არხი არ არის ვანო მერაბიშვილის ჯიბის ტელევიზია. ის ხალხს ეკუთვნის და მას უნდა დაუბრუნდეს. ლევან ყუბანეიშვილისთვის კი უკეთესი იქნება თუ მოცილდება აქაურობას",- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

სანამ ტელევიზია არ დაიწყებს იმის ობიექტურად ჩვენებას, თუ რა ხდება პარლამენტთან „საკნების ქალაქში", მოპიკეტეები არ დაიშლებიან. ამის შესახებ განაცხადა კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა პირველ არხთან მიტინგზე გამოსვლისას. „საკნების ქალაქში მიმდინარე მოვლენების განხილვისას სიუჟეტებში აჩვენებენ მხოლოდ იმას, თუ როგორ იკმაყოფილებს ზოგი მოქალაქე ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას. ეს თვითონ არხის სირცხვილია. ამით ხელისუფლებამ ამ არხის ნამდვილი სახე დაგვანახა. ჩვენ აქ დავრჩებით მანამ, სანამ ეს არხი არ დაიწყებს მოვლენების ობიექტურ გაშუქებას და ხალხის ფულით დაფინანსებული ტელევიზია ხალხსვე არ დაუბრუნდება",- ხაზი გაუსვა ძიძიგურმა. პოეტმა დავით მაღრაძემ საზოგადოებრივ ტელევიზიას მისთვის შესაფერისი სახელი შეურჩია - „ტყუილის მაუწყებელი".

გარკვეულ რეზულტატებს მოპიკეტეებმა უკვე მიაღწიეს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ოთხმა წევრმა უკვე განაცხადა გადადგომის შესახებ. ირმა სოხაძის თქმით, საზოგადოება ამ ორგანოს მუშაობით კმაყოფილი არ არის და პირადად მას არგუმენტები არ გააჩნია, რომ ამ უკმაყოფილებას არ დაეთანმხოს.

ამასთანავე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კოლექტივმა პარასკევს გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია, რომ ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები ჟურნალისტებს ემუქრებიან. „მიუხედავად ზეწოლისა ოპოზიციისა და მისი აქტივისტების მხრიდან, პირველი არხი და მისი ჟურნალისტები დაიცავენ საქართველოს კოდექსსა და კანონს მაუწყებლობის წესების შესახებ",- ხაზგასმულია დოკუმენტში.

ამას გარდა, კვირას ამ ტელეარხის ოპოზიციურად განწყობილ წამყვანზე გია კორკოტაშვილზე გავრცელდა კომპრომატები. საქართველოს შსს-მ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ მიუახლოვდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათ შორის ტელეჟურნალისტს, 2 მამაკაცი და ერთი ქალი. დაიწყო ჩხუბი. მისულები ცემეს, ხოლო ოპოზიციონერები, შსს-ს განცხადებით, დაეპატრონენ მათ საფულეებსა და დოკუმენტებს. თავად კორკოტაშვილი მომხდარს სხვანაირად გადმოსცემს: სამი უცნობი პირი ჩხუბის დაწყებას ცდილობდა. ერთ-ერთ მათგანს საფულე ამოუვარდა და გიამ ის აიღო, რათა შეემოწმებინა ამ მოქალაქის პირადი დოკუმენტები. „არანაირი ფული ჩვენ არ აგვიღია, ჩემთან მხოლოდ მისი პირადობის მოწმობა დარჩა",- განაცხადა კორკოტაშვილმა. ამასობაში კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გადაცემა „ნაცნობის" პროდიუსერებს კორკოტაშვილის სამსახურიდან ჩამოცილება მოსთხოვა, სანამ ინციდენტის თაობაზე გამოძიება ტარდება.

ოპოზიციამ არაერთხელ გამოთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის თაობაზე უკმაყოფილება. ის ამტკიცებდა, რომ ტელევიზია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არაობიექტურად აშუქებდა. კომპანიის ხელმძღვანელის ლევან ყუბანეიშვილის გადადგომის მოთხოვნა გამუდმებით ისმის მიტინგებზე. ამასთანავე მიტინგის მონაწილეები პრეტენზიებს არა მარტო პირველი არხის თანამშრომლებს უყენებენ. კერძო „იმედი" და „რუსთავი 2" ასევე ცოტა დროს უთმობენ ოპოზიციის აქციებს. სახელმწიფოს პოლიტიკით უკმაყოფილო „იმედის" ჟურნალისტები თანდათან ტოვებენ არხს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანის დიანა ტრაპაიძის კვალდაკვალ ცენზურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გადადგა ასევე სიანფორმაციო პროგრამა „ქრონიკის" წამყვანი თეა სიჭინავა.

ხოლო „რუსთავი 2"-ის, რომლის შენობაც მოულოდნელად დაინგრა კვირას დილით, დატოვებას ჟურნალისტები არ ჩქარობენ: მაღალი ხელფასები სინდისის ქენჯნის კომპენსირებას ახდენს.

გიორგი კეპულაძის ინტერვიუს თანახმად, რომელიც მან მისცა გაზეთს „ყველა სიახლე", მათ არაფერზე აქვთ პრეტენზია. „ქართული სატელევიზიო მასმედია აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, ხორციელდება უამრავი პროექტი. ამ მხრივ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთსა და უკრაინას საქართველოს მოსდევს",- ამბობს კეპულაძე. მისი აზრით, ხელისუფლება და ოპოზიცია მასმედიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ. თუმცა თავად ის არ თვლის, რომ წარმოადგენს მასობრივი ინფორმაციის ანგაჟირებულ საშუალებას. „ჩვენ უფრო მეტად საზოგადოების ინტერესებს ვემსახურებით. „რუსთავი 2"-ის სარედაქციო კოლეგია ყოველთვის ცდილობს ობიექტურობის შენარჩუნებას."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100