RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საუკეთესო რეფორმებმა საქართველო სიღარიბისგან ვერ იხსნა

29.04.2009  |  09:27

5/4/7/2547.jpegგასული კვირის ბოლოს პარლამენტის სპიკერს დავით ბაქრაძეს ვენაში ჯილდო გადასცეს. ის იმას ადასტურებს, რომ საქართველომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მთელ ევროპაში საუკეთესო ეკონომიკური რეფორმები გაატარა. ასეთ დასკვნამდე მივიდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, რომელმაც საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანად ცნო. თითქმის იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველო 78 ყველაზე ღარიბი ქვეყნების სიაში შეიყვანა. რა არის ქართული ეკონომიკის პარადოქსი? რატომ იყოფა ასე ძალიან პატივცემული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები?

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველო შეიყვანა 78 ყველაზე ღარიბი ქვეყნის სიაში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ფინანსური კრიზისის დროს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები იმის შესახებ, რომ მთელ პლანეტას მოდებულმა კრიზისმა მხოლოდ მცირე დაღი დაასვა საქართველოს და ქვეყანა კვლავაც მიმზიდველია ბიზნესისთვის, უარყოფილია. მაგრამ მეორეს მხრივ არანაკლებ სოლიდურმა ორგანიზაციამ საერთაშორისო ფინანსურმა კორპორაციამ საქართველო საუკეთესო რეფორმატორებს მიაკუთვნა.

სამაგიეროდ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანას, ჰპირდება სალგოტო კრედიტის ლიმიტის გაორმაგებას. აქამდე ლიმიტი შეადგენდა 750 მილიონ დოლარს, საიდანაც საქართველომ უკვე მიიღო 400 მილიონი. ახლა საქართველოს შანსი აქვს, რომ კიდევ აიღოს ვალი.

მაშ, რეფორმატორი ქვეყანა თუ ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფო? როგორ შეიძლებოდა ეფექტურ რეფორმებს მოსახლეობა სიღარიბემდე მიეყვანა? ამის თაობაზე „ჯორჯია თაიმსმა" აზრი ჰკითხა ქართველ ექსპერტებს ეკონომიკის სფეროში.

გიორგი ხუხაშვილი თვლის, რომ ობიექტურობით არც საერთაშორისო სავალუტო ფონდის და არც საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის დასკვნები არ გამოირჩევა. „რაც შეეხება რეფორმებს, იგულისხმებოდა მხოლოდ ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტების გაფორმების პროცედურების გამარტივების ნომინაცია,- ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე.- სხვა პუნქტებში ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით". ჩვენი კონსულტანტის აზრით, არც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნებია ობიექტური. „დიახ, ქვეყანაში დიდი ეკონომიკური სიძნელეებია, მაგრამ ყველაფერი ისე სერიოზულად არ არის, როგორც ამას სავალუტო ფონდის ექსპერტები ამბობენ,- ირწმუნება გიორგი ხუხაშვილი.- მაგრამ თუკი ვარდნა გაგრძელდება, ჩვენ მართლა მივაღწევთ ზოგიერთი აფრიკული ქვეყნის დონემდე".

ექსპერტი აღნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის მიერ დაპირებული კრედიტი ალბათ ვერ დაეხმარება ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას: „რამდენი ფულიც არ უნდა იყოს, შესაძლებელია მოკლევადიანი ამოცანებისა და მინიმალური სოციალური პრობლემების გადაჭრა. თუმცა თუკი ეს თანხები არ გაეშვება ეკონომიკაში და არ მოიტანს გარკვეულ დივიდენდებს, ეკონომიკა ვერასოდეს ამოვა კრიზისიდან. ამისთვის საჭიროა სისტემური რეფორმები, რომლებსაც არავინ ატარებს".

„ხელისუფლება ოპოზიციას ადანაშაულებს ეკონომიკის ვარდნაში, ოპოზიცია პირიქით, ამბობს, რომ ხელისუფლებამ მიიყვანა ქვეყანა ეკონომიკურ უუნარობამდე. რატომ ცხოვრობენ საქართველოში ასე ღარიბულად?",- ვეკითხები მე ექსპერტს. „მიდის პოლიტიკური თამაში - არავის სურს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. თუმცა პასუხისმგებლობის ლომის წილი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აწევს. სხვათა შორის,- ამბობს გიორგი ხუხაშვილი,- ამასწინათ სოლიდურმა ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ყველაზე უიღბლო პოლიტიკოსები რეიტინგი. სააკაშვილი ამ რეიტინგის სათავეში იდგა. თანაც ფასდებოდა ორი კატეგორია - არაკომპეტენტურობა საერთაშორისო პოლიტიკაში და ეკონომიკურ რეფორმებში". „საქართველო, ისევე როგოც რუსეთი, რომანტიზმის, აყვავების და დემოკრატიის ეპოქის შემდეგ საპირისპირო მიმართულებით იწყებს მოძრაობას - იმ ეპოქისკენ, რომელიც დავიწყებულ წარსულს ჰგავს".- ამბობს ექსპერტი.

მოძრაობის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე თვლის: მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის დასკვნებს შორის უთანხმოება იმაზე მეტყველებს, რომ რომელიღაც იტყუება. სიმართლე, მისი აზრით, სადღაც შუაშია. გარკვეული რეფორმები მართლაც გატარდა, მაგრამ საქართველო ვერანაირად ვერ ჩაითვლება მთავარ რეფორმატორად. რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდს, საქართველოს უღარიბესი ქვეყნებისთვის მიკუთვნება არასწორია. სხვათა შორის, აგრძელებს ექსპერტი, სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს უკვე დიდი ხანია მოაქვს ნეგატიური ტენდენციები საქართველოს ეკონომიკისთვის. „ჩვენ ამის შესახებ ვსაუბრობთ 1994 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ჩვენთან ამ რეკომენდაციების გათვალისწინება დაიწყეს. საბოლოოდ კი მივიღეთ ქვეყანა, სადაც დაინგრა მრეწველობა და სოფლის მეურნეობა". სხვათა შორის, ფონდის რეკომენდაციები არც ერთ ქვეყანაში არ გამართლებულა. რაც შეეხება საქართველოს, სავალუტო ფონდის რეკომენდაციები საერთოდ არ ითვალისწინებს ქვეყნის თავისებურებებს. ასე რომ მორიგი კრედიტი, ბიზნესმენის აზრით, ქართულ ეკონომიკას ვერ იხსნის. „ჩვენ საგარეო ვალი გვაქვს 3 მილიარდ დოლარზე მეტი. როგორ გადავიხდით ამ ვალებს? - კითხულობს ის.- ეს თანხები წარმოების განვითარებაზე რომ მიდიოდეს, გავამართლებდი. მაგრამ ეს ტრანში კვლავაც სოციალური ხვრელების ამოსავსებად იქნება გამოყენებული და ერთი წლის შემდეგ კიდევ უფრო სატირალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ვიდრე ახლა ვართ".

მაინც რა არის საჭირო ქართული ეკონომიკის გადასარჩენად? პირველ რიგში - პოლიტიკური სტაბილურობა და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, რაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას უზრუნველყოფდა, ასევე მკაფიო ეკონომიკური პროგრამა. ყველა ამ პუნქტში, როგორც ტყემალაძე თვლის, ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება აუთსაიდერია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100