RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

კონსპიროლოგია ქართულად. ვინ ვის უფრო მეტად შეაშინებს

29.04.2009  |  17:51

5/6/3/2563.jpegსაქართევლოში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებისას, მთელი რიგი პოლიტოლოგებისა მომხდარში სპეცსამსახურების კონსპიროლოგიურ ნამუშევარს ხედავს. ტერმინი „კონპიროლოგია" იშიფრება, როგორც „შეთქმულების თეორია", ეს როცა, ზოგიერთი მოვლენის დაფარული მიზეზები ან პირიქით, როცა ამ მიზეზების ფართო საზოგადოებისათვის დამალვას გავლენიანი სახეების ჯგუფები მიიწერენ. „შეთქმულების თეორიის" მომხრეები ირწმუნებიან, რომ შეთქმულები უამრავი ისტორიული მოვლენის მსვლელობას უწევდნენ მანიპულირებას და ამავდროულად „კულისებში" რჩებოდნენ.

გასულ პარასკევს საქართველოში უპრეცენდენტო სიტუაცია შეიქმნა. ქვეყანა რამდენიმე საათით ფაქტიურად უმაღელსი ხელისუფლების გარეშე დარჩა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვენაში იმყოფებოდა, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური - თურქმენისტანში, ამ დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც კი არ იყო ქვეყანაში. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მათ დაბრუნებას არ დაელოდა და სოფიაში ენერგეტიკულ სამიტზე გაემგზავრა . . .

ასეთი სიტუაცია ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებას სურდა მომიტინგეების პროვოცირება, რათა ხალხს მათ არყოფნაში სახელმწიფო დაწესებულებები დაეკავებინათ, მაგრამ ოპოზიცია ამ ქამანდზე არ წამოეგო. რათქმაუნდა ისტორია იცნობს მაგალითებს, როცა მსგავსი კაზუსები შეთქმულთა გამარჯვებით ზოგჯერ კი, დიდი სისხლისღვრით გვირგვინდებოდა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არავის მოსვლია აზრად ხელისუფლება დამხობილად, ხოლო პრეზიდენტი პერსონა ნონ-გრატად გამოეცხადებინა. ასე რომ მახემ, თუ იგი სააკაშვილის პოლიციაში „დააპროექტეს" არ იმუშავა.

თუმცა დაპირისპირებაში კოსპიროლოგიური ვარიანტი არ იხსნება. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია პროტესტის გამოხატვას მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით განაგრძობს თბილისურ ყოველკვირეულ გამოცემაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციამ ერთმანეთსი სავარძლები უკვე გადაინაწილა. „ჯორჯიან თაიმსის" ინფორნმაციის მიხედვით ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს ყოფილი ელჩი გაერო-ში, ირაკლი ალასანია გახდება, პარლამენტის თავმჯდომარე კი „რესპუბლიკელების" ლიდერი დავით უსუფაშვილი, ხოლო პრემიერ-მინისტრი „ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე იქნება. რაც შეეხება პარლამენტის ყოფილ სპიკერს ახლა კი „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს ინფორმაციის მიხედვით საგარეო საქმეთა მინისტრის სავარძელი ერგო. იუსტიციის მინისტრის პოსტს „კონსერვატორი" კახა კუკავა დაიკავებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი „ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი იქნება, თბილისის მერი „გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გახდება.

რატომ და რისთვის გაწერა თბილისურმა ყოველკვირეულმა გაზეთმა, ჯერ არ მოკლული დათვის ტყავის განაწილება გაუგებარია, მაგრამ სავსებით ესადაგება „შეთქმულების თეორიას". თუ, ოპოზიციონერებმა უკვე გაწერეს მთელი სახელისუფლო იერარქია, რა დემოკრატიულ პრინციპებზე შეიძლება მათი მხრიდან ლაპარაკი? პუბლიკაციის მიზანი გასაგებია - დასავლეთს არ შეუძლია ხელისუფლების ასეთ უზურპაციას დაეთანხმოს. ოპოზიციის ლიდერებმა იჩქარეს იმის განცხადება, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მორიგი „მახეა". „მათ ჯერ დათვი არ მოუკლავთ და ასეთ მომენტში მისი ტყავის გაყოფა არასერიოზულია. მას შემდეგ რაც სააკაშვილი წავა და ის აუცილებლად წავა, კონსტიტუციაში არსად არ წერია, რომ ჩვენ პარლამენტიც უნდა დავითხოვოთ. გარდამავალ პერიოდში მთავრობის დათხოვნაც არ შეიძლება. ასე რომ ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებენ. ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე მორიგი „მახეა" და ძალოვანი სტრუქტურებიდან მომდინარეობს იმ მიზნით, რათა კიდევ ერთხელ დასცინონ ოპოზიციას" - არწმუნებს საზოგადოებას პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი.

მართლაც, საქართველოში ხელისუფელბის უზურპაციას არავინ აპირებს. საქართველოში ოპოზიციის პროტესტი ორიენტირებული არა იმდენად ქვეყნის მოსახლეობაზე, რამდენადაც გარეშე დამკვირვებლებზე. ასე რომ ვიღაცას ამაოდ სურს მმართველი ქართული „ვერხუშკის" შეშინება მოსალოდნელი რევოლუციით. ამის ნაცვლად თბილისში საკარნავალო აქციია „საქართველო - ციხეა" გრძელდება. საქართველოს დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ავტომობილებით ჩამოსულ ხალხს ოპოზიციის ლიდერები რკინა-თოკის საკნების ქალაქში ათავსებენ. ხელისუფლება ელოდა, რომ ზოოპარკის თამაში მოსახლეობას მობეზრდებოდა.

თუმცა აქამდე ეს არ მომხდარა და ვიღაცა მრავალათასიან ხალხის ბრბოში ავრცელებს ჭორს, რომ ხელისუფლებამ თბილისის ეროვნული ბანკიდან სავალუტო რეზერვების გატანა დაიწყო ქუთაისში. ქართული გაზეთის „ვერსია" ინფორმაციით თითქოს, 21 აპრილს, საღამოს ბათუმის პორტიდან 2 გემი ზღვაში გავიდა და მათ კონსტიტუციური უსაფრთხოების, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები და საქართველოს მთავრობის რამდენიმე წევრი აცილებდა. თითქოს ადგილობრივმა მოსახლეობამ შენიშნა, რომ საღამოობით ამ გემებზე რაღაც ყუთებს და კონტეინერებს ტვირთავდნენ. გაზეთის მონაცემებით ბათუმში ჩატანილ ყუთებსა და კონტეინერებში სააკაშვილის ოჯახის ქონება იყო.

რა არის ეს, თუ არა მორიგი საგაზეთო „მახე"? მაგრამ ვიღაცას ხომ ეს დასჭირდა. ისმის კითხვა - ვის? პასუხი არ დააგვიანეს. ამჯერად თავის ვერსია „ახალი მემარჯვენეების" ხელმძღვანელმა და ოპოზიციური მოძრაობა „ალიანსი საქართველოსათვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ გაავრცელა: „ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თბილისიდან ეროვნული ბანკის საცავებიდან ქუთაისში ფულის გატანა დაიწყეს. არ ვიცი რასთანაა ეს დაკავშირებული, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა ახსნას რა ხდება. თუ მათ ქვეყნიდან გაქცევა და ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვის თან წაღება უნდათ, ეს არ გამოუვათ, ინტერპოლის მეშვეობით ჩვენ ყველაფერს ვიპოვით და საქართველოში დავაბრუნებთ" - ალბათ ეს განცხადება „ახალი მემარჯვენეები" ლიდერს სატრაბახოდ არ გაუკეთებია, მაგრამ ასეთი სიტყვები ასანთებით თამაშს ჰგავს, ნავთით მოვაჭრის დახლში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100