RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ნატო-ს სწავლება საქართველოში. ორკესტრის რეპეტიცია

05.05.2009  |  14:58

1978 წელს იტალიური კინოს გენიის ფედერიკო ფელინის მიერ გადაღებული ფილმი „ორკესტრის რეპეტიცია" მაყურებლებში. გასნსაკუთრებული წარმატებით არ სარგებლობდა. რეჟისორმა ამჯერად ფილოსოფიური იგავი შექმნა, თუ რა შეიძლება დაემართოს კოლექტივს (საზოგადოებას) თუ იქ ჰარმონია არ არის.

ფილმის სიუჟეტი საკომაოდ მარტივია. იწყება რეპეტიცია, რომლის დროსაც დირიჟორსა და მუსიკოსებს შორის, კონფლიქტი იწყება. დროდადრო ნეგატიური ემოციების წარმოქმნისას ყრუ დარტყმები ისმის, რომლისგანაც შენობის კედლები ზანზარებს. ამ ყოველივეს ამჩნევენ, მაგრამ ცდილობენ ყურადღება არ მიაქციონ. შესვენებისასა დირიჟორი ინტერვიუს იძლევა, რომელიც წყდება, რადგან შუქი ქვრება. დირიჟორი რეპიტიციის გასაგრძელებლად მიემართება და ხედავს, რომ ორკესტრმა ქაოსი შექმნა შენობაში და ანტი-დირიჟორული რევოლუცია მოაწყო. მუსიკოსების ნაწილი, დირიჟორის ნაცვლად მეტრონომს დებენ, მეორე ნაწილს არ სურს ვინმეს დაემორჩილოს და მეტრონომს აგდებს, ზოგიერთები გაკვირვებულნი უყურებენ მომხდარს, ზოგიერთები როიალის ქვეშ სექსით არის დაკავებული, ვიღაცეები რადიოში ფეხბურთის ტრანსლიაციას უსმენენ, ხოლო ნეტარი არფის დამკვრელი ინტერვიუს იძლევა. შენობაში გამუდმებით ცვივა ბათქაში, მაგრამ როგორც რეპეტიციის პირველ ნაწილშიც, ეხლაც არავინ აქცევს ყურადღებას. შედეგად კედლებზე ბზარები ჩნდება და თუჯის ბურთი ვარდება შენობის დასანგრევად. კედლის ნამსხვრევებს არფის დამკვრელს ხვდება და იგი შენობიდან გაჰყავთ. ყველაფერი აღრეულია, რითაც დირიჟორი სარგებლობს. იგი რეპეტიციის გაგრძელებას სთავაზობს. საკმაოდ წარმატებული მუსიკალური ნაწარმოების შემდეგ დირიჟორი ისევ შემაძრწუნებელ გამოსვლას იწყებს მუსიკოსების დაკვრასთან დაკავშირებით, თუმცა ამჯერად მუსიკოსები მას უსმენენ. ფილმი დირიჟორის ფრაზით მთავრდება: „ყველაფერი თავიდან დავიწყოთ!".

ხომ არ გეჩვენებათ რომ ფელინის ეს კინო-იგავი საქართველოს სიტუაციას მოგვაგონებს, სადაც ოპოზიცია პრეზიდენტის (დირიჟორის) მთელი რიგი შიდაპოლიტიკური ზომების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს და არ ესმის, რომ „ორკესტრის რეპეტიცია" გაიწელა და მუსიკოსებს (ოპოზიციას) შეუძლია ერთ მშვენიერ მომენტში ქართული სახელმწიფოებრიობის ნანგრევებთან აღმოჩნდეს. მისწრაფებამ, რადაც არ უნდა დაჯდეს თავის ფრთებ ქვეშ დაიბრუნონ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, შეიძლება შემდეგომში საქართველოს დაშლა გამოიწვიოს, რომელშიც პოლიტიკური კრიზისს ღრმა ეკონომიკური დეპრესიაც ემატება.

ამ პირობებში კიდევ ერთი „ორკესტრის რეპეტიციის" ჩატარება ნატომ გადაწყვიტა, ოღონდ ამჯერად ორი ათეული ქვეყნის მოზიდვით, რომელთა სამხედრო მოსამსახურეები ეგრეთ წოდებული „სამშვიდობო ოპერაციის" დამუშავებაში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიაზე .

2009 წლის 6 მაისადან 1 ივნისამდე საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ახლოს ჩატარდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სწავლება „Cooperative Longbow/Lancer-09". მოსალოდნელია, რომ დაგეგმილ სწალებაში 1.3 ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, ნატო-ს წევრი ქვეყნების და ნატოს პატრნიორი ქვეყნებიდან. სწავლებას უხელმძღვანელებს ესპანელი გენერალ-ლეიტენანტი გაეტანო მირო ვალსი.

სწავლება ორ ეტაპად „ვაზიანის" სახმედრო ბაზაზე ჩატარდება, რომელიც თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. პირველი „Cooperative Longbow" ჩარჩოებში 19 ქვეყნის შტაბის ოფიცრები შეიმუშავებენ ოპერატიულ ურთიერთქმედებების საკითხებს სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებისას. სცენარის მიხედვით ეს იქნება გაერო-ს მიერ სანქცირებული ოპერაცია, გამოგონილ ქვეყანაში მსხვილმაშტაბიანი კრიზისის დასაძლევად, მასში წესრიგს ნატო-ს მიერ შექმნილი საერთაშორისო ბრიგადა დაამყარებს. სწავლება კომპიუტერულ მოდელებზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას 650 ადამიანი მიიღებს. მეორე ეტაპის ფარგლებში - „Cooperative Lancer" ჩატარდება ბატალიონის წევრებთნა: ჯარისკაცები და ოფიცრები საველე პირობებში სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციების სცენარებს შეიმუშავებენ. საერთო ჯამში ამ ეტაპზე 450 ჯარისკაცი და ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას.

თითქოს ამ საომარი თამაშების მასშტაბები არც ისე დიდია, თუმცა „Cooperative Longbow/Lancer" დაწყებამდე მოსკოვმა არაერთხელ მოითხოვა მათი გადადება და აღნიშნა, რომ ნატო-სთან სამომავლო ურთიერთობა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, ჩატარდება თუ არა სწავლება. ნატოსა და მისი პარტნიორების „ორკესტრის რეპეტიცია" ხომ იმ ქვეყანაში ტარდება, რომლის პოლიტიკურმა ხელმძრვანელობამაც საქართველო საომარ ავანტიურაში ჩაითრია, რომელიც მთელი რეგიონის მშვიდობას დაემუქრა. ამ მანევრებით ნატო ფაქტიურად დემონსტრატიულად აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერაზე, რომლის ადგილიც გააგის საერთაშორისო ტრიბუნალის სკამზეა. მითუმეტეს, რომ ეს ყველაფერი იმ დროს ხდება, როცა სააკაშვილის პრო-დასავლური პროექტი ნატო-ში შესვლის, ღია საზოგადოების შექმნის, კორუფციასთან ბრძოლის და ეკონომიკის რეფორმირების ჩათვლით, ნაკერებზე ირღვევა, ხოლო ოპოზიცია პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვს. ნატო-ს რომ შეეცვალა გადაწყვეტილება სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებამ პოლიტიკური არასტაბილურობა დათესა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის რეგიონში, შესაძლოა პრეზიდენტი სააკაშვილის დღეები დათვლილი ყოფილიყო. იმიტომ რომ დასავლეთის განაწყენების შიშით, რევოლუციურ სცენარს ოპოზიცია ვერაფრით ვერ გამოიყენებს, ხოლო სააკაშვილის სხვანაირად ჩამოგდება შეუძლებელია.

ამგვარად ოპოზიცია მხოლოდ დასავლეთის ნიშანს ელოდება. იქ კი როგორც ჩანს ისევ სააკაშვილზე დებენ ფსონს. სხვაგვარად რთულად ასახსნელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სიჯიუტე, ჩაატაროს „ორკესტრის რეპეტიცია" შენობაში, რომლის კედლებიც სოციალური პროტესტის ბზარებით დაიფარა.

და ბოლოს იქნებ ის დაჟინება, რომლითაც ნატო-ს ხელმძღვანელობა საქართველოში მანევრირების ჩატარებას იჩემებს, აიხსნება სურვილით რაც არ უნდა იყოს შეინარჩუნონ გაბანკროტებული თბილისური სატელიტის რეჟიმი და „სამშვიდობო ოპერაციის" დახვეწა სინამდვილეში სწორედ ამ ამიერკავკასიის სახელმწიფოს შიდა საქმეებში ინტერნაციონალური ჩარევის რეპეტიციაა, სახალხო აჯანყება უნებურად, რომ არ დაიწყოს?

 

ივან ტულიაკოვი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100