მთავარი | ანალიტიკა | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- ღვთის წყალობით ”ხუდონი ჰესის” წინააღმდეგ 23.05.2013 13:32 საქართველო ელოდება ექსპერტების გადაწყვეტილებას, რათა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ენგურის მდინარეზე ჰესის მასშტაბური პროექტის რეალიზაცია დაიწყოს. ამავე დროს, მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ - სოფელ ხაიშის მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში ხატზე იფიცება, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვებს.
- გიორგი მარგველაშვილი: წესიერი პრეზიდენტი სადისტის ნაცვლად 23.05.2013 13:31 სულ ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილის სახელს თითქმის არავინ ახსენებდა. ახლა კი მასზე, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე, მთელი ქვეყანა ლაპარაკობს. ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და როგორ მოხდა, რომ სწორედ იგი გახდა ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი?
- ქართული ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე 13.05.2013 11:06 საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ ქვეყნის ბევრ მოქალაქას ეიფორია მოჰგვარა. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ მალე პოზიტიური ცვლილებები მოხდება. ყველა დარწმუნებული იყო, დიდი ”ქართული ოცნებიდან” მასაც რამე ერგებოდა. და ეს იმედი არა მხოლოდ საქართველოში მაცხოვრებლებს გაუჩნდათ.
- სიმართლე ქართული ღვინის შესახებ 13.05.2013 11:04 ვის შეუძლია მოგვითხროს ქართული სუფრის ტრადიცებსა და ქართულ ღვინოზე, თუ არა ისტორიისა და მართლმადიდებლური სადღეგრძელოების წარმოშობის მცოდნე ჭეშმარიტ თამადას? სოლომონ (ბიჭი) თეზელიშვილი გახლავთ არა მხოლოდ პროფესიონალი თამადა, არამედ უამრავი წიგნის ავტორი - ქართული სუფრის კულტურის, ყოფის, სხვადასხვა საუკუნეების ფილოსოფიისა და მითოლოგიის შესახებ. ასევე გამოცემული აქვს იურისპრუდენციის დამხმარე სახელმძღვანელობი და ესთეთიკის უნიკალური ენციკლოპედიები. სწორედ მან უამბო GeorgiaTimes-ს ჭეშმარიტება ქართული ღვინის შესახებ.
- სააკაშვილს ანგარიში წარუდგინეს 25.04.2013 19:03 სად ხარჯავდა სახელმწიფო თანხებს მიხეილ სააკაშვილი? საჩუქრები მეგობრებს, დასვენება ძვირადღირებულ კურორტებზე, თავისი შვილის სწავლის გადასახადი. ეს ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. ბოლო დრომდე ამ დოკუმენტებს ედო გრიფი „საიდუმლო“. რამდენი უჯდებოდა გადამხდელებს მიხეილ სააკაშვილის შეფ–მზარეული და როგორ იმოქმედებს ეს ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯზე?
- მამრაძე – საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის მითვისების საფრთხე საკმაოდ რეალურია 25.04.2013 19:02 შედის თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებში კერძო სექტორის მითვისება? ექსპერტების აზრით, ასეთი საფრთხე საკმაოდ რეალურია. პრესაში დროდადრო ხვდება ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო მოხელეების ფარული შეხვედრების შესახებ. შეძლებს თუ არა ივანიშვილი დანაპირების შესრულებას და ქართულ ბიზნესს სახელმწიფო კონტროლისგან გაათავისუფლებს? თუ წინა ხელისუფლების ტრადიციას გააგრძელებს?
- 40 წელი - სიცოცხლე დასრულდა? 18.04.2013 12:41 თუკი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოზე წარმოდგენა აქვს, ჰკითხვათ, თუ რითი გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, ყველაზე ხშირი პასუხი იქნება, რომ კადრების ახალგაზრდა ასაკით. მართლაც, სააკაშვილის მმართველობის წლები გამოუცდელი ჩინოსნების გამოჩენით იყო გამორჩეული. ყველა მათგანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მინისტრის სავარძელში პირდაპირ პრესტიჟული დასავლური უნივერსიტეტიდან დასკუპებულიყო. პრეზიდენტის თქმით, მთავრობას ”ახალი სისხლი” სჭირდებოდა. შემდეგ ყველაფერი მარტივად ხდებოდა: ახლები იწვევდნენ ”თავისიანებს”, რომლებიც, უმეტესად, მათი ნათესავები იყვნენ. ასე ეწყობოდა ჯაჭვი
- სააკაშვილს ადეკვატურობაზე შეამოწმებენ 18.04.2013 12:39 აღიარა თუ არა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო? ზოგიერთმა ანალიტიკოსმა პრემიერის სიტყვები იმის თაობაზე რომ ხლისუფლების მოქმედებები ჯერ კიდევ რუსეთის მიერ საზღვრის გადმოკვეთამდე არაადექვატური იყო, აღიარებად ჩათვალა. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის მოვლენებს დეტალურად გამოიძიებენ. შესაძლოა თუ არა პასუხისგებაში პრეზიდენტი სააკაშვილი მიეცეს?
- სააკაშვილმა საქართველო ღვინის გარეშე დატოვა? 15.04.2013 17:55 საქართველოს ხსნებაზე, თუ ყველას არა, ყოველ მეორეს მაინც მაშინვე ღვინო და ვაზი ახსენდება. ყურძნის მოყვანის და ღვინის დამზადების ტექნოლოგია აქ იმდენად ძველია, რომ ვერავინ დანანმდვილებით ვერ ამბობს, ზუსტად როდის ჩაისახა. ქართულ კულტურაში სახალხო პოეზიის შედევრები არსებობს, რომელშიც ვაზს უმღერიან და მის მოვლას საყვარელი ბავშვის აღზრდას ადრიან. სოფლებში ადამიანი, რომელსაც მოვლილი ვაზი ჰქონდა, განსაკუთრებული პატივისხემით სარგებლობდა. ასე იყო ყოველთვის. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში ვენახების ტერიტორიები მკვეთრად შემცირდა - 156 ათასიდან - 69 ათას ჰექტრამდე.
- საქართველოში პენსიონერთა მდგომარეობა არასახრბიელოა 09.04.2013 12:09 პირველი აპრილიდან საქართველოში პენსია გაიზარდა. შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლამდე პენსიონრები, რომლებიც აქამდე 110 ლარს იღებდნენ, აპრილის თვიდან 125 ლარს მიიღებენ. ამავე ნიშნულს გაუტოლდება პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსიაც. ეს პენსიის ეტაპობრივი მომატების პროგრამის ნაწილია, რომელიც ახალმა მთავრობამ დააწესა. როგორია რეალობა და როგორ ცხოვრობენ პენსიონრები საქართველოში?
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
პარტიული სიებით ცხინვალში ყველა კმაყოფილი არ არის.
05.05.2009 | 23:49სამხრეთ ოსეთის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, იმ პარტიათა დეპუტატების კანდიდატების საბოლოო სია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2009 წლის 31 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. ორი ოპოზიციური პარტიის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება.
სამხრეთ ოსეთის ოთხი პარტიიდან, ორის პირველი სამეული კითხვებს არ ბადებს. რესპუბლიკური პარტიის "ედინსტვა"-ს სიას სათავეში მისი თავმჯდომარე ზურაბ კოკოევი უდგას, მას მოსდევს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის ხელმძღვანელი მირა ცხოვრებოვა. სიით მესამე პროფესიონალი სამხედრო, მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი ინალ ბაზაევი. კომუნისტების სამეულს არჩევნებზე წარმოადგენს: თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევი, სამხრეთ ოსეთის მთავარი არქივის სამმართველოს უფროსის მოადგილე სერგეი ლიპინი და გიორგი სანაკოევი - ახლანდელი პარლამენტის სპიკერის მრჩეველი.
სხვა ორი ოპოზიციური პარტია კი, არჩევნებზე სკანდალით მიდის. სახალხო პარტიის სიის სათავეში, ახალი თავმჯდომარე კაზიმირ პლიევია, დეპუტატი გენადი ჩოჩიევი და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თანამშრომელი სერგეი ხარებოვი. ამ დროს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე როლანდ ქელეხსოვი ცდილობს არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაიცვას, საკუთარი პარტიის სიით.
ცოტა უფრო ადრე სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტრომ დაარეგისტრირა "ნაროდნაია პარტია" პლიევის ხელმძღვანელობით, რომელიც ყრილობაზე წინა თავმჯდომარის გარეშე იქნა არჩეული. როგორც საინფორმაციო სააგენტო Regnum-ი გვატყობინებს, უმაღლესმა სასამართლომ უარი თქვა ქელეხსოვის საჩივრის მიღებაზე ცენტრალური საარჩევნო კომიისიისა და იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ, მიზეზად მოსარჩელის არ ყოფნა დასახელდა. პოლიტიკოსი ჩრდილოეთ ოსეთში იმყოფება და მისი სიტყვებით ის ცხინვალში დაბრუნებას მისი მისამართით გაჟღერებული მუქარის გამო ვერ ახერხებს. ქელეხსაევი აპირებს "რუსეთის სასამართლოებში უჩივლოს იმ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც უკანონობას სჩადიან სამხრეთ ოსეთში". "ეს ჩვენი უფლებაა, ვინაიდან სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის გარდა, სუყველა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც არის და ნებისმიერმა რუსეთის მოქალაქემ, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს".- განაცხადა მან და დაამატა, რომ თუ საჭირო გახდება სტრასბურგის სასამართლოშიც იჩივლებს.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალისტური პარტია "ფრიდიბასტა"-სთან დაკავშირებითაც კაზუსი მოხდა. პარტიის პირველ ნომრად არა პარტიის თვამჯდომარე ვიაჩესლავ გაბოზოვია, არამედ მისი ძმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სტანისლავ გაბოზოვი. მეორე და მესამე სიაში, უმუშევარი ალან ტეხოევი და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საადვოკატო პალატის პრეზიდენტი ანატოლი ხუგაევია. სიაში სულ 10 ადამიანია - როგორც ჩანს 34 კაციან პარლამენტში, მეტი წარმომადგენლის ყოლის იმედი პარტიად არ აქვს.
"ფრიდიბასტა"-ს ლიდერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაზე უარი უთხრეს, ერთ ადგილზე ცხოვრების ცენზის გამო. თავად ვიაჩესლავ გაბოზოვი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ თვლის, ვინაიდან მას აქვს მუდმივი ჩაწერა რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2000 წლიდან, თუმცა შ.ს.ს-მ საარჩევნო კომისიას მისი ჩაწერის ცნობა მხოლოდ 2005 წლიდან მიაწოდა. გაბოზოვი აცხადებს, რომ სახალხო პარტიასთან სკანდალის შემდეგ, "ფრიდიბასტა" ერთადერთი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა, რომელიც რესპუბლიკაში კარდინალური ცვლილებების მომხრეა. შეგახსენებთ, რომ მოქმედი პარლამენტის მოწვევის არჩევნებზე, პარტია არ დაუშვეს. "ახლა ალბათ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებიდან მთელი პარტიის მეორედ მოხსნა დიდ სკანდალს გამოიწვევს. ამიტომაც გადაწყვიტეს მაქსიმალურად დაასუსტონ პარტია და მისი ლიდერის კანდიდატურა მოხსნეს".- განუმარტა პოლიტიკოსმა საინფორმაციო სააგენტო Regnum-ს. მისი სიტყვები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ქმდებები ადვილი გამოსაცნობი იყო, ამიტომაც მეორე ნომრად პარტიის სიაში სტანისლავ გაბოზოვი ჩაწერეს, ამომრჩევლებისათვის ისევე მნიშვნელოვანი გვარით და ხელისუფლებისათვის უნაკლო რეპუტაციით.
ამასობაში რუსულმა გაზეთმა "კომერსანტი" სამხრეთ ოსეთის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ვიაჩესლავ გაბოზოვს პრობლემები იმის გამო შეექმნა, რომ მან უარი განაცხადა სიაში პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის კანდიდატურები ჩაერთო. სოციალისტური პარტიის ლიდერმა კატეგორიულად უარყო ეს ვერსია:"არანაირი მოლაპარაკება რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. თანაც მე არასოდეს არ მიმიცია იმის საბაბი, რომ მათ კონსტრუქციული ოპოზიცია, "ჯიბის" ოპოზიციად ჩაეთვალათ". "ფრიდიბასტა"-ს მთავარი თეზისები გაბოზოვმა, კონკურენთებთან ერთად გამართულ ამსწინანდელ პრეს-კონფერენციაზე დაასახელა, წინა საარჩევნო რბოლისას. მისი სიტყვებით, ახალმა პარლამენტმა უნდა იბრძოლოს უფლებამოსილებების სახელისუფლებო სამ შტოზე გადანაწილებისათვის, საკანონმდებლო ხელისუფლების გაძლიერების ხარჯზე.
თავის მხრივ "ედინსტვა"-ს ლიდერმა ზურაბ კოკოევმა განაცხადა, რომ მთელი გასული წლების განმავლობაში სახელისუფლებო პარტიის მთავარი ამოცანა, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად ცნობის მიღწევა იყო. "ახლა ჩვენმა რესპუბლიკამ უნდა გააგრძელოს საკუთარი მომავლის შენება და გაამყაროს საკუთარი სახელმწიფოებრიობა და აქ ხედავს ჩვენი პარტია თავის მეორე ამოცანას, სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება და ხალხისთვის დხმარების გაწევა".- განაცხადა მან. კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევს, ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანო ხალხის ინტერესებს გამოხატავდეს. "პარლამენტი არ უნდა გახდეს სხვადასხვა ჯურის ავნტიურისტების თავშესაფარი. პარლამენტი უნდა გახდეს არა მარტო საკანონმდებლო არამედ წარმომადგენლობითი ხელისუფლებაც, ახლად არჩეულმა პარლამენტმა უნდა დაიბრუნოს ხალხიოს ნდობა",- განუცხადა კოჩიევმა ჟურნალისტებს. სახალხო პარტიის ლიდერი კაზიმიერ პლიევი, მოკლე განცხადებით შემოიფარგლა:"მთავარია ხალხთან იყო. დანარჩენს დრო გვიჩვენებს". საკუთარი პოლიტიკური პარტიის პროგრამის გამოქვეყნება მან ხახლს უახლოეს მომავალში აღუთქვა.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info