RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საუკეთესო რეფორმების სამინისტრო სააკაშვილის რეჟიმის დასაცავად

06.05.2009  |  09:33

2613.jpegსაზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანაში, რომელიც ამ წელს საქართველო გახდა, ყველაზე უკეთესად პოლიცია არის განვითარებული. ეს გასაგებიცაა: ძალოვნებზე დაყრდნობის გარეშე ხელისუფლება ოპოზიციას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

6 მაისს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, ღვთისმსახურების შემდეგ, ქართული ოპოზიცია აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პიკეტირების დაწყებას. ამის შესახებ მიტინგზე განაცხადა მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ. გზების გადაკეტვასთან ერთად, შსს-ს პიკეტირებამ უნდა მოახდინოს პოლიციის პროვოცირება, რაც მომიტინგეთა მიზანს, სააკაშვილის გადადგომას, დააჩქარებს.

შეიძლება განვიხილოთ პოლიციასთან წინააღმდეგობა როგორც პროტესტის „მშვიდობიანი ფორმა"? ალბათ კი, იმ მომენტამდე, სანამ რომელიმე მომიტინგე გზას არ გადაუჭრის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს, რაც შეიძლება შეფასდეს როგორც ხულიგნობა. შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის და მისი უწყების სიმშვიდემ თითქმის ერთ თვეს გასტანა. მართალია პატარ-პატარა ინციდენტები კი მოხდა მოძრაობის „რატომ" აქციის დაშლისას, მაგრამ სროლამდე და ცრემლსადენ გაზამდე საქმე არ მისულა.

2007 წლის ნოემბრის შემდეგ პოლიციამ „ნეიტრალიტეტის" შენარჩუნება ისწავლა. ხოლო თუკი გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებამ უხეში, შეიძლება ითქვას სასტიკიც კი, ხერხების გამოყენებით მოახერხა პოლიციებში კორუფციის აღმოფხვრა, გასაგებიც ხდება, თუ რატომ თვლიან უკანასკნელ წლებში ჩატარებულ რეფორმებს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსას ყველაზე ეფექტურად. რადიო „კომერსანტის" მიერ გამოკითხულთა უმრავლესობას (თითქმის 45 პროცენტს) მიაჩნია, რომ ხელისუფლების არც ერთ რეფორმას შედეგი არ ჰქონია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. გამოკითხულთა მხოლოდ 0,3% თვლის, რომ იქ დადებითი ცვლილებები მოხდა. სასამართლო რეფორმა დადებითად რესპოდენტთა მხოლოდ 0,7%-მა შეაფასა. ოდნავ უკეთესია ქართველთა დამოკიდებულება თავდაცვის და განათლების სამინისტროებში ჩატარებული რეფორმებისადმი, ასევე ეკონომიკაში მომხდარ ცვლილებებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ცვლილებებს კონკურენცია ვერაფერმა გაუწია - მათ 37%-მა მისცა ხმა.

ჯერ კიდევ 2004 წელს გამოუცხადა საქართველომ ომი „ღიპიან პოლიციელებს", როგორც უწოდა ქრთამებით გამდიდრებულ ძალოვნებს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ. სახელმწიფო ავტოინსპექციის თითქმის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს, თავად უწყებაში რეფორმები გატარდა. გზებზე და ქალაქში წესრიგის დასაცავად შეიქმნა ამერიკული ტიპის ერთიანი საპატრულო პოლიცია. აქ სამუშაოდ აიყვანეს ახალგაზრდა ხალხი კარგი ფიზიკური მომზადებით და განათლების საკმარისი დონით (საპატრულო პოლიციაში სამუშაოდ საჭიროა უცხო ენის ცოდნა). შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე. ახალბედების ეკიპირება ხდება უახლესი მანქანებით, რაციებით და თანამედროვე სპეც-აღჭურვილობით. მათ ასწავლიან როგორც წესრიგის დაცვას, ისე ხალხის გადარჩენას განსაკუთრებულ სიტუაციებში. პატრულის თანამშრომლებს მშობიარობის მიღებაც შეუძლიათ. მათ მოვალეობაში ავომობილის მძღოლებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევაც შედის. ქართული საზომებით მაღალმა ხელფასმა და პრესტიჟული სამსახურის დაკარგვის შიშმა აღმოფხვრა საქართველოს გზებზე ქრთამის აღება.

კრიმინალურ პოლიციაში ყველას გაგდება შეუძლებელი იყო- სტაჟიანი პროფესიონალი გამომძიებლები შეუცვლელები არიან. ამიტომაც ახლაც შიგადაშიგ მოსახლეობისთვის ცნობილი ხდება ჩვენებების და ფულის გამოძალვების შესახებ. მაგრამ ქართველმა გამომძიებლებმა კრიმინალის მფარველობა შეწყვიტეს - ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა „კანონიერ ქურდებს" და ბიზნესმენებს საეჭვო წარსულით, განსაკუთრებით მათ, ვინც სააკაშვილის რეჟიმით უკმაყოფილებას გამოთქვამდა. პოლიციის რეფორმა ეუთოს მისიის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ის ეხმარებოდა პროგრამა STAP-ის გატარებას, რომელიც ხელს უწყობდა პოლიციელების მომზადების გაუმჯობესებას და მართვის სისტემის გაძლიერებას.საქართველოს პოლიციური სისტემის ცვლილებებს არანაკლები მხარდაჭერა გაუწია ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ქვეყნის ხელისუფლება ამისთვის საკმაო თანხებს გამოყოფდა, ხოლო ამერიკელი ინსტრუქტორები გაკვეთილებს უტარებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

ასევე „გაიწმინდა" პროკურატურის, ადვოკატურის, სასამართლო ინსტანციების, პენიტენციალური სისტემის და საბაჟოს რიგები. ეს ყველაფერი საკმაოდ ორგვარ რეაქციებს იწვევდა ხალხში, რადგანაც ბევრი უსაფუძვლოდ გამოასალმეს სამსახურს და თავისუფლებასაც კი. ისინი აღმოჩნდნენ მსხვერპლნი პრინციპისა: უმჯობესია უდანაშაულო ჩასვა, ვიდრე დამნაშავე გაამართლო. „ყველას იჭერენ, ვისაც არ ეზარებათ!"- გამოთქვამდა თავის აზრს ინტერნეტ-ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე. „ჩემი საქართველოს საბაჟოზე ყოფნისას დაახლოებით 50 ადამიანი დააპატიმრეს, აქედან 10 მებაჟე იყო, ხოლო 3 ჩემი ნაცნობი.

ყველა აიყვანეს ვინც იქ იყო იმ მომენტში! მათ აიძულებდნენ, რომ მებაჟეების წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება ქრთამის აღების შესახებ! კიდევ ერთი ჩემი მეგობრის (დიპლომატის) დის ქმარი დააკავეს. ისიც საბაჟოზე მუშაობდა. ასევე ფალსიფიცირებული ჩვენებები და 2 წლით ჩასვეს. მოკლედ, იქ რაღაც კოშმარი ხდება,- აგრძელებს პოლიტიკისგან შორს მყოფი ქართველი.- ერთადერთი რაც კარგია, ის არის, რომ პოლიციელები რეიდის დროს ფულს არ იღებენ. რომც მისცე მაინც. ალბათ შიშის ბრალია".

საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში კორუფციის აღმოფხვრამ წარმატებით ჩაიარა. პოლიცილების მოსყიდვა უკვე შეუძლებელია. სამაგიეროდ ხელისუფლებამ, თავისი ერთგული ძალოვანი სტრუქტურების ხარჯზე, გააძლიერა სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა. განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებენ ფალსიფიცირებულ ვიდეოჩანაწერებს და შეთითხნილ საქმეებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100