RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილი გენერლებთან ომობს

06.05.2009  |  14:18

2619.jpegმუხროვანის აჯანყება ჩახშობილი კი არა, შეწყვეტილია. საქართველოს პრეზიდენტმა მოახერხა, დაეყოლიებინა სამხედრო მოსამსახურეები იარაღი ჩაებარებინათ. ინციდენტის მოთავედ გენერალი კობა კობალაძე დასახელდა. სააკაშვილმა განაცხადა,რომ არეულობების ორგანიზების უკან, რუსეთი დგას და დემაგოგიურად მუწოდა რუსეთის ხელისუფლებას თავი შეიკავონ "ყოველგვარი პროვოკაციების მოწყობისგან". მოვლენებს კომენტარ უკეტებენ გოჩა ძასოხოვი და გია მელითაური.

საქართველოს შ.ს.ს-ს ვერსიის თანახმად აჯანყებულთა გეგმაში შედიოდა როგორც მინიმუმი - ნატოს სწავლებების ჩაშლა საქართველოში და როგორც მაქსუიმუმი - ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების ორგანიზება. ხელისუფლება მაუწყებლობს საკუთარ გამარჯვებაზე და ლოზუნგებს არ იშურებს. "ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დემოკრატიის დასაცავად". - მიხეილ სააკაშვილის ციტირებას ახდენს რადიო "კომერსანტი".

ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერლების და ოფიცრების კლუბი"-ის ლიდერების დაპატიმრებების ტალღას წინასწარმეტყველებენ. ამ კლუბის ხელმძღვანელი კობა კობალაძე უკვე დაპატიმრებულია. მისი დაპატიმრების ტრანსლიაცია, საქართველოს ტელევიზიებმა მოახდინეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია" გადმოსცემს, კობალაძე მის სახლთან ახლოს დააპატიმრეს, როდესაც ტელეკომპანია "იმედის" გადამღები ჯგუფი მასთან ინტერვიუს ჩაწერას აპიორებდა. კობალაძემ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო ჟურნალისტებისთვის, რომ ყველაფერი ეს - აბსურდის თეატრია. სავარაუდოა, რომ დაპატიმრებული იქნებიან სხვა კლუბის წევრებიც, რომელთა სახელებიც გაჟღერდა შ.ს,ს-ს "მამხილებელ" ვოდეო ჩანაწერი, აჯანყების მომზადებასთან დაკავშირებით. საუბარია, ძირითადად თავდაცვის ყოფილ მინისტრებზე დავით თევზაძეზე და გია ყარყარაშვილზეა.

უკანასკნელმა სასწრაფო წესით ჩაატარა პრეს-კონფერენცია. ყარყარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შ.ს.ს-ს წარმომადგენლები ცდილობდენენ ის საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინათ და გადაებირებინათ. მან იმის პირიბაც კი დადო, რომ წარმოადგენს შესაბამის ვიდეო მასალას. " ჩვენ სიცრუის ეპოქაში ვცხოვრობთ, მხოლოდ თავზეხელაღებული ადამიანებია აკეთებენ იმას, რაც სურთ. პირდაპირ აქედან მე მივდივარ შინაგან საქმეთა სამინისტროში და თუ კი ისინი კაცები არიან, სცადონ და დამაკავონ მე", - ყარყარაშვილის ციტირებას ახდენს რადიო "კომერსანტი".

სინამდვილეში რა მოხდა მუხროვანის სმხედრო ბაზაზე, უცნობია. საინფორმაციო გამოშვებები აჭრელებულია ვერსიებითა და მოსაზრებებით. მაგალითად, Day.Az-ის შეტყობინებით, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ რუსეთს, მუხროვანის აჯანყებასთან კავშირი არ აქვს. "დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ არ სჯერა შ.ს.ს-ს მიერ გავრცელებეული ვიდეო მასალის ჭეშმარიტებისა და უტყუარობის. მან ასევე გამორიცხა იმის ალბათობა, რომ ქართულია არმია შესაძლოა რუსეთის მიერ დამუშავებული სცენარით მოქმედებდეს. კონსერვატორების ერთერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა - ივარაუდა, რომ ხელისუფლება მიზეზს ეძებს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად.

ქართველმა ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა რადიოსადგურ "უცნობის" ეთერში განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას რომლის მიხედვითაც: ოპოზიციის განცხადების შემდეგ, რომ აპირებენ ცენტრალური მაგსტრალის გადაკეტვას, სამხედრო ნაწილს მისცეს აქციის დარბევის ბრძანება. სესიაშვილი არ ასახელებს ინფორმაციის წყაროს, თუმცა ამტკიცებს მის უტყუარობას. ამ განკარგულებამ გამოიწვია სამხედრო მოსამსახურეთა პროტესტი. რაც შეეხება შ.ს.ს-ს კადრებში დავით თევზაძისა და გია ყარყარაშვილის მოხსენიებას, სესიაშვილი აღნიშნავს: შესაძლოა ეს მიზანმიმართული მცდელობაა ადამიანების დიკრედიტაციისა, რომლებიც მოსახლეობაში ავტორიტეტით სარგებლობენ და რომელთა აზრსაც, საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ყურს დაუგდებს.

GeorgiaTimes-ის კორესპონდენტმა შექმნილი სიტუაციის შესახებ კომენტარის გაკეთება ქართველ ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვს სთხოვა, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. ის დარწმუნებულია რომ: აჯანყების ისტორია ხელმძღვანელობის მიერ არის გამოგონილი, რათა ოპოზიციის დისკრედიტირება მოახდინონ. რაც შეეხება "აჯანყებასთან რუსეთის კავშირს", შ.ს.ს-ს გენერალ- ლეიტენატმა, ხელმძღვანელობას ურჩია "არ დაკავონ ეთერი". "სააკაშვილი იმდენჯერ და ისე ხშირად ყვლა საკუთარ ცოდვაში რუსეთს ადანაშაულებდა, რომ ამის უკვე აღარავის არ სჯერა,- აღნიშნავს ჩვენი თანამოსაუბრე - რაც უფრო მეტად ლანძღავს ის რუსეთს, მით უფრო მეტად მოილტვიან ქართველების სულით მისკენ, იმიტომ რომ არსებული კავშირების დარღვევა შეუძლებებლია".

"აჯანყებული გენერლების" ბედთან დაკავშირებით ანუ იქნებიან თუ არა კობალაძის კვადაკვალ სხვანიც დაპატიმრებულნი, ძასოხოვმა განაცხადა:" ვიწინასწარმეტყველოთ თუ როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება - რთულია. თუმცა ეს იქნება სააკაშვილისთვის დასასრული, იმიტომ რომ ადამაიები რომლებსაც ბრალს სდებენ პროვოკაციაში, მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის - პატიოსნებისა და თავდადების მისაბაძი მაგალითები არიან. როგორც ამბობდა გიორგი სააკაძე, ბედნიერია ის მეომარი ვისაც სამშობლოსთვის გული უძგერს და ის არასოდეს წავა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. სწორედ ასეთი ადამიენბი არიან ის გენერლები, რომელთა წინააღდეგაც წამოიწყო ეს კამპანია სააკაშვილმა". ძასოხოვის აზრით ეს, მხოლოდ გააძლიერებს პროტესტის ტალღას.

სამხედრო ექსპერტი გია მელითაური თვლის, რომ ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილის და შ.ს.ს-ს მისნისტრის ვანო მერაბივილის მიერ გამოგონილ მორიგ სცენარს. "აჯანყება არ ყოფილა, როგორც ესენი გავატყობინებდნენ, - ადგილი ჰქონდა ბარძანებაზე უარს სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან, ჩაეტარებინათ ოპერაცია ოპოზიციონერთა წინააღმდეგ. ერთერთი ტრასა ხომ მუხროვანის ბაზასთან ახლოს უნდა გადაკეტილიყო". ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ბრალს სდებს რუსეთთან თანამშრომლობაში, რამოდენიმე წელია საერთოდ არ ყოფილან საქართველოში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100