RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველომ ხალხის ნდობა დაკარგა, მაგრამ მხოლოდ მათ მიწებზე დარდობს

13.05.2009  |  09:48

2677.jpegრა იყო სამხრეთ ოსეთთან ომის დაწყების წინ, მთავარი საქართველოს ხელისუფელბისთვის? ახლა რაში ადანაშაულებენ პრეზიდენტს მისი ოპონენტები? რას ვერ პატიობს ქართველი ხალხი, სააკაშვილს? პასუხი ერთია - ტერიტორიების დაკარგვას. როგორცც ჩანს ამ მიწებზე მცხოვრები ადამიანების პრობლემები, ქართველებს არ აღელვებთ.

„საქართველო არ დაუშვებს საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას"- ფიცით ირწმუნებოდა მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ივნისში ტელეარხ „რუსთავი-2"-ის ეთერში. „რუსეათის უკანასკნელი ნაბიჯები - კონფლიქტების გამოღვიძებას უწყობს ხელს, რომელიც სახიფათო სტადიაში გადადის. ამჟამად ტერიტორიების ანექსია და ინტერვენცია მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი შეწყდება".- ამბობდა პრეზიდენტი და თან თავში უკვე ცხინვალზე თვდასხმის გეგმას ამუშავებდა. ახლა კი, როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გვაჩვენებს: ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს ერთ რამეს ვერ პატიობს - ტერიტორიების დაკარგვას. ანუ ახლანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდ დამარცხებას.

საქართველოში „ვარდების რევოლუციის" შემდეგ(2003 წლის ნოემბერი) ყოველკვირეული გაზეთის „კვირი პალიტრა" მიერ 2008 წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გაირკვა რომ: აგვისტოს ომი, რამაც შედეგად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა მოიტანა - იყო ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დამარცხება.

მთელი პოლიტიკური აგიტაცია საქართველოში, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან, სოხუმის და ცხინვალის დაბრუნების შესახებ ლოზუნგებზეა აგებული. „სააკაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა - ცხინვალის რეგიონში ომის დაწყება იყო და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების იგნორირება, რომლებიც რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებისკენ გადაწყვეტილებებს ეხებოდა".- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, პარტიის „საქართველოს გზა" ლიდერმა, რომელიც უკვე თვეზე მეტია ოპოზიციურ პროტესტში მონაწილეობს, პრეზიდენტის გადაყენების მიზნით. „ტერიტორიების დაკარგვა ის მთავარი მიზეზია, რის გამოც სააკაშვილი უნდა გადადგეს".- მოჰყავს მისი ციტატა GHN. „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის"-აც ამ მიზეზს ასახელებს ახლანდელი ხელისუფლების მთავარ შეცდომად:" სააკაშვილის მმართველობა ეს - ომობანას თამაშია, ტერიტორიების დაკარგვა, ბელადის ვტორიტარიზმობანათი გართობაა, ბიზნესის ტერორიზირება და უკანონო პატიმრებია". რუსთაველის საკან-გალიების ყოველდღიური პატიმრები და მომიტინგეები მუდმივად იმეორებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვის მძიმე ბრალდებას.

ხელისუფლების აგიტატორებიც არ რჩებიან ვალში. პარტია „ქართველი პოლიტიკოსების" ლიდერი გოჩა ფიფია შეგვახსენებს, რომ:"პოლიტიკური ჯგუფების უმეტესი ნაწილი, საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის უშუალო წამქეზებელი და მონაწილეა". განვითარებული მოვლენების მთავარი დამნაშავე, რეაბილიტირებას ცდილობს და დაკარგულის დაბრუნების პირობას დებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის დევი ჭანკოტაძის და სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის დავით ნაირაშვილის დაჯილდოების ცერემონიაზე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არასოდეს დათანხმდება ან შეეგუება ოდინდელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას. „ამჟამად ჩვენი პრიორიტეტია - მშვიდობიანი განვითარება და ეს გზა ჩვენ გამარჯვებამდე მიგივიყვანს".- მაუწყებლობდა სახელმწიფოს მეთაური და თან კიტელზე წმინდა გიორგის ორდენებს აბნევდა, ცხინვალის სასაკლაოს „გმირებს".

ასევე ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს აფრქვევდა რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილი, როცა „უნიანთან" ინტერვიუში საქართველოს სამხედრო ძლიერების აღდგენაზე და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან დაბრუნებაზე საუბრობდა. ის თვლის, რომ:" აფხაზები მენტალურად გაცილებით უფრო ახლოს არიან ქართველებთან, ვიდრე რუსებთან". „როგორღაც ჩვენ მრავალი საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობდით ერთად. წაჩხუბებაც ვიცით და როგორღაც ვრიგდებოდით კიდეც. ოჯახში ყველაფერი ხდება".- აცხადებს იაკობაშვილი. მაგრამ სწორედ იმაშია საქმე, რომ ეს ხსნებული „როგორღაც" აღარ აწყობთ უკვე აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ჯერ კიდევ 2006 წელს, როდესაც ცხინვალში ომზე არავინ ფიქრობდა, „დამოუკიდებელი ანალიტიკური მიმოხილვა" წერდა:"საქართველოს მთავარი პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ისინი შეტაკებებზე მიდიან აღმატებული ძალების მქონე მტერთან, არამედ იმაში, რომ მათ ომი უკვე მაშინ წააგეს, როცა იმის ძალა არ ეყოთ, რომ დაერწმუნებინათ ოსები და აფხაზები მათთან ერთად ეცხოვრათ მშვიდობიან და მეგობრულ - ერთ სახელმწიფოში".

სოხუმსა და ცხინვალში თვლიან, რომ იმპერიული ამბიციები, სხვათაშორის რაშიც საქართველო მუდმივად ადანაშაულებს რუსეთს, თბილისს გაცილებით უფრო მწვავედ აქვს გამოხატული. ჯერ კიდევ საბჭოურ დროში, წერს „აბხაზია.ორგ", ქართველების აფხაზეთში მასობრივი გადასახლებით, განხორცილედა რეალური დემოგრაფიული რევოლუცია, რის შედეგადაც აფხაზების რაოდენობა 17 პროცენტით შემცირდა. რესპუბლიკაში ყველა აფხაზური სკოლა, ქართულ სკოლად გადაკეთდა. ასევე სამხრეთ ოსეთში და საქართველოს „შიდა" ტერიტორიებზე ხდებოდა ოსების აქტიური ასიმილაცია. როგორც ამტკიცებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ კაბერტი, 1959-დან 1989 წლამდე ოფიციალურად დაფიქსირებული ოსი მოსხლეობის მატება, სინამდვილეში ორჯერ ნაკლები იყო. მეცნიერი შეგვახსენებს თუ როგორ აცვლევინებდნენ ოსებს გვარების დაბოლოებას, ქართულის მსგავსად და მიახლოებით ყოველწლიურად ათასამდე ოსი ასიმილირდებოდა, ტიტულოვან ნაციასთან. ბუნებრივია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხებმა, რომლებიც საქართველოში ნელნელა კარგავდნენ თვითიდენთიფიკაციას, უკვე უარი თქვე სქართველი პოლიტიკოსების ნაციონალისტურ განწყობილებებს შეგუებოდნენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100