RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

დასავლეთი ცდილობს მოსკოვსაც და თბილისსაც ასიამოვნოს

13.05.2009  |  09:56

2679.jpegნატოს გენერალურმა მდივანმა იან დე ჰოპ სხეფერმა მიხეილ სააკაშვილს თხოვა სწორად დაესახელებინა სწავლებები, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში და რათა არ დაუპირისპირონ ამით ისინი რუსეთთან. ამავდროულად ამერიკის კონგრესმენებმა ხელისუფლებას ურჩიეს მოსკოვთანაც და თბილისთანაც „მეგობრობა". პროვოკაციული მანევრების ჩატარების დაჟინების შემდეგ, დასავლეთი რუსეთის რეაქციის შერბილებას ცდილობს.

საქართველოში, ნატოს მთავარი ღონისძიებები ჯერ, არ დაუწყია. Cooperative Longbow 09/Cooperative Lancer 09-ის მონაწილეები ჯერ სამუშაო შეხვედრებს ატარებენ და ემზადებიან „საველე მანევრებისთვის", რომლებიც 21 მაისს ვაზიანის ბაზაზე დაიწყება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მძიმე ტექნიკა ჩართული არ იქნება.

წვრთნების თემაზე საქართველოს, რუსეთსა და ნატოს შორის ჩატარდა „სიტყვიერი მანევრები". მოსკოვი დაუშვებლად მიიჩნევს აგრესორი ქვეყნისთვის სამხედრო ხელოვნების სწავლებას. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ცხინვალზე თავდასხმამდე ერთი კვირით ადრე 15-31 ივლისს ტარდებოდა წვრთნები ამერიკისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობით. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ერთგვარი „დამასრულებელი ეტაპი" სამხრეთ ოსეთში ოპერაციის ჩატარებამდე. სიტუაცია მეორდება.

რამდენიმე ქვეყანამ, ვაზიანში სამხედროების გაგზავნა გადაიფიქრა. ბოლო მომენტში უარი თქვა სომხეთმა, რაც იმით ახსნა, რომ მისთვის მიუღებელია იან დე ჰოპ სხეფერის პოზიცია მთიანი ყარაბაღის თაობაზე. დასავლელი დიპლომატი თვლის, რომ პრობლემა უნდა გადაიჭრას ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ეუთო ახდენდა საერთაშორისო სამართლის სამი პრინციპის დეკლარირებას: მთლიანობის გარდა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება ძალის გამოყენების გარეშე.

Cooperative Longbow 09/Cooperative Lancer 09 გრაფიკით მიმდინარეობს, რითაც სავსებით კმაყოფილია ქართული მხარე, მას შემდეგ რაც ვითომ რუსეთის მიერ პროვოცირებული ამბოხება ჩაახშო. მოსკოვი პირში ჩალაგამოვლებული დარჩენილა, საქართველომ კი აჩვენა, რომ ალიანსთან თანამშრომლობის ღირსია. თუმცა წვრთნების თემით სპეკულირება მიხეილ სააკაშვილს ნატოს გენერალურმა მდივანმა იან დე ჰოპ სხეფერმა აუკრძალა. ის „განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო იმ განცხადებებით, რომლებიც სააკაშვილმა გააკეთა". არასწორია Cooperative Longbow 09-ს უწოდო „ნატოს წვრთნები", რადგანაც ეს მანევრები ტარდება პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის" ფარგლებში და მასში მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები არ იღებენ მონაწილეობას. „არავინ არ უნდა მოახდინოს არასწორი ინტერპრეტაცია საქართველოში დაწყებული წვრთნებისა, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ნატოსა და საქართველოს, ან ნატოსა და რუსეთის ურთიერთობებთან".

რა თქმა უნდა, ალიანსმა წინასწარვე იცოდა ამ წვრთნების შესახებ რუსეთისა და საქართველოს რეაქციები, მაგრამ ის განგებ წავიდა ასეთ ნაბიჯზე, რათა კიდევ უფრო გამწვავებულიყო არსებული ურთიერთობები. „ნატოს წვრთნები საქართველოში არასწორ ნიშანს იძლევა, რომელიც მხოლოდ ამწვავებს ქიშპობას",- თვლის გერმანული ყოველკვირეული გამოცემის რედაქტორი ტეო ზომერი. „თეთრი სახლის ახალ გუნდს, დიდი ხნის წინ უნდა ეთქვა უარი ამ წვრთნების ჩატარებაზე,- თვლის იგი.- ბოლოსდაბოლოს ნატოს ხელმძღვანელი ხომ ამერიკელია. სხვა არაფერი დაგვრჩენია იმის ვარაუდის გარდა, რომ ამერიკელებმა „გადატვირთვის" ღილაკის ძებნისას, სრულიად განსხვავებულს დააჭირეს". გერმანელი ჟურნალისტის აზრით, ალიანსის გაფართოების ნებისმიერი მცდელობა, რუსეთში „კუნთების თამაშის" სურვილს გააჩენს, ამიტომაც მათ, ვინც პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის განვითარებისთვის იბრძვის, არ უნდა მიეცეთ რუსეთის გაღიზიანების საბაბი. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, მოხარულია, რომ მისი ნატოსთან შეერთება გადაიდო: „საქართველოს თავისი ავტორიტარული დემაგოგი პრეზიდენტის ხელში, ვერანაირად ვერ უწოდებ დემოკრატიულს".

თუკი მინიშნებებზე ვისაუბრებთ,რუსეთმა წვრთნების ჩატარებაზე თავისი რეაქციით ნათლად აჩვენა, რომ სულაც არ აპირებს პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გეოპოლიტიკური გავლენის დაკარგვას. ვისაც არ უნდა ამის აღიარება, ვერ ჩაითვლება მის პარტნიორად. „ნატოს ნაბიჯები ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება. ეს პრაქტიკულად „ცივი ომის" განახლებას ნიშნავს",- განაცხადა გუშინ სახელმწიფო დუმის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა.

ამასთანავე გუშინ გრიზლოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი საბოლოოდ არ გაწყვეტს ნატოსთან დიალოგს. „რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩარჩოებში",- დააკონკრეტა სპიკერმა.

ამერიკაშიც, საიდანაც ნატო იმართება, გაისმა რჩევები იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარება რუსეთის განრისხებით კი არა, მასთან დაახლოებით უნდა მოხდეს. ქვეყნის ხელისუფლებას ასეთი რჩევა მისცეს ამერიკის სენატის კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო ურთიერთობებში ჯონ ქერიმ და დემოკრატიისთვის ხელშეწყობის პალატის წარმომადგენელთა კომისიის თავმჯდომარემ დევიდ დრეიერმა.

„ასეთ სიტუაციაში ამერიკამ უნდა მოახდინოს ისეთ სფეროებზე კონცენტრირება, რომლებსაც შეუძლიათ საქართველოსთვის და სხვა პარტნიორებისთვის სარგებლობის მოტანა ისე, რომ ამან რუსეთთან კავშირებს არ ავნოს",- ხაზს უსვამენ ისინი. ისინი ამერიკისა და საქართველოს ეკონომიკური კავშირის გაფართოების მომხრეები არიან და ამის თაობაზე თავისუფალი ვაჭრობის პროექტიც წარუდგინეს კონგრესს. ამასთანავე ქერის და დრეიერს საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის აღდგენის იმედი აქვთ. ისინი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, შერიგებისთვის საუკეთესო ხერხად მიიჩნევენ.

 

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100