RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

კოკოითის ოპოზიცია ვალდიკავკაზში იმალება

15.05.2009  |  10:08

2712.jpegჩრდილოოსური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა" მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითს ადანაშაულებს, ავტორიტარიზმსა და 31 მაისის საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიცირების მომზადებაში. თავად ცხინვალის ოპოზიციის ლიდერები, მათი თქმით ფიზიკური განადგურების მუქარის გამო, რუსეთის დედაქალაქში არ ჩამოვიდნენ. ისინი დამალვას ვლადიკავკაზში უფრო უსაფრთხოდ თვლიან.

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 2008 წლის აგვისტოს ომის და რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ავტორიტარიზმის გზას დაადგა და ოპოზიციის მოცილებას ლამობს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სამოქალაქო ინიციატივის" ხელმძღვანელმა ოლეგ ტეზიევმა, ის სხვადასხვა დროს იყო სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. „ ჩვენ ვთვლით, რომ სამხრეთ ოსეთის ახლანდელი ხელმძღვანელობა აბსოლუტურად დესტრუქციულია. ის უმეტეს საკითხებში არაკომპეტენტურია, განსაკუთრებით ეკონომიკურ დარგში".- ტეზიევის ციტირებას ახდენს „ახალი რეგიონი". „რესპუბლიკის მთელი ინფრასტრუქტურა კვლავინდებურად დანგრეულია, კოკოითი პოტიომკინისეულ სოფლებს ქმნის. მაგალითად, აჩვენებს რაიონებს, სადაც თითქოს და აღდგენილია სახლები მაცხოვრებლებისთვის. გვაჩვენებს ზემოდან - ისინი წითელი კრამიტითაა გადახურული. მაგრამ თუ კი ამ სახლებთან ახლოს მიხვალთ, დაინახავთ რომ სახურავებს ქვეშ აღდგენილი არაფერიც არ არის".- ამხილებს საზოგადო მოღვაწე.

მაგრამ, ეს არა არის ყველაფერი. ტეზიევის სიტყვებით, სამხრეთ ოსეთში მიმდინარეობს რეპრესიები მათ წინააღმდეგ ვინც არ ეთანხმება პრეზიდენტ კოკითს და ოპოზიცია ღელავს თავიანთი ნათესავების სიცოცხლის გამო. ტერორის თვალსაჩინო მაგალითად, სამხრეთ ოსური ოპოზიციის, ჩრდილო ოსმა მომხრემ ფაქტი მოიყვანა, რომ არც „სახალხო პარტიის" ხელმძღვანელობის უფლება წართმეული რომან ქლეხსოვი, არც სოციალისტური პარტია „ფრიდიბასტას" ლიდერი ვიაჩესლავ გაბოზოვი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასაარჩევნო სიიდან გარიცხა, რუსეთის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე არ ჩამოვიდნენ. ასევე უკანასკნელ მომენტში რესპუბლიკაში შექმნილი სიტუაციის შესახებ, საუბარზე უარი განაცხადა, ყოფილმა გენერლურმა პროკურორმა ახსარ კოჩიევმა. „გაბოზოვმა წინასწარ გაგვაფრთხილა, რომ ის ვერ ჩამოვა და მისი მისამართით გაჟღერებული მუქარა დაასახელა მიზეზად, რომელიც მუდმივად ხორცილედება მისი და მისის ოჯახის დასაშინებლად ცხინვალში, კოჩიევი კი საავადმყოფოში დაწვა. ქელეხსოვი ჯერ კიდევ ამ დილით გვპირდებოდა, რომ მოვიდოდა, მშვენიერ ხასიათზე იყო. მაგრამ პრესკონფერენციის დაწყებამდე ორი საათით ადრე, მანაც შეგვატყობინა, რომ ვერ მიიღებს მასში მონაწილეობას". - განაცხადა ტეზიევმა.

„ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა ნამდვილად დამოუკიდებელი რესპუბლიკა აგვეშენებინა, მაგრამ დღეს ეს შესაძლებლობა დაკარგულია, ედუარდ კოკოითის „ძალისხმევით". ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა. ბოლოს და ბოლოს, ასე ნაკლები სისხლი მაინც დაიღვრება".- აღნიშნა ორატორმა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთში მოახლოებულ არჩევნებს, ტეზიევის თქმით, პარტიის ოპოზიციონერებს სურთ, რომ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაატაროს სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წინასაარჩევნო კომპანიის ექსპერტიზა და გადაავადოს ხმის მიცემის თარიღი. „სამოქალაქო ინიციატივის" ლიდერი ამტკიცებს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობამ ამომრჩევლების რაოდენობა გაზარდა 62 ათას ადამიანამდე, ფალსიფიკატორებმა 25 ათასი ბიულეტენი მომაზადეს, მთავრობის პარტიის სასარგებლოდ ჩასაყრელად.

სხვათაშორის, ადრე პროპრეზიდენტული „ერთობის" წარმომადგენელმა გენადი კოკოევმა „მრგვალი მაგიდის" სხდომაზე „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების დინამიკა" აღიარა, რომ რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლება ნამდვილად აკონტროლებს სხვა დანარჩენ შტოებს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ნორმებს. წერს „კავკაზსკი უზელი". თავად ედუარდ კოკითი ამტკიცებს, რომ დაინტერესებულია რესპუბლიკაში დემოკრატიის განვითარებით, არჩვენები კი აჩვენებს, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის ღირსია თუ არა. „თქვენ - ჩვენი საზოგადოების სახე ხართ და მრავალი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩაივლის არჩევნები. კრიტიკა უნდა იყოს, მაგრამ ობიექტური და საქმიანი. ჩვენ ამ არჩევნებით უნდა ვაჩვენოთ, რომ სამხრეთ ოსეთში მაღალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კულტურა გვაქვს და ჩვენ უნდა დავმტკიცოთ, რომ ჩვენ შემთხვევით არ შევდექით როგორც სახელმწიფო. ეს ჩვენი ხალხის დამსახურებაა".- განაცხადა კოკოითმა წინასაარჩევნო რბოლის დაწყებისას პრესკონფერენციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი პარტიები ჯერჯერობით „მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ" და მათ ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცონ თავიანთი სიცოცხლის უნარიანობა.

პრეზიდენტი უდაოდ მართალია, როდესაც ლაპარაკობს სამხრეთ ოსეთის პარტიების ფორმალურ არსებობაზე. მას შემდეგ რაც, „ფრიდიბასტა" ჩამოაცილეს პარლამენტის წინა არჩვენებს, პარტიამ შეწყვიტა არსებობა, ის აღადგინეს და ხელახლა დაარეგისტრირეს, დაახლოებით ერთი წლის წინ. მისი ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გაბოზოვი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ვლადიკავკაზში, ხელმძღვანელობდა გაზეთ „ოსეთის პულსს", ამავდროულად კი სამხრეთ ოსეთში იყო ჩაწერილი მშობლებთან. რომან ქელეხსოვიც ასევე, დიდ როლს არ თამაშობდა ცხინვალის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მის გარდა მმოქმედ პარლამენტში, მხოლოდ მისი ერთი თანამებრძოლი მუშაობდა „სახალხო პარტიიდან". ახლანდელი არჩევნების წინ ქელეხსოვი გაემგზავრა ჩრდილოოსეთში და არ აპსუხობდა ტელეფონს, მისი თქმით მრავალჯერადი მუქარის გამო. ამგვარად, კოკითის ორივე პოლიტიკურმა ოპონენტმა, ვლადიკავკაზი საკუთარ მეორე სახლად აირჩიეს.

ალბათ, სამხრეთ ოსური ოპოზიცია მოსკოვიდან და ჩრდილოოსეთიდან იკვებება, ივარაუდა GeorgiaTimes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელმა მიხაილ ალექსანდროვმა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100