RSS
на русском en in english
22.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

”ზემო ლარსი” - ვიწრო გასასვლელი ხალხისთვის

15.05.2009  |  10:13

2713.jpegრამდენიმე დღის წინ რუსეთმა საზეიმოდ გახსნა სუპერთანამედროვე საკონტროლო-გამშვები პუნქტი სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე. სომეხი პოლიტიკოსები ალაპარაკდნენ საქართველოს გავლით რუსეთთან შემაერთებელ გზაზე. თუმცა თბილისმა, როგორც მასმედიაში იწერება, უარი უთხრა სომხეთს. მაგრამ საზღვართან ახლოს მცხოვრებ ხალხს ასეთი დერეფანი ხომ ჰაერივით სჭირდება.

საქართველო უარს ამბობს სომხეთისთვის სატრანსპორტო დერეფნის გახსნაზე "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტიდან, რომელიც რუსეთის საზღვარზეა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ და რუსულ მასმედიაში ოფიციალურ წყაროზე მითითების გარეშე გამოჩნდა.

მრავალმხრივი საავტომობილო გამშვები პუნქტი მდებარეობს ვლადიკავკაზიდან 38 კმ-ში საქართველოს სამხედრო გზაზე. ის რემონტისთვის 2006 წლის ივლისში დაიკეტა. იმავე წელს რუსეთმა არალეგალურად მცხოვრები ქართველების დეპორტაცია მოახდინა, აკრძალა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანა საქართველოდან.

2008 წელს, აგვისტოს ომამდე, რუსულ-ქართულ ურთიერთობებს დათბობა დაეტყო. ვლადიმერ პუტინისა და მიხეილ სააკაშვილის თებერვლის შეხვედრის შემდეგ მოიხსნა სატრანსპორტო,საფოსტო და სავიზო შეზღუდვები. მიდიოდა მუშაობა საქართველოდან იმპორტის დაშვებაზეც. 1 ივლისს რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელლმა ვიაჩესვლავ დოროხინმა განაცხადა, რომ "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტი დეკემბერში გაიხსნებოდა. ხოლო საბაჟო პოსტის უფროსმა მარატ კებეკოვმა კი მაშინვე აღნიშნა, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტი დროებითი სქემით სამუშაოდ იყო მზად.

თუმცა ქართულმა ხელისუფლებამ თავდასხმა მოაწყო ცხინვალზე და ყველა გეგმა ორმხრივი თანამშრომლოობის აღდგენის შესახებ ჩაიფუშა.

გამშვები პუნქტის რემონტი საბოლოოდ დასრულებულია. 5 მაისს მისი საზეიმო გახსნაც მოეწყო. მისი გაშვებითი შესაძლებლობები შეადგენს 400 ავტომობილს დღე-ღამეში მოძრაობის 12 ძირითადი ხაზისა და 2 სარეზერვოს მეშვეობით. გამშვები პუნქტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით ტრანსპორტისა და მგზავრების შესამოწმებლად.

ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეი ბელიანინოვმა მის გახსნაზე განაცხადა, რომ ლარსის პუნქტი საუკეთესოა რუსეთის საზღვარზე. მან ასევე აღნიშნა, რომ "რუსეთმა საქართველოს საზღვრის გავლით მოძრაობის შესაძლებლობა აღადგინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთისა და ყაზბეგისთვსის, ასევე ამიერკავკასიის რეგიონში ნორმალური სავაჭრო კავშირების შენარჩუნებისთვის. ახლა საქართველოს ჯერია".

სამხრეთ ოსეთში გამშვები პუნქტის საზეიმო გახსნაზე სომხეთის საბაჟო სამსახურის უფროსი გაგიკ ჰაჩატურიანიც იყო. ერევანი როგორც არავინ სხვა დაინტერებულია ამ პუნქტის გახსნით და რუსეთთან სახმელეთო კავშირის განახლებით. სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა გურგენ სარქისიანმა ზემო ლარსის გახსნის კომენტირებისას იმედი გამოთქვა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები დალაგდება და პუნქტი ფუნქციონირებას დაიწყებს. "ახლა საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა. პრობლემა რუსულ-ქართულ ურთიერთობებშია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საქართველო-რუსეთის ურთიერთობები დარეგულირდებდა და დათბება, რაც რეგიონის ყველა ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება",- აღნიშნა მან. თავის მხრივ სომხეთის საავტომობილო გადამზიდების საერთაშორისო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჰერბერტ ამბაცურმიანმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა სომხეთხზე არ არის დამოკიდებული. თუმცა გაზეთი "სამხრეთ კავკასია" წერს: "ერევანმა უკვე მოახდინა საქართველოს მმართველ კაბინეტთან მოლაპარაკების ინიცირება იმის თაობაზე, რომ სომხეთს მიეცეს ზემო ლარსის გამოყენების უფლება ტრანზიტისთვის".

როგორც არ უნდა იყოს, ქართულმა მასმედიამ უკვე გადაუსვა ხაზი რუსულ-სომხური ტრანზიტის განვითარების იმედებს მისი მისი ტერიტორიის გავლით. "რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის უქონლობის გამო ამ დერეფნის ერთადერთი მომხარებელი სომხეთია. შესაბამისად, რუსეთის მიერ სამწლიანი შესვენების შემდეგ გახსნილი პუნქტი დაკეტილი იქნება როგორც ქართველებისთვის, ისე მეზობელი ხალხისთვის",- ამ განცხადების ავტორი უცნობია. სხვათა შორის, იმავე დღეს "ახალ თაობასთან" ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურტმა განაცხადა: "საქართველოს და სომხეთს ერთმანეთისთვის ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ეს ჩანს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა საერთო ენა უნდა გამონახონ". საქმეში კი საქართველო კვლავ აგრძელებს მოქიშპე სახელმწიფოებით გარშემორტყმული სომხეთისთვის ერთადერთი სატრანზიტო დერეფნის როლის შესრულებას.ცოტა ხნის წინ სომხეთის აგრარულმა გაერთიანებამ დაიწყო გვარჯილის ირანიდან იმპორტირება, ქართულმა ხელისუფლებამ კი ტრანზიტი აკრძალა. სომხებმა ამას გვარჯილის ქართველი მწარმოებლების ინტერესების ლობირება უწოდეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მანამდე საქართველომ სომხეთიდან კარტოფილის იმპორტი აკრძალა, რის შედეგადაც 100 ათასი ტონა მოსავალი მოუხმარებელი დარჩა, წერს "ბიზნეს საქართველო".

მაგრამ სომხეთზე მეტად საკონტროლო პუნქტის გახსნას ელოდა ხალხი საზღვრის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. როგორც ქართველმა ეკონომისტმა ნიკო ორველაშვილმა განაცხადა, მოსკოვის გადაწყვეტილების გამო სამი წელი ქართული მოსახლეობა იტანჯებოდა, მაგრამ არავის მოსვლია აზრად ზემო ლარსის გახსნა. "ეს უფრო მეტად პოლიტიკურ თამაშს გავს, ვიდრე გონივრულ ეკონომიკურ გადაწყვეტილებას",- თვლის ექსპერტი და ის მიანიშნებს რუსეთის სურვილზე, რომ მიიზიდოს თავისკენ სომხეთი, რათა ეს უკანასკნელი თურქეთს არ დაუახლოვდეს. სომხეთ-თურქეთის საზღვრის მოსალოდნელი გახსნა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტებას გამოიწვევს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100