RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

აფხაზი ახალგაზრდა პოლიტიკური თამაშების მძევალი გახდა

15.05.2009  |  17:20

2723.jpegავადმყოფ ბიჭს აფხაზეთიდან, ალხას ხაშიგს გერმანიის რუსეთის საელჩომ მიუნხენში მკურნალობის ჩასატარებლად ვიზა არ მისცა.ის ნებართვის ასაღებად რუსული საზღვარგარეთული პასპორტით შევიდა. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გაეროს ყურადღება ადამიანის უფლების ამ დარღვევაზე გაამახვილებინა.

რუსეთში გერმანიის საელჩო აფერხებს ვიზის გაცემას თექვსმეტი წლის ალხას ხაშიგზე, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება თირკმელების გათიშვის გამო. მისმა მშობლებმა უკვე გადაიხადეს ოპერაციის საფასურის ნაწილი მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ლანა არგბამ განაცხადა, რომ ამ საკითხს საელჩო ჯერ კიდევ განიხილავს. პრობლემის გადაჭრას რუსული საგარეო საქმეთა სამინისტროც ცდილობს და აფხაზეთში საქმის დადებითად დასრულების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ. არგბამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რამდენიმე თვის წინ თითქმის ანალოგიური სიტუაცია განმეორდა ლეიკემიით დაავადებული ტამურ ცვიჟბას შემთხვევაში, რომელსაც გერმანიაში მკურნალობა სჭირდებოდა. ვიზის გაცემის საკითხის გადაჭრა მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევის შემდეგ მოხერხდა. ახლა აფხაზეთის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენლის თქმით, ცვიჟბასთან გერმანიაში ჩასვლა უნდა მის დედას, მაგრამ საელჩო მასაც არ აძლევს ვიზას.

მანამდე აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა: გერმანული საელჩოს მიერ აფხაზი ბიჭისთვის უარის თქმა იმით იყო განპირობებული, რომ "თურმე აფხაზეთის მაცხოვრებლებმა ვიზები გერმანიის თბილისის საკონსულოდან უნდა მიიღონ". "მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება ჰუმანურ პრინციპებს და აფხაზეთის მოქალაქეების უფლებების პირდაპირი დარღვევაა",- სიტუაციას კომენტარი გაუკეთა სერგეი შამბამ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებთან საუბრისას.

დრაგონ ლალოშევიჩი, მეგი ნიკოლსონი და რობერტო რიჩი აფხაზეთში იმისთვის ჩავიდნენ, რომ ტექნიკური დახმარება გაეწიათ გაეროს ადგილობრივი წარმომადგენლობისთვის. ორგანიზაციის მთავარი ოფისი მდებარეობს სოხუმში, ხოლო მისი ფილიალი - ქალაქ გალში. უცხოელი სამართლდამცავები დიანტერესდნენ აფხაზებზე ქართული პასპორტების გაცემის საკითხით. მანამდე აფხაზეთის მოქალაქეებზე "ზეწოლის" თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამდნენ ეუთოს წარმომადგენლები.

შამბამ გაეროელებს შეახსენა იმის შესახებ, რომ აფხაზეთმა 1999 წელს გალის რაიონში ქართველი დევნილები მიიწვია. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "ქართული მხარის მიერ შექმნილი წინააღმდეგობების მიუხედავად, საკუთარ სახლებს დაუბრუნდა გალის რაიონის 55 000 მაცხოვრებელი". "რესპუბლიკის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მათი ინტეგრაციისთვის აფხაზურ საზოგადოებაში და მათთვის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად",- ხაზი გაუსვა შამბამ. აფხაზური პასპორტების მიღება, რა თქმა უნდა, ასევე ხელს უწყობს ქართველებს. "აფხაზური ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონტრუქციული ურთიერთობა ჰქონდეს. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის უფლებათა დაცვით, აბსტრაგირებულები არიან პოლიტიკური მოტივაციისგან და აფხაზეთის სიტუაციას ობიექტურად შეაფასებენ",- განაცხადა მინისტრმა.

თავად აფხაზებისთვის, როდესაც მათ არ ცნობს მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართალდამცავების მხარდაჭერა, რომლებიც შეძლებდნენ იმ დიპლომატების "ნამუსზე შეგდებას", რომლებიც თავს უფლებას აძლევენ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ თამაშებში და სასწორზე დადონ ამ ხალხის ჯანმრთელობა.

როგორც აფხაზეთის ხელისუფლების ინფორმაციის მართვის დეპარტამენტში შეგვატყობინეს, ხაშიგმა გერმანიის საელჩოში რუსული საზღვარგარეთის პასპორტი წარადგინა, მას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა. ფორმალურად, ნებისმიერი საერთაშორისო კანონის მიხედვით მას უფლება ჰქონდა მიეღო ვიზა, როგორც რუსეთის მოქალაქეს. თუმცა გერმანელები გაჯიუტდნენ, როდესაც დაინახეს, რომ მისი საცხოვრებელი ადგილი აფხაზეთი იყო. მერე რა, არ არსებობს გერმანელი, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და საბუთებს ბერლინში აფორმებს? არა, ეს გადაწყვეტილება პრინციპული იყო, რამაც ყველაზე მეტად გააღიზიანა აფხაზები. "ჩვენი პრეზიდენტი სერგეი ბაღაბში იმავე მიზეზით არ გაუშვეს საფრანგეთში. ჩვენი სპორტსმენები კი სულ ცოტა ხნის წინ კი უპრობლემოდ გაემგზავრნენ რუსული პასპორტებით ინგლისში",- აცხადებს წყარო. მისი თქმით, რამდენიმე ქვეყნის საელჩო მოქმედებს საქართველოსთან მოლაპარაკების მიხედვით, რითიც აფხაზეთის ბლოკადას ახდენენ.

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში ესპანეთის საელჩომ ვიზების გაცემაზე უარი უთხრა აფხაზურ გუნდს, რომელსაც პირველად უნდა მიეღო მონაწილეობა ევროპის ყოველწლიური ფუტზალის თასის გათამაშებაში.აპრილის ბოლოს ამერიკის საელჩომაც უარი უთხრა აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატს. ედგარ ხარაზია იყო იმ დელეგაციის სიაში, რომელიც ვაშინგტონში გაემგზავრა ამერიკულ-რუსულ ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად. თებერვლის ბოლოს ინდოეთის საელჩომაც უარი უთხრა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს, რომლებიც მიწვეულები იყვნენ ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე. როგორც ცნობილი გახდა, ისინი რუსული პასპორტებით მივიდნენ საელჩოში. მას შემდეგ რაც იქ გაარკვიეს, რომ ისინი აფხაზეთში ცხოვრობდნენ, უარი უთხრეს ვიზების გაცემაზე და მიზეზად ის მოიყვანეს, რომ ინდოეთი არ აღიარებდა მათ რესპუბლიკას. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ "მსგავსი უარის თქმა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის უკვე რამოდენიმეჯერ განმეორდა მოსკოვში არსებულ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საელჩოში". კიდევ შეიძლება გაგება, როდესაც აფხაზები ტურისტულ ან სამუშაო ვიზას ითხოვენ. მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს, ნუთუ შეიძლება ასე მოქცევა? და ამის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები თავს უფლებას აძლევენ ასწავლონ აფხაზეთს ადამიანის უფლებათა დაცვა...

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100