RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

პრეზიდენტის პრევენციული იერიში კრიზისზე

20.05.2009  |  14:42

2768.jpegიორდანიაში ჩატრებული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან, საქართველოს პრეზიდენტი აღფრთოვანებული და შთაგონებით აღსავსე დაბრუნდა. მიიღო რა დაპირება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ცოტა უფრო ადრე „აღმოსავლური პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნებისაგან, რომლებმაც აღუთქვეს საქართველოდან ყველაფრის იმპორტირება მოახდინონ , რასაც მანამდე რუსები მოიხმარდნენ, მიხეილ სააკაშვილს უკვე აღარ ეშინია, ექსპერტების მიერ ნავარაუდევი, კრიზისის მეორე ტალღის.

საქართველოს მთავრობა ჩქარობს ექსპერტების მიერ გამოთქმული შეშფოთება გაფანტოს, რომლებიც შემოდგომისთვის კრიზისი მეორე ტალღას წინასწარმეტყველებენ. ახლახანს პერემიერ-მინისტრის თანაშემწემ ვახტანგ ლეჟავამ განაცხადა, რომ სპეციალისტები მუშაობენ ანტიკრიზუსული ზომების მიღებაზე, გვატყობინებს „ბიზნეს-საქართველო". პირველები რიგში „ეკონომიკის ექიმებთან" ბანკები და სამშენებლო კომპანები დგანან. „საბანკო სექტორისთვის დახმარება დაჩქარებული ტემპით იქნება აღმოჩენილი. 2009 წლის პირველი კვარტალი მძიმე გამოდგა, თუმცა უარესის მოლოდინიც იყო. ხელისუფლება დარწმუნდა იმაში, რომ აუცილებელია ეკონომიკის დამატებითი სტიმულირება და პირველ რიგში ეს ეხება საბანკო სისტემას".- თვლის ჩინოვნიკი.

ამ დღეებში იდეით, თუ როგორ დაეხმარონ სამშენებლო სექტორს, გამოვიდა „მშენებელთა ასოციაცია". მან საკუთარი წინადადებები, ეგრეთ წოდებულ ბიზნეს სექტორის საკოორდინაციო ჯგუფს გადასცა. ისნი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ხელისუფელებისათვის, თუ როგორ უნდა დაძლიონ „მსოფლიო კრიზისის შედეგები საქართველოში". ასოციაცია ითხოვს სამ წლიანი პროგრამის ჩაშვებას, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მონაწილეობას დროებით შეჩერებულ მშენებლობებზე. ლეჟავამ არ გამორიცხა, რომ სამშენებლო ბიზნესის სტიმულირების გადაწყვეტილება, შესაძლოა დამტკიცდეს.

გადასახადები კი, პრემიერის თანაშემწის თქმით, მიუხედავად ბიზნესმენების მოთხოვნებისა, მხოლოდ ადრე დამტკიცებული გრაფიკით შემცირდება: 2011-1012 წლებში გადასახადები 18 პროცენტით შემცირდება, ხოლო 2013 წელს - დამეტებით კიდევ 15 პეოცენტით. საუბრობდა რა ლეჟავა „ანტიკრიზისულ" ზომებზე, სავრაუდოდ პრევენციულ ზომებს გულისხმობდა, ვინაიდან იორდანიიდან დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა, მკაცრად მიაჩუმა სუყველა, ვინც კი თავს უფლება მისცა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი ეხსენებინა. მისი სიტყვებით, მიუხედავად მცდელობებისა, რომ „შეიქმნას ვირტუალური რელობა, თითქოს საქართველოში ყველაფერი ცუდადაა", ინვესტიციები ქვეყანაში კვლავ შემოდის და ეკონომიკა ვითარდება, გადმოსცემს „როსბალტი". „კრიზისმა დიდი გავლენა იქონია საქართველოზე, თუმცა ის ქვეყანაში სრული მასშტაბით ჯერ არ შემოსულა" - ჰიპოთეზა გამოთქვა სააკაშვილმა, წინანდლის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე პარლამენტარებთან. „ კრიზისის ნიშნები, ეკონომიკური მაჩვენებლების გარდა, საბანკო სიტემის ნგრევაში და ვალიუტის დაცემაშიც გამოიხატა. ჩვენი ვალუტა კი, საკმაოდ მყარია. ასევე კრიზისის მაჩვენებელია როცა კაფეები და რესტორნები ცარიელია. რათქმაუნდა სავსე რესტორნებით არ განისაზღვრება ადამიანების კეთილდღეობა, მაგრამ ჩვენ ყველა სოფელს მივეცით ფული და ახლა ყველა სოფელში არის წყალი".- გამამხნევებელი მაგალითები მოიყვანა მან.

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებული იმედები, დამყარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე, რომელზედაც მუშაობის დაწყების შესახებ ა.შ.შ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერიმ შეტყობინა მას, ომანში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე. „ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გადასახადებისაგან გაგავათავისუფლეს, ამერიკულ ბაზარზე შესასვლელად. ეს არამხოლოდ ქართული პროდუქციის შეტანას ნიშნავს მათ ბაზარზე, არამედ მათი მხრიდანაც ფულის ჩადებას საქართველოში. ჩვენ უნდა გავიდეთ ამერიკულ და სხვა რეგიონალურ ბაზრებზე".- ხარობდა სააკაშვილი. საქართველოს ამსწინანდელმა ჩართვამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაახლოების ევროპულ პროექტში „აღმოსავლური პარტნიორობა" და ამსთან ერთად ა.შ.შ-სთან შეთანხმების პერსპექტივამ, მიხეილ სააკაშვილს საშუალება მისცა გამარჯვებული სახით განეცხადებინა, რომ მომავალი წლიდან საქართველო იმავე რაოდენობით შეძლებს ღვინისა და სხვა სოფილს მეურნეობის პროდუქციის გაყიდვას, რა რაოდენობთაც ყიდდა რუსეთის მიერ ეკონომიკური ემბარგოს დაწესებამდე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართული საქონელი, თანაც თუ ტრანსპორტირების ხარჯებს გავითვალისწინებთ, შეძლებს კონკურენტუნარიანი გამოდგეს ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე. მაგრამ თუ კი, კარგად დააფინანსებ რეკლამას და უცხოელი დემოკრატების გრძნობებზე მოახდენ აპელირებას, შესაძლოა თვად ხრიკი გამოგივიდეს. იორდანიაში ამას გარდა ხელი მოეწერა შეთანხმებას ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ: საქართველოს, ხორვატიასა და კიდევ 9 აზიურ და აფრიკულ სახელმწიფოებს შორის. რომლებიც გარეთიანება G11-ში შედიან. მართალია, ყოველი მთგანი გარე ვალებით არის დამძიმებული, საქართველოსავით, მაგრამ რა მოხდა მერე.

ექსპორტის განვითარება, პრეზიდენტი თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანა უნდა გახდეს, ვინაიდან ეს იქნება კრიზისის პანაცეა. ახლავე ხედავს სააკაშვილი პოზიტივს იმაში, რომ მართალია ცუდი ცხოვრების გამო, მაგრამ ადამიანებმა შეწყვიტეს იმპორტული საქონლის შესყიდვა. „ექსპორტი გაცილებით ნაკლები ტემპით მცირდება, ვიდრე იმპორტი და ტრადიციული მაჩვენებელი გარესავაჭრო ბალანსისა მცირდება".- აღნიშნა პრეზიდენტმა. ამასთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა, პირობა დადო, რომ საქართველო აღარასოდეს არ დაბრუნდება ედუარდ შევარდნაძის ეპოქაში, როდესაც მხოლოდ მეტალის ექსპორტირება ხდებოდა, იმიტომ რომ სხვა საქონლის ალტერნატივა არ არსებობდა. ოპოზიციასაც კი, რომელიც ქაოსს თესავს ქვეყანაში, არ ძალუძს ეკონომიკის დანგრევა. ამისათვის ქვეყნის ხელმძღვანელმა განსაკუთებული „მადლობა" გადაუხადა ქვეყნის მოსახლეობას.

სააკაშვიმა ასევე განმარტა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იმ ფულით, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განსავითარებლად და რეფორმების ჩასატარებლად გამუყვეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100