RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ეხ, რას იტყვიან დასავლეთში საქართველოზე!

21.05.2009  |  09:49

2779.jpegქართველები, თბილისში საკნების ქალაქის კედლების ორიევ მხარეს, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დასავლეთის მოწონება და მხარდაჭერა მოიპოვონ. ოპოზიციონერებმა აქციების დაწყების წინ ევროპაში ტურნე ჩაატარეს და საკუთარ თავზე დემოკრატიული ღირებულებებისათვის მებრძოლი ადამიანების როლი იკისრეს. სააკაშვილის მთავრობამაც გაიარა კონსულტაციები დასავლეთში და თანაც სურთ დასავლელი პარტნიორების წინაშე, დემოკრატიის გარანტად გამოყურებოდნენ. სიტუაცია გრიბოედოვის კომედიას მოგვაგონებს, შეკითხვით:" ეხ! ღმერთო ჩემო! რას იტყვის თავადის ასული მარია ალექსანდროვნა!"

ოპოზიციის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევიდსი და ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი მათიას იორში დაადანაშაულა „პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში". „დღეს, როდესაც პრაქტიკულად მთელი საქართველო იბრძვის სააკაშვილის გადასაყენებლად, ამავ დროულად მისი ზოგიერთი უცხოელი ლობისტი, კვლავ აგრძელებს ყველა მეთოდის გამოყენებით, სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ კარლ ბილდტს, ტერრი დევიდსს და მათიას იორშს, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა, თუ არა და ისინი ისტორიაში შევლენ ავტორიტარული რეჟიმის მხარდამჭერებად და ლობისტებად. - განაცხადა მან. ლეიბორიესტების ლიდერს „ამერიკა არ აღმოუჩენია". იმის შესახებ, თუ რა თანხები უჯდება საქართველოს მთავრობას ფიარი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, GeorgiaTimes-ი უკვე წერდა. რაც შეეხება დასავლელ პოლიტიკოსებთან „მჭიდრო ურთიერთობებს", ამ საკითხში სააკაშვილის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც სცოდავენ.

მაგალითად, ახალხანს ოპოზიციური პარტიის „საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საერთო საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების დარგში ხავიერ სოლანასთან, გაემგზავრა სააკაშვილთან მოლაპარაკებისა და შეხვედრის შედეგების „მოსახსენებლად" ბრიუსელში, იტყობინება Civil Georgia. „აუცილებელია რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც მე ვიცნობ, გაიგონ თუ რა საშიშროების წინაშე დგას საქართველო". - განმარტა მან საკუთარი გამგზავრების მიზანი. როგორც ჩანს ზურაბიშვილი არ ენდობა ევროკავშირის წარმოამდგენელის პიტერ სემნების ცნობებს, რომელიც მუდმივად მოგზაურობს სამხრეთ კავკსაიში. მან უკვე სხვა დიპლომატების მსგავსად, იკისრა შუამავლის როლი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მოსაწყობად.

რა მოსტანია ზურაბიშვილი, თავის საგარეო საქმეთა მინიტრის ჩვევებით, როდესაც სულით ხორცამდე პატრიოტი ნათელაშვილიც კი, აქციების დაწყების წინ, თებერვალში ევროპაში გაემგზავრა, რათა გულითადად ესაუბრა იქაურ პოლიტიკოსებთან. მარტში კი ის ოკენაის გაღმა გამეგზავრა, იგივე მიზნით. გაზაფხულზე „დასავლური დემოკრატიის სიწმინდეებთან" სალოცავად წამსველელ ქართველ პოლიტიკოსთა რიცხვმა, მასშტაბური ხასიათი მიიღო. ოპოზიციონერთა ნაწილი, მათ შორის „მეწარმეთა" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე და პარტია „თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ვენაში ჩავიდნენ კონფერენციაზე „როგორია საქართველოს სამომავლო პერსპექტივები". ღონისძიაბეაზე ასევე გამოჩნდნენ: შერისხული ბიზნესმენი ლევან პირველი, ქვემო ქრთლის ექს-გუბერნატორი ლევან მამალაძე და ადამიანები ყოფილი აჭარის ხელმძღვანელის, ასალან აბაშიძის გარემოცვიდან. როგორც ქართულმა მასმედიამ ივარაუდა, ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ განაწყენებული ქართველები, ფინანსურ დახმარება დაპირდენენ სააკაშვილის გადასაყენებელი საპროტესტო აქციებს მოწყობას. ევროპა ამჟამინდელი საპროტესტო მოძრაობის, სხვა მონაწილეებმაც მოინახულეს. „ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლონეთის ექს-პრეზიდენტ ალექსანდრ კვასნევსკის, ეუთოს გენერალურ მდივანს მარკ პერინო დე ბიშამბოს და ავსტრიის პრეზიდენტ ხაინცემ ფიშერს შეხვდა. „კონსერვატიული პარტიის ლიდერები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა გერმანიაში, საქართველოს შიდა პრობლემებს იხილავდნენ, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტიც არ იყო უმოქმედოდ, საბედისწერო 9 აპრილის წინ. მიხეილ ნიკოლოზის ძემ ვაშინგტონის და ბრიუსელი მხარდაჭერა შეიგულა.

ანუ რა გამოდის? თუ კი წინააღმდეგობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ასე გაიწელა, ესეიგი დასავლეთი კეთილგანწყობილია, შიდაპოლიტიკური კონფლიქტის ოერივე მხარის მიმართ. ხელს უწყობს კი, ეს სტაბილიზაციას საქართველოში? არანაირად. ამ ფაქტზე შემთხვევით არ გაამახვილა ყურადღება საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა, როდესაც განაცხადა:"არც ვაშინგტონი, არც ბრიუსელი და არც მოსკოვი არ უნდა ჩარეიონ საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში". მართალია, კიწმარიშვილი იმაშიც დარწმუნებულია, რომ განვითარებული მოვლენები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების ნიშანია. მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლებიც ალბათ უფრო ჰგავს ჭეშმარიტებას: საქართველო, დასავლეთისთვის გასაცველელ ხურდად იქცა, რუსეთთან მის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი, ქვეყნის უშიშროების საბჭოს ექს-მდივანი თედო ჯაფარიძე ალბათ ტყუიალდ არ საყვედურობს დასავლეთს, რომ კრიზისის გამო, ისინი ცოტა ყურადღებას უთმობენ საქართველოს. „პოლიტ.რუ"-ში გამოქვეყნებულ ღია წრილში, ჯაფარიძე მიმართავს „კერძოდ იმ მეგობრებსა და კოლეგებს ა.შ.შ-ში და ევროპაში, ვისთანაც მე მჭიდროდ ვთანამშრომლობდი იმ მძიმე წლებში, როდესაც საქართველომ 1990-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებლობა მოიპოვა, - რათა საკუთარი ქვეყანა, ძლიერ და სოლიდურ სახელმწიფოდ მექცია". პრეზიდენტმა სააკაშვილმა, წერილის ავტორის აზრით „უზარმაზარი წვლილი შეიტანა განახლებაში", მაგრემ შემდგომ მან გადაუხვია დემოკრატიის გზას. დასავლელი მფარველების გარეშე, ქვეყანა ვერ გამოძვერბა ჩიხიდან - დარწმინებულია ყოფილი დიპლომატი. „არადა ა.შ.შ-მ ხომ უკვე ამდენი დააბანდა „პროექტ საქართველოში", აღნიშნავს თედო ჯაფარიძე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100