RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველო და აზერბაიჯანი არაფორმალურ კონფედერაციას ქმნიან.

25.05.2009  |  09:23

2812.jpegსაქართველო პრეზიდენტი ბაქოში ჩაფრინდა - ორმხრივი ურთიერთობების გასამყარებლად. ვიზიტი ჯერ არ დასრულებულა, მიხეილ სააკაშვილმა კი უკვე განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი არაფორმალურ კონფედერაციას ქმნიან.

„ჩვენ ძმური ურთიერთობები გვაქვს და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვქმნით არაფორმალურ კონფედერაციას". - განაცხადა სააკაშვილმა ბაქოში. „თავისთავად, ჩვენ - ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, მაგრამ ჩვენ ძმური და პრაქტიკულად კონფერეაციული ურთიერთობები გვაქვს".- დააზუსტა მან, აზერბაიჯან-საქართველოს მთავრობათა შორის კომისიის გაფართოებულ სხდომაზე თავის მხრივ, აზერბნაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, იმის შესახებ გააკეთა განცხადება, რომ ერთობლივი მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში, ამ ორმა სახელმწიფომ მარავალი საკითხი გადაწყვიტა, რომლებსაც გლობალური მნიშვნელობა ჰქონდათ. „მომავალში ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ თამანმშრომლობა გაგრძელდება და მეგობრული განწყობა შენარჩუნებული იქნება".

მიხეილ სააკაშვილი ბაქოში გუშინ ჩაფრინდა, მას თან ახლავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ეკონომიკის განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. როგორც „აპა" გვატყობინებს, ოფიციალური მისალმების შემდეგ სააკაშვილმა, გეიდარ ალიევის საფლავი მოინახულა საპატიო ადამიანთა ადსასაფლავებელ ხეივანში. ამას შემდეგ ყვავილებით შეამკო საფლავები, შეხიდების ხეივანში, რომელიც აზრებაიჯანის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა პატივსაცემადაა გახსნილი, ინის 1990 წელს გარდაიცვალნენ, საბჭოთა ჯარების შემოყვანის შედეგად. ეს ყველაფერო გეგმიური ღონისძიებები გახლდათ და მათ უკლებლივ ყველა ბაქოს სტუმარი ასრულებს.

საქართველოს დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის მიზანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინებით „ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და საკითხების ფართო სპექტრის განხილვა" გახლავთ. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია. ადრე ცისფერი საწვავით ქვეყანას, რუსეთი ამარაგებდა. ამას გარდა აზერბაიჯანი პროექტების: ბაქო თბილის-ჯეიხანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის პროგრამების ჩარჩოებში ანუ ნავთობისა და ბუნებრივ აირს მიწოდება ევროპისათვის, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ტრანზიტულად. ორივე ქვეყანა პოლოტიკურ ეკონომიკური ბლოკის სუამის წევრია, ბლოკის მიზანია რსეთი გავლენის შესუსტება.

უკვე გუშინ მხარეებმა რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი, აღნიშნავს 1NEWS.az. დსს „აზერბაიჯანული ავიახაზების" პრეზიდენტმა ჯახანგირ ასკეროვმა და ლაშა ჟვანიამ, საჰაერო სივრცის შეთანხმების შეცვლის ოქმი დაამოწმეს საკუთარი ავტოგრაფებით. ჟვანიას კოლეგამ - აზერბაიჯანის ეკონომიკის განვითარების მინისტრმა შახინ მუსტაფაევმა საკუთარი თანხმობა დააფიქსირა ოქმზე, 1996 წლის თავისუფალი ვაჭრობის შეთამნხმების შეცვლის შესახებ. სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და პატენტების სახელწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ რამიზ გასანოვმა და ლაშა ჟვანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე.

მაგრამ, მოლაპარაკებების მთავარი თემა, მაინც ენრგეტიკული პროექტების ერთობლივი რეალიზაცია და თანამშრომლობა იყო, პროგრამის „აღმოსავლური პარტნიორობის" კონტექსტში ევროკავშირთან. Day.Az-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს დელეგაციის ერთერთმა წევრმა - საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა რამინ ბაირამოვმა, განაცხადა, რომ ეს ვიზიტი დაგეგმილი იყო რამოდენიმე ხნით ადრე. სწორედ ამ პერიოდში მოხდა სამხრეთ კავკასიისათვის მნიშვნელოვანი რამოდენიმე მოვლენა. პირველ რიგში, საქართველოში დაიწყო ნატოს წევრებისა და პარტნიორების სწავლებები, რომელშიც აზერბაიჯანმაც მიიღო მონაწილეობა. მეორე- აზრებაიჯანმა და საქართველომ პრაგის ფორუმზე ხელი მოაწერეს Nabuссo-ს შეთანხმებას - გაზსადენი კასპიის რეგიონიდან ევროპაში. მესამე რიგში, ევროკავშირმა ოფიციალურად ჩართო თბილისი და ბაქო, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან დაახლოების პროგრამაში, რომლის სახელწოდებაა „აღმოსავლური პარტნიორობა". უნდა ითქვას, რომ ბაქოსა და თბილისის ასეთ სიახლოვეს, ერევანი ალმაცერად უყურებს. ზოგიერთი სომეხი ექსპერტები სერიოზულად ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა საქართველოს მიბაძოს, რათა გადაწყვიტოს საკუთარ ტერიტორიაზე გაყინული კონფლიქტი და იარაღის ძალით დაიბრუნოს, დამოკიდებლობისათვის მებრძოლო მთიანი ყარაბახი. მაგრამ სწორედ ამაშია განსხვავება ქართველების სწორხაზოვნებასა და აზერბაიჯანის დიპლომატიურობას შორის. სააკაშვილი არ კითხულობდა არც დასავლეთის და არც რუსეთის აზრს, როდესაც ცხინვალს „გრადი" დაუმიზნა. ალიევი კი ყურს უგდებს, როგორც „კავკასიური პლატფორმის" თურქულ იდეას, ასევე მოსკოვის მშვიდობისმყოფელ ინიციატივებს. აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ ისწავლა ლავირება, დასავლელი პარტნიორებისა და „ჩრდილოელი მეგობრის" ინტერესებს შორის.

როგორც „ნოვოსტი ზარბაიჯანა"-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში აღნიშნა პოლიტოლოგმა რაშად რზაკულიევმა, ახლა კავკასიაში „გეოპოლიტიკური თამაშების წამყვანმა მონაწილეებმა, ერთმანეთის „ზონდირების" მაგვარი მოსინჯვა დაიწყეს". მაპროვოცირებელ მხარედ, რზაკულიევი დასავლეთს ასახელებს.(ევროკავშირი, ა.შ.შ და თუქეთიც კი, რომელიც მათი ინტერესების ფარგლებში მოქმედებს). პროცესის სხვა მონაწილეები - რუსეთი და ირანი, პოლიტოლოგოს აზრით, „მთელი ძალებით ცდილობენ შეინარჩუნონ რეგიონში, საკუთარი მრავალსაუკუნოვანი დასწრება".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100