RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ლარმა დიდხანს სიცოცხლე ბრძანა?

26.05.2009  |  11:23

2828.jpegპრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნონა ყარალაშვილმა, აწ უკვე გადაყენებული კახა ბენდუქიძის იდეა აიტაცა, ლარის გაუქმებისა და სხვა ვალუტაზე (ევრო , დოლარი) გადასვლის შესახებ. რამდენად რელური და კარგია ეს იდეა საქართველოსთვის, ამის გარკვევას Georgia Times-ი შეეცადა.

საქართველოს ხელისუფლებაში სერიოზულად განიხლება ლარის გაუქმების საკითხი, ინვესტორების წახალისების მიზნით. როგორც ჟურნალ „ლიბერალს" განუცხადა ნონა ყარალაშვილმა, დოლარსა და ევროზე გადასვლა სერიოზულად შეამცირებს ფინანსური დანაკარგების რისკს, რომელიც ნაციონალური ვალუტის კურსის მერყეობასთანაა დაკავშირებული.

„ეს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის ლარს, ვინაიდან ეს პროცესი ისედაც მიმდინარეობს. ყველა მსხვილის შესყიდვა - ბინის, მანქანის, - ან ევროში ან დოლარში ხორციელდება. რეფორმის ჩატარების შემთხვევაში, ლარი მეორად ვალუტად დარჩება, დროთა განმავლობაში კი შესაძლებელია მისი საერთოდ ბრუნვიდან ამოღება. მაგალითად საერთაშორისო სავალუტი ფონდმა, ამგვარი რეფორმის ჩატარება, არა მარტო საქართველოს ურჩია, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც".- შეგვახსენა ყარალაშვილმა.

მას მერე რაც, საერთაშორისო სავლუტო ფონდმა რამოდენიმე ქვეყანას ურჩია კრიზისთან ბრძოლისათვის ევროზე გადასვლა, ეს ვარიანტი საქართველოსთვის იდელურად ჩათვალა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რეფორმების დარგში კახა ბენდუქიძემ. „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის გაკეთებული რეკომენდაცია ევროზე გადასვლის შესახებ, სასარგებლო იქნება საქართველოსთვის".- განაცხადა მან. „თუ კი ევროს მიმოქცევა ჩვენს ქვეყანაში ლეგალური გახდება, ეს ჩვენ ევროკავშირთან დაგვაახლოებს, ჩვენი კავშირი გამყარდება, ასევე მოიზიდავს მრავალ ტურისტსა და ინვესტორს". ბენდუქიძემ რადიო „კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჩერნოგორიეს მაგალითი მოიყვანა, სადაც ევროს შემოღების შემდეგ ეკონომიკის ზრდა 2,5-ჯერ დაჩქარდა, ინფლაციის დონემ კი საშუალოდ 3-ჯერ დაიწია. ეს სახელმწიფო ევროზე გადავიდა, ევროკავშირში შეუსვლელად და საკუთარი გადაწყვეტილების ევროპულ ცეტრალურ ბანკთან შეთანხმების გარეშე. „ვინაიდან ამის გამო ჩერნოგორიეს არ აქვს უფლება განახორციელოს ემისსია, ქვეყანა უცხოური შემოსავლების, ძირითადად ტურიზმის ხარჯზე ცხოვრობს. ამას გარდა, სწორედ ამ მიზეზით ქვეყანაში არ არსებობს ცენტრალური ბანკი".- ჩამოთვალა ნაციონალური ვალუტის გაუქმების ღირსებები ბენდუქიძემ.

ბანკირები, გასაგები მიზეზების გამო შეშფოთდნენ, რომ დაკარგავენ კონტროლს თანხების დინებაზე. როგორც საქართველოს ნაციონალურ ბანკში ამბობენ, საკუთარი ვალუტის არსებობა საშუალებას აძლევს ქვეყანას ჩაატაროს დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა და ამით დაიცვას თავი, ნეგატიური მოვლენებისგან გლობალურ ბაზარზე. ამ ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა რადიო „კომერსანტს" განუცხადა, რომ არ ესმის თუ რა რეფორმებზე საუბრობს პრემიერის მთავარი მრჩეველი და რას ნიშნავს ლარის მიმოქცევიდან შესაძლო ამოღება. „პრემიერის მრჩევლებმა არ იციან ეკონომიკა და საერთაშორისო ნორმები. დოლარის ან ევროს სახელმწიფო ვალუტად გამოცხადების უფლება ვინ მისცა მათ? თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამისათვის მხოლოდ მათი სურვილია საკმარისი?- სარკასტულად აღნიშნა მან.

ლარის გაუქმების წინააღმდეგ გამოვიდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძეც. მან განაცხადა, რომ ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც სართაშორისო ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტები დააიმედა, რომ ნაციონალური ვალუტის მეორახირისხოვნად გადაქცევის საკითხი, განხილვასაც კი არ ექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები თვლიან, რომ ევროზე გადასვლით კრიზისისგან დაზარალებული ქვეყნები, შეძლებენ საგარეო ვალების დარეგულირებას უცხოურ ვალუტაში, რომლის ტვირთიც სულ უფრო იზრდება ნაციონალური ვალუტის გაუფასურების გამო. საქართველოსთვის ეს არგუმენტი, განსაკუთრებულად აქტუალურია. ამა წლის 30 აპრილს ქვეყნის საგარეო ვალმა 4 მილიარდი ლარი შეადგინა, გვატყობინებს რადიო „კომერსანტი". ექსპერტების გამოთვლებით 2009 წლეს საგარეო ვალი შიდა მოხმარების პროდუქტის 30 პროცენტს შეადგენს. თუმცა ფინასთა სამინისტრო ამაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს. „ჩვენ მხოლოდ ოფიციალურ დონორებთან ვთანამშრომლობთ, რომელთა დაფინანსებაც ან გრანტების სახით ხდება, ან შეღავათიანი პირობებით. ჩვენ ამ ვალის გადახდას რელურად 2019 წელს ვიწყებთ და ვიმედოვნებთ, რომ იმ დროისთვის ფინანსური კრიზისი დაძლეული იქნება".- იმშვიდებს თავს გვინდაძე.

გაზეთ „ეკოპალიტრის" მიერ გამოკითხულ ექსპერთა უმეტესობამ, რომლთა ციტირებასაც ახდენს პორტალი „ბიზნეს საქართველო", ევროზე გადასვლას არათანადროულ გადაწყვეტილებად თვლის. „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფის" დამაარსებელი დავით ასალანიშვილი აცხადებს, რომ უცხოურ ვალუტაზე გადასვლა მაშინ არის შესაძლებელი როცა ექსპორტი აჭარბებს იმპორტს და როდესაც ძლიერია ადგილობრივი წარმოება. „პოლონეთიც კი, ევროკავშირის წევრი ქვეყანაც ჯერ არ გადასულა ევროზე, მათ ეს არ აწყობთ, ვინაიდან ეს იწვევს გაძვირებას და ზრდის უმუშევართა რიცხვს".- აღნიშნა ასლანიშვილმა. მან გაიხსენა, რომ ევროზე გადასვლისას ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი ცხოვრების დონე და მაღალი ხელფასები იყო, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3 პროცენტს არ აღემატებოდა. რაც შეეხება ბენდუქიძის არგუმენტს, ინვესტორთა რისკიების შემცირების შესახებ, ასლანიშვილის აზრით, ამგვარდ მათი ქვეყანაში შემოტყუება მაინც არ გამოვა. „ინვესტორების მოზიდვა ჩვენთან, სახელმწიფო ჩინოვნიკებთან შეთანხმებით ხდება და არა აქციების შესყიდვის გზით ან საზოგადო წინადადებებით. იმ სიტუაციაში როდესაც ინვესტიციები განულებულია, მოსფლიო ბაზარზე კი არ არის თავისუფალი ფინანსური რესურსი, ვალუტის შეცვლით ინვესტორს ვერ მოიზიდავ". - თვლის ის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100