RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ისრაელს აღარ იზიდავს „საქართველოს ოქროს ფსკერი“

27.05.2009  |  23:44

2855.jpegისრაელმა - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიურმა ინვესტორმა - ნულამდე დაიყვანა კაპიტალდაბანდებები საქართველოს ეკონომიკაში. ერთობლივი ბიზნეს-პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ ეს ფაქტი ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობით ახსნა, რომელიც აფრთხობს მეწარმეებს. მაგრამ აშკარაა, რომ საქმე მხოლოდ ამაში არ არის. ბიზნესმენებზე შესაძლოა „დიდი პოლიტიკი" დინებებმა იმოქმედეს : ისრაელის ა.შ.შ-სთან უთანხმოება და რუსეთთან დაახლოება.

ისრაელმა შეწყვიტა საქართველოში ფულის ჩადება, განცხდა ერთობლივი ბიზნეს-პალატის თავმჯდომარე იციკ მოშემ. გასულ წელს 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში, სწორედ ისრაელიდან, აღნიშნა მან. თუმცა, საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ისრაელი ვერ შევიდა, ყველაზე ხელგაშლილი მეგობრების ხუთეულში. გასულ წელს, პორტალის „ბიზნეს საქართველოს" მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა ქართულ ეკონომიკაში დააბანდა გაერთიანებული არაბეთის ემირატებმა (306,5 მილიონი დოლარი), მას მოყვება ამერიკის შეერთებული შტატები (167 მილიონი დოლარი), თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები. სულ ქვეყანაში შემოვიდა მილიარდნახევარი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, რაც 2007 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია, მაგრამ გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე არც ისე ცუდად გამოიყურება.

რაც შეეხება ისრაელს, მასთან ეკონომიკური ურთიერთობები გასულ წელს მკვეთრად გაუმჯობესდა. ამას თავის მიზეზები ჰქონდა. ქრისტიანული სიწმინდეების ქვეყანაში, ბევრი ქართველი ებრაელი წავიდა ემიგრაციაში. თავად საქართველოში, რომელიც ამერიკული ფინანსებმა გაივსო, ბევრი საქმე იყო მოხერხებული ნაციის წარმოადგენლებისთვის. მაგალითად ისრაელიდან ჩამოსულმა იგალ პორეცკიმ რესტავრაცია გაუკეთა თბილისის მთავრ სატუმროს - ამჟამად Marriott-ს. როგორც აღნიშნავს პორტალი IzRus, ეს სასტუმრო მაშინ დედაქალაქში პირველი ხუთ ვარსკვალაბიანი სატუმრი იყო.

საქართველო, ისრაელთან სტრატეგიული პარტნიორობსკენ მიისწრაფვოდა. „ყველამ იცის, რომ ებრაელები და ქართველები 2000 წელია მშვიდობიანად ცხოვრობენ გვერდიგვერდ და მათ შორის ნამდვილი იდილიაა, მაგრამ ახლა ეს უკვე არ არის საკმარისი".- განაცხადა 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრმა გელა ბეჟუაშვილმა, წერს გაზეთი „ ნოვოსტი ნედელი". მან თხოვა იერუსალიმს გაეზიარებინა ტექნოლოგიები, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოს ეკონომიკის პერეორიენტაციისათვის, აგრარული მიმართულებიდან - ინდუსტრიულისკენ. განსაკუთრებით ბეჟუაშვილი დაინტერესებული იყო სამხედრო-მრეწველობის სფეროში თანამშრომლობით. ამ დროისათვის ისრაელის კომპანია „ელბიტ"-ს უკვე ჰქონდა გამოცდილება სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციის დარგში, საქართველოს მთავრობის შეკვეთით. ამსთან ერთად იერუსალიმი ეჭვით აკვირდებოდა იმას, თუ თბილისი რა სახით აწყობდა კონტაქტებს, ისრაელის სახელმწიფოს მტრებთან. არაბი ბინზმენები უადვილესად ყიდულობდნენ და ახალც ყიდულობენ საქართველოში მიწებს და საწარმოებს. ირანიც სასწრაფოდ გამოეხმაურა სააკაშვილის თხოვნას დახმარებოდა გაზმომარაგებით, 2006 წლის ავარიის დროს. მაგრამ ქრთველებმა მაინც შეძლე ისრაელის გულწრფელ მეგობრობაში დარწმუნება. ისრაელმა საქართველოს სამხდრო სფეროში თანამშრომლობა შესთავაზა და აწოდებსდა კიდეც იარაღს საბედისწერო 2008 წლის აგვისტომდე.

სამხრეთ ოსეთთან ომის შემდეგ, ისრაელი უფრო დიდი მონდომებით დაკავდა საქართველოში ბიზნესით. როგორც ამაწლის მაისში მასმედია აღნიშნავდა, უკანსკნელ 8 თვეში მათ ქვეყანაში გაცილებით მეტი ინვესტიცია ჩადეს, ვიდრე გასული 8 წლის განმავლობაში. საქართველო ებრაელებისთვის „ოქროს საბადოდ'" გადაიქცა, აღნიშნავს პორტალი IzRus. გორში მშენებარე ლტოლვილთა ბანაკების თავზე, ორი დროშა ფრიალებდა საქართველოს და ისრაელის. სანამ ერთი კომპანია სახლებს აშენებდა, მანამ მეორე ებრაული ფირმა ავტოსტრადას აგებდა, რომელიც გორსა და თბილსს აკავშირებს. როგორც გამოცემა „კალკალისტმა" დაიანგარიშა, თითქმის მესამედი იმ 7 მილიარდი დოლარიდან, რომელიც ა.შ.შ-მ დახმარების სახით გამოუყო სააკაშვილის მთავრობას, ებრაული დაქირავებული ფირმების ჯიბეში მიდის. უმსხვილესია მათ შორის კომპანია Georginvest, რომელიც დედაქალაქის ახლოს 12 ცათამბჯენისგან შემდგარ რაიონს აგებს და ასევე აშენებს ტურისტულ ზონას შავი ზღვის სანაპიროზე. „რილონი" თბილისში მშენებარე სავაჭრო-საცხოვრებელი კომპლექსი. ბიზნესმენი შუმელ პლატონ-შარონი, რომელიც ფლობს ათასობით ჰექტარ მიწას, ელექტრო-გადამამუშავებელ ქარხანას და ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექსს. ომმა ვაკუმი შექმნა, მარავალი სამუშაოს შემსრულებელმა ფირმამ ამას ვერ გაუძლო და ვერ გაუმკლვდა რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ ამოცანებს. ხო და ებრაელებმა შეისყიდეს აღდგენითი პროექტები, მიწის ნაკვეტების ფასად. სწრაფმა განვითარებამ და უცხოური ვალუტის მოდინებამ დაარწმუნა ებრაელები, რომ საქართველო „ქათამია, რომელიც ოქროს კვერცხებს დებს".- კომნტარი გაუკეთა სიტუაციას საქართველოში ინვესტიციების დარგში მნეჯერმა საგივ დავიდმა „ედიოტ ახარონტ"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მაისის შუა რიცხვებში ქვეყნდებოდა, რომ ისრაელის კომპანიები გემავენ საქართველოში კიდევ 150 მილიონი დოლარის ჩადებას, მათ შორის წავკისის, დიღმის, ოქროყანისა, ბაზალეთის ტბის გარშემო ტერიტორიების და თბილისი ზღვის მიდებარე მიწებზე მშენებლობებში. როგორც პორტალი „ბიზნეს საქართველო" იტყობინებოდა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინიტრომ ისრაელის ჟურნალისტებს პრეზენტაცია მოუწყო, ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. მასმედიის ებრაელი წარმომდგენლები „მოიხიბლნენ საქართველოთი" და პირობა დადეს, რომ „ჩამოიტყუებდნენ აქეთ რამოდენიმე ათას ტურისტს". უცებ კი, ისრაელის გეგმები ასე მკვეთრად შეიცვალა. ნეტავ რის გამო? მიზეზად რთული შიდაპოლიტიკური სიტუაცია დასახელდა. „უკანსკნელი მოვლენები საქართველოში, ინვესტორებში შეშფოთებასა და შიშს იწვევს".- განცხადა იციკ მოშემ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100