RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

თბილისელი ჰეროსტრატე მუხათგვერდის სასაფლაოზე მკრეხელობს

28.05.2009  |  10:36

2859.jpegსაქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, როდესაც ათიათასობით თბილისელი და სხვა ქალაქების მაცხოვრებლები სამოქალაქო აღლუმს ატარებდნენ. დედაქალაქის "დინამო"-ს სტადიონზე და პრეზიდენტის სასწრაფო გადადგომას მოითხოვდნენ, მიხეილ ნიკოლოზის ძე მუხათგვერდის სასაფლაოზე გაეშურა. იქ ის სიტყვით გამოვიდა, მის მიერვე გაჩაღებული სამხრეთ ოსეთის ავანტიურულ და დანაშაულებრივ ომში, დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალის გახსნაზე.

სულიერი ავდმყოფობის ნიშნებს საქართველოს პრეზიდენტს ადრეც ამჩნევდნენ. მარტო რად ღირს: მინისტრთა კაბინეტის წვრების ხელით შეხება, პრემიერ მინისტრისთვის ტელეფონის სროლა, გაცხარებული მოლაპარაკებების დროს ჰალსტუხის ღეჭვა, ზეცაში გადაფრენილი ჩიტის ჩრდილის გამო, რომელიც მან რუსეთის გამანადგურებლად მიიჩნია, უეცარი გაქცევა და მიწაზე დანარცხება. მოკლედ ასეთი მაგალითების მოყვანა უსასრულოდ შეიძლება. თითქმის უკვე ორი თვეა ქვეყანაში არ წყდება ოპოზიციის მძლავრი პროტესტი. არადა მრავალი მათი ლიდერი, სასაკაშვილის ყოფილი თანამებრძოლია, რომლებიც განუდგნენ მას და სავარაუდოა, რომ არა მარტო მისი არაადეკვატური საქციელის გამო. ამ ფონზე, როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფალმა, საბოლოოდ დაკარგა საღი აზროვნების ნარჩენებიც.

ალბათ "თვალებში გასისხლული ბიჭების" რაოდენობამ, ისეთ რიცხვს მიაღწია, რომ ბატონმა სააკაშვილმა საკუთარ ვირტუალურ სამყაროში გადანაცვლება არჩია.

1993 წელს, იწყებდა რა მეორე მსოფლიო ომს, ადოლფ ჰიტლერი მთელ სამყაროს ატყობინებდა, რომ პოლონეთი მუხანათურად დაესხა თავს გერმანიას, რომელსაც უბრალოდ მშვიდობა სწყუროდა. შეგახსენებთ, რომ 1939 წლის ზაფხულის უკანასკნელ დღეს გესტაპომ ორგანიზება გაუკეთა და ჩაატარა პროვოკაციული ოპერაცია ზემო სილეზიის საზღვარზე, რაც საბაბი გახდა პოლონეთზე აგრესიის განსახორციელებლად. პირველი სექტემბრის ღამეს, პოლონეთის არმიის სამხედრო მუნდირებში გადაცმულმა ექვსმა ესესელმა (პოლონელი ფოქსდიჩებიდან), ხელში ჩაიგდო რადიოსადგური სასაზღვრო ქალაქ გლაივიცში, დახვრიტეს მისი დაცვა და გავიდნენ ეთერში, წამქეზებლური, ანტიგერმანული გამოსვლებით. ოპერაცია "გლაივიცის" დასრულებისას, მისი ხელმძღვანელი ესესის გაუპტშტურმფიურერი ალფრედ ნაუიოკსი პირადად კლავს რადიოსადგურის მთავარ შესასვლელთან, წინასწარ შერჩეულ, სამხედრო ფორმაში გადაცმულ ტყვე პოლონელს, საკონცენტაციო ბანაკიდან. მის გვამს უნდა დაესაბუთებინა "პოლონური კვალი". ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.

საქართველოს პრეზიდენტი შეეცადა გაემეორებინა, ეს კლასიკური პროვოკაცია, საკუთარ დანაშაულებრივ მცდელობაში, ძალისმიერი გზით გადაეწყვიტა კონფლიქტი სამხრეთ ოსეთთან. თბილისმა მთელს მსოფლიოს შეტყობინა იმის შესახებ, რომ სამხრეთ ოსეთში თითქოს და ჩავიდნენ ასობით ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები, მათ შორის რუსი კაზაკებიც. ქართული ტელევიზიით "მოკლული კაზაკიც" კი აჩვენეს. მოგვიანებით ცხინვალში დაადგინეს, რომ ეს იყო სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, რომელიც დაჭრილი ჩაიგდეს ტყვედ, აწამეს და დახვრიტეს.

უკვე ყველამ იცის, რით დასრულდა სადამსჯელო ექსპედიცია ცხინვალის წინააღმდეგ, რომელიც სანქციონირებული იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მიუხედავად მრავალი პოლიტიკოსისა და სახედროების წინააღმდეგობისა. მათ მაშინვე ესმოდათ, რომ სამხედრო ავანტიურა შესაძლებელი იყო დასრულებულიყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის კრახით.

მუხანათურად დაუშინა რა მშვიდობიან ცხინვალს საზალპო ცეცხლი, ქალაქი ნანგრევებად გადააქცია, ოსი მოხუცები, ბავშვები და ქალები ცოცხალ სამიზნეებად გაიხადა და ახლა მიხეილ სააკაშვილი თავის პირფერთა ჯგუფის წინაშე და იმ ჯარისკაცების საფლავებთან, ვინც თავად გააგზავნა დასაღუპად, გამოდის სიტყვით და კვლავ "ძველ სიმღერას იწყებს მთავარ საკითხებზე". იმეორებს ცრუ თეზისს იმის შესახებ, რომ მის ქვეყანას ომი არ დაუწყია სამხრეთ ოსეთში, არამედ მხოლოდ იცავდა თავს. ასევე მიხეილ სააკაშვილმა შეტყობინა "ქალაქსა და მსოფიოს", რომ გასული წლის აგვისტოში "როკის გვირაბით საქართველოში, რუსეთიდან იმდენი სამხედრო ტექნიკა შემოვიდა, რამდენიც თავის დროზე შეყვანილი იყო ავღანეთსა და ჩეხეთში".

რიგორც ჩანს ბატონი სააკაშვილი შორსაა სამხედრო ისტორიის ცოდნისგან, რომ მზად არის გაავლოს პარალელები ვრშავის ხელშეკრულების ქვეყნების მსხვილ სტრატეგიულ ოპერაციას ჩეხეთში - საბჭოთა კავშირის ავღანეთში ტაქტიკურ ოპერაციასა და საქართველოს "მშვიდობის იძულებას" შორის.

სააკაშვილი რომელიც არაერთხელ ამხილეს სიცრუეში ევროკომისიის წარმომადგენლებმაც კი, ცდილობდა მკვდარი მეომრების წინაშე გაემართლებინა საკუთარი დანაშაულებრივი საომარი ავანტიურა. რა აღარ მოიგონა მუხათგვერდის სასაფლაოზე მიხეილ ნიკოლოზის ძემ. თურმე, ბრძოლის მიმდინარეობისას საქართველოს მამაცმა არმიამ: მთელი რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა გაანადგურა, იმდენი თვითმფრინავი ჩამოაგდო, რამდენიც რუსეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაუკარგავს, (ავღანეთი ამჯერად გამორჩა) ასობით რუსი ჯარისკაცი აიძულეს ბრძოლის ველიდან გაქცეულიყო.......

საქართველოს არმიის გამარჯვება იმდენად აშკარა იყო, რომ "ამ ყველა პროვოკაციის ორგანიზატორმა ვლადიმერ პუტინმა შეწყვიტა მივლინება საზღვარგარეთ, ჩავიდა ვლადიკაცკაზში, შეკრიბა ყველა რუსი გენერალი და ორი საათის განმავლობაში ძალიან უხეშად ესაუბრებოდა მათ ( ზუსტად ისე როგორც სააკაშვილი თავის მინისტრებს), მან ყველა ბრძოლის უნარიანი შენაერთი, სახმელეთო ჯარების ბრძოლის უნარიანი 90 პროცენტი აიძულა შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, ამ პატარა ადგილას".

საქართველოს პრეზიდენტის შეშლილი გამოსვლის შინაარსმა, ზღაპრები მომაგონა. თუმცა ახალ ქართულ ზღაპარში, მიხეილ სააკშვილს ცუდი ბიჭის როლი ერგო, რომელსაც 8 დღიანი სამარცხვინო ომის მიმდინარეობისას, მხარი არ დაუჭირა მთელი თავისი შეიარაღების სიძლიერით ნატომ. არადა ახლადგამოცხადებულ თბილისელ ჰეროსტრატეს, სწორედ ამის იმედი ჰქონდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100