RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ალასანიას გუნდი პარტიად გადაიქცევა

29.05.2009  |  10:53

2876.jpegქართული პარტიების ორ ათეულს შეიძლება კდიევ ერთი შეემატოს. მის შექმნას უახლოეს მომავალში აპირებს ოპოზიციური "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია. შეცვლის თუ არა ეს პოლიტიკური ძალების განაწილებას? GeorgiaTimes ამ კითხვას ექსპერტებს უსვამდა. '

საქართველოს ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასნიამ განაცხადა, რომ მოვიდა დრო მის მიერ ანონსირებული პარტიის შექმნისა. "ეს არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში არსებული ოპოზიციური ძალების განაწილებასთან. ეს იქნება პარტია, რომელიც შევა ალიანსში",- აღნიშნა მან. მოკლედ, პოლიტიკოსმა საიდუმლოდ შინახა როგორც მათი სახელები, ვინც შეიძლება ახალ პარტიაში შევიდნენ, ასევე მისი იდეოლოგიური პლატფორმა.

ახლა "ალიანსი საქართველოსთვის" შეიცავს "ახალ მემარჯვენეებს", "რესპუბლიკურ პარტიას" და ეგრეთ წოდებულ "ალიანსის გუნდს".

იმაში, რომ ექს-დიპლომატის მომხრეები კონსოლიდირებას ახდენენ და თავიანთ პარტიას ქმნიან არაფერია გასაკვირი, თვლის სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი. "რატომაც არ უნდა შექმნან პარტია, თუკი მათ აქვთ სოლიდური იდეოლოგიური პროგრამა",- განაცხადა მან ინტერვიუში. კითხვაზე, რეალურია თუ არა საქართველოში არსებული პარტიებისა და მოძრაობების მრავალფეროვნებაში განსხვავებული პროგრამის შეთავაზება, მენაღარიშვილმა გვიპასუხა: "პოსტსაბჭოთა სივრცეში არცერთ სახელმწიფოში არ არის დასრულებული დემოკრატიული სისტემების ფორმირება, ამიტომაც მსგავსი პროგრამებით პოლიტიკური პარტიების თანაარსებობა, როგორც დემოკრატიის გამოვლინება,- ნორმალური მოვლენაა".

საქართველოშიო ახლა ახალი იდეების დეფიციტია, დარწმუნებულია რუსული დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის შემცვლელი ვლადიმერ ჟარიხინი, ამიტომაც "მათემატიკური მიდგომა" ქართული პარტიებისადმი უადგილოა. "თუკი ირაკლი ალასანიას გამოუვა ჭეშმარიტად ახალი პროგრამის ფორმულირება და სხვა პოლიტიკოსების მოღვაწეობისგან ჩამოშორება, ეს სასარგებლო იქნება პირველ რიგში ოპოზიციისთვის",- განაცხადა ექსპერტმა.

ჟარიხინმა განმარტა, რომ მთელი ოპოზიცია ერთსა და იმავეს ამბობს: "მიხეილ სააკაშვილი სწორ შიდა და გარე პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ცუდად აკეთებს ამას. ჩვენ მოვალთ და კარგად გავაკეთებთ". ასეთი მიდგომა პრობლემისადმი არის პრეზიდენტის ოპონენტების მთავარი პრობლემა. ალასანიამ უნდა შექმნას პრინციპულად ახალი პროგრამა, რომელიც რადიკალურად უნდა განსხვავდებოდე სიმისგან, რასაც სააკაშვილი ხალხს სთავაზობს. თვლის ექსპერტი.

უდავოდ, ოპოზიციის ახალ შემოთავაზებებს ქვეყნის იმ ჩიხიდან გამოყვანა შეეძლო, რომელშიც ის შევიდა საპროტესტი აქციებამდე თვე-ნახევრით ადრე. მათგან განსხვავებით ალასანია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მომხრეა იმ საკითხებზე მაინც, რომლებზეც სააკაშვილი მზადაა საპასუხოდ. ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ საქართველოს ყოფილმა წარმომადგენელმა გაეროში შეიძლება თავს კომპრომისის უფლება მისცეს, რადგანაც მას არანაირი შეცდომა არ დაუშვია საპროტესტო აქციების დროს, მაშინ როდესაც სხვა პარტიების ლიდერებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უამარავი კომპრომატი გაავრცელა. ამ ხალხს "რესპრესიები" ელოდება სააკაშვილის გადაყენებისთვის ბრძოლის შეწყვეტის შემთხვევაში.

თავად ალასანია ცდილობს სიმშვიდე გამოიჩინოს და თავისი მომხრეების რჩევებს არ გადაუხვიოს. დამოუკიდებლობის დღის აღლუმამდე მან განაცხადა, რომ შემდგომში ოპოზიცია გააქტიურდებოდა და გააგრძელებდა ხელისუფლებაზე ზეწოლას. "26 მაისი გადამწყვეტი დღეა, ეს არის ოპოზიციისა და ხალხის ერთობის დემონსტრირება, ეს პოლიტიკურ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ დიდან ჩვენ ავამოქმედებთ ყველა რესურსს, რომლებიც ოპოზიციას გააჩნია". მოკლედ, ყველასთვის უკვე დიდი ხანია გასაგებია, რომ ოპოზიციის მთავარი რესურსი - საზოგადოების საპროტესტო განწყობა- იწურება არეულობით გამოწვეული დაღლილობის გამო.

ალასანიას ასევე წამოცდა, რომ საპროტესტო აქციების პარალელურად მას მოლაპარაკებები ექნებოდა საერთაშორისო საზოგადოებასთან და შსაძლებელია ხელისუფლებასთანაც. "ამჯერად დიალოგი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს თუნდაც ნაწილს იმ მოთხოვნებისა, რომელიც მანამდე ოპოზიციამ წამოაყენა. თუკი პირველად ჩვენ მოლაპარაკებებზე ყოველგვარი პირობების გარეშე წავედით, ახლა ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების მზადყოფნის რეალური დადასტურება",- აღნიშნა ლიდერმა.

ალასანიას განცხადებიდან გამოდის, რომ ის, ისევე როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, მზად არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის თუნდაც კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. მაგრამ სულაც არ შიძლება ჩავთვალოთ, რომ ის მზად არის ქართულ საზოგადოებას შესთავაზოს იდეები, რომლებიც შეძლებენ სააკაშვილის პოლიტიკური და ეკონომიკური შეცდომების გამოსწორებას.

ჯერჯერობით დიპლომატს, რომელსაც თავიდან ყველა ამერიკული მფარველის მიერ გამოგზავნილ მესიად მიიჩნევდა, არ გამოუვლენია თავი განსაკუთრებულ ლიდერად.

მრავალი გამოკითხვის თანახმად, პირველ ადგილს პოპულარობის მიხედვით იკავებს ლევან გაჩეჩილაძე. სიას ირაკლი ალასანია აგრძელებს. ტელეკომპანია მაესტროს ვერსიით კი გაჩეჩილაძეს რეიტინგში გუბაზ სანიკიძე მოსდევს, ხოლო მესამე ადგილს მიხეილ სააკაშვილი იკავებს. ამ სიაში არ არის ალასანია. რომელსაც ცნობილმს რეჟისორმა გიორგი დანელიამ მოგზავნილი უწოდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის შემცვლელის მეთიუ ბრაიზას მიერ.

თებერვალში ექსპერტი გია ხუხაშვილი ვარაუდობდა, რომ ალასანია და ნინო ბურჯანაძე შექმნიდნენ ორ ოპოზიციურ ცენტრს. ბატონ ირაკლის, ამბობდა ექსპერტი, "აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ ვთვლი, რომ მას უფრო მეტი ძალა და მუხტი სჭირდება. ეს მუხტი მას მისმა გუნდმა შეიძლება მისცეს, რომელიც აუცილებლად უნდა გაფართოვდეს." ახლა ალასანიას მომხრეების რიცხვმა პარტიაც კი შეავსო, მაგრამ შეცვლის კი ეს ძალათა გადანაწილებას ოპოზიციაში?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100