RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართული ოპოზიცია სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის

01.06.2009  |  10:50

2889.jpeg„სამოქალაქო აღლუმი" სამხედროს ნაცვლად, უპრეცედენტო ასიათასიანი მიტინგი, სარკინიგზო გზების პიკეტირება - ასე საქართველომ თავისი დმაოუკიდებლობის დღე აღნიშნა. მაგრამ 2009 წლის 26 მაისი ეპოქალური არ გამხდარა, როგორც ამას ოპოზიციის ლიდერები გვპირდებოდნენ. უფრო მეტიც, ოპოზიციის რიგებში განხეთქილება ჩამოვარდა. ისინი ბრძოლას უკვე არა საერთო ფრონტზე, არამედ ინდივიდუალური გეგმებით აგრძელებენ. შეწყვეტს თუ არა ეს განხეთქილება საპროტესტო ტალღას, თუ ქვეყანაში კვლავ გაგრძელდება მიტინგები? ჩვენს კითხვებზე უპასუხა ქართველმა პოლიტოლოგმა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ხუციშვილმა.

სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეს მასობრივი პროტესტის დემონსტრაციის შემდეგ არა მხოლოდ არ სწვდა კალამს და დაწერა გადადგომის განცხადება, არამედ პირიქით დემონსტრაციულად გაფრინდა რომში საფეხბურთო მატჩზე. ამით მან ხალხს მიანიშნა, რომ უბრალოდ იგნორს უკეთეს ოპოზიციას და მის მოთხოვნებს. მისი ოპონენტები ვერ ხვდებოდნენ: რა დროს ფეხბურთია, როდესაც ტერიტორიების 20% არის დაკარგული. მაგრამ ამანაც ვერ გააერთიანა ოპოზიციონერები. განხეთქილება არც ჟურნალისტების გამონაგონი აღმოჩნდა და არც ხელისუფლების კიდევ ერთი ინტრიგა.

„აქციები სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდება. თუმცა ამ აქციების ნაწილი იქნება ერთობლივი, ნაწილი კი ერთმანეთს შეავსებს",- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, რომელიც „ალიანსი საქართველოსთვის" შემადგენლობაშია. ალიანსია ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თავის მხრივ აღნიშნა, რომ პერმანენტულმა საპროტესტი აქციებმა, რომლებიც უკვე 9 აპრილიდან ტარდება, „უკვე ითამაშა დადებითი როლი და ახლა საჭიროა ამ აქციების აზრისა და ფორმის შეცვლა". ალასანია დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი მოლაპარაკებებია.

სხვა აზრის აქვს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც აცხადებს, რომ იპოზიცია თავის ბრძოლაში არც ერთი ნაბიჯით არ აპირებს უკან დახევას. ის მომხრეა „აქტიური, რადიკალური, მაგრამ იმავე დროს მშვიდობიანი და კონსტიტუციური მეთოდებისა პრეზიდენტის გადადგომისთვის ბრძოლაში". ბურჯანაძე ხლისუფლებასთან დიალოგს უაზრობად ტვლის, რადგან, მისი თქმით, „ხელისუფლება დიალოგს დროის გაწელვისთვის იყენებს და იმისთვის, რომ საპროტესტი ტალღა ჩაახშოს".

კონსტანტინე გამსახურდიას პარტია „თავისუფლებას", ასევე „ეროვნული ფორუმი" კახა შარტავას ხელმძრვანელობით, აპირებენ აქციების გაგრძელებას ინდივიდუალურად. ისინი დაჟინებით მოითხოვენ აქციების არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში ჩატარებას.

სოციოლოგების მონაცემებით, რადიკალურად განწყობილი ელექტორატის წილი ძველებურად მაღალია. როგორც „სიახლეების დრო" წერს, „მაესტროს" ეთერში ჩატარებული გამოკითხვისას, უმეტესობა ითხოვდა ულტრარადიკალურ ქმედებებს და არა მხოლოდ რკინიგზის, არამედ აეროპორტის ბლოკირებასაც. დროა შეტევაზე გადასვლისა, რათა სააკაშვიოლი წავიდეს, თქვა ერთ-ერთმა რესპოდენტმა. ეთერში ხმის მიმცემთა 85% იყო რადიკალური ქმედებების მომხრე, 10% დემონსტრაციების სრული შეწყვეტისა, დანარჩენებს პასუხის გაცემა გაუჭირდათ.

ვისი იმედები გამართლდება? კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხუციშვილი თვლის, რომ 26 მაისი გახდა მნიშვნელოვანი ოპოზიციური მოძრაობისთვის. მოხდა ხალხის მხრიდან სერიოზული მხარდაჭერის დემონსტრირება, ეროვნული სტადიონი მთლიანად გაივსო. ამის შემდეგ ძალიან უცნაურია, რომ ოპოზიცია არ ერთიანდება. პოლიტოლოგის აზრით, სწორედ ხალხის მხარდაჭერის დემონსტრაციამ მიგვიყვანა წინააღმდეგობების გამწვავებამდე, რაც ყოველთვის იყო.

„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს სურს წარმატების მიღწევა და გამარჯვებამდე დგომა, რომელიც მისი აზრით, ძალიან მალე უნდა დადგეს,- ამბობს პოლიტოლოგი.- გაწონასწორებულები, რომლებსაც ჩემ თავსაც მივაკუთვნებ, პირიქით, დარწმუნებულები არიან, რომ პროცესის დაჩქარება შეუძლებელია".

როგორც ექსპერტი-კონფლიქტოლოგი ხუციშვილი ვარაუდობს, ეს სულაც არ არის განხეთქილება, რადგანაც მთლიან ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნები ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ უცვლელია. არავინ ენდობა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას. „განხეთქილება ჯერ არ არის. არის სერიოზული განსხვავებები მეთოდებსა და მიდგომებში",- ამბობს ხუციშვილი. რადიკალური ოპოზიცია თვლის, რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით. გაწონასწორებული ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს სისტემურ ცვლილებებზე, რომლებიც სულაც არ გამორიცხავს პრეზიდენტის გადადგომას და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში სერიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ამასთანავე ის ამბობს: იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს, რომელზეც თანახმაა გაწონასწორებული ოპოზიცია, ხელისუფლებამ შემოთავაზებათა პაკეტი უნდა წარმოადგინოს. ის ექვსი პინქტი, რომლებიც განიხილეს პრეზიდენტთან პირველ შეხვედრაზე, პოლიტოლოგის აზრით, სულაც არ არის ასეთი პაკეტი,

კითხვაზე - აიღებს თუ არა ქართული ოპოზიცია საზაფხულო დასვენებას, ექსპერტმა გვიპასუხა, რომ ჯერ გარკვეული არაფერია. ერთი მხრივ, თუკი რადიკალური ოპოზიცია დაბლოკავს გზებსა და აეროპორტებს, მაშინ ხელისუფლებამ თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები. ეს ქვეყნისთვის ყველა უპერსპექტივო სცენარია, თვლის ხუციშვილი. ხოლო თ კი ოპოზიცია უარს იტყვის ზემოთ ხსენებულ ზომებზე, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება პერმანენტული საპროტესტო აქციები, რომლებიც შემდეგ ახალი ძალით დაიწყება.

ასე რომ ზაფხული შეიძლება გამოირჩეოდეს როგორც რადიკალიზაციით, ისე ოპოზიციური მოძრაობის შესუსტებით.

საქართველო თითქმის ორი თვეა ცხოვრობს მიტინგებისა და საპროტესტო აქციების პირობებში, თუკი ეს შემოდგომამდე გაგრძელდა, მაშინ რა მოელის ქვეყნის ეკონომიკას? ამ კითხვაზე ჩვენმა თანამოსაუბრემ გვიპასუხა:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100