RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილმა ხალხის შიმშილით დამორჩილება გადაწყვიტა

02.06.2009  |  10:26

2908.jpegსაქართველოს ხელისუფლებამ საცხოვრებელი მინიმუმი 114.9 ლარამდე დაწია. ასეთო ხელოვნური ხერხით მათ შეამცირეს პენსიის თანხასა და სამომხმარებლო კალათას შორის სხვაობა. თუმცა, პროდუქტები ძვირდება, უმუშევრობა კი იზრდება.

თბილისის მცხოვრების რეალური გადასახადები საკვებსა და კომუნალურ მომსახურეობაზე ერთ სულზე დაახლოებით 300 ლარს შეადგენს. ეს მკურნალობის, სწავლის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყიდვის გარეშე.შედარებისთვის, პენსია საქართველოში შეადგენს 80 ლარს, მასწავლებლის ხელფასი კი 120-150 ლარს.

ხელისუფლება თვლის, რომ ცხოვრება შესაძლებელია თვეში 114,9 ლარით. ორ სულიან ოჯახს 183,8 ლარი ეყოფა, ხოლო სამ სულიანს 206,8.

ეს მინიმუმი გათვლილია 40 სახის საქონელზე. რომელთა 70%-ს კვების პროდუქტები შეადგენს, 30%-ს კი სამომხმარებლო საქონელი, წერს „ბიზნეს საქართველო".

სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა ჯერ კიდევ 2003 წელს განსაზღვრა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ. საკვები პროდუქტების ენერგეტიკულმა ღირებულებამ დღეში 2300 კილოკალორია შეადგინა. ნორმით, შორმისუნარიან ქართველ მამაკაცს დღეში ეყოფა 40 გრამი საქონლის ხორცი, 10 გრამი ღორის ხორცი, ნახევარი კვერცხი, 40 გრამი თევზი, 20 გრამი ყველი, 50 გრამი შაქარი, 50 გრამი პომიდორი, 29 გრამი ლობიო, 10 გრამი ბრინჯი, 15 გრამი სტაფილო. ჩამოთვლილიდან ყველაზე დიდი წილი ერგო კარტოფილს და ხორბლის პურს - 250 გრამი.

ეს ნაკრები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. „თუკი ევროპელები თვლიან, რომ იქაურ მაცხოვრებლებს ყოველთვიურად 5 კგ ხორცი სჭირდებათ, ჩვენი ხელისუფლება თვლის, რომ ხორცის სადილში ხმარება საერთოს არ არის საჭირო და ეს 5კგ კარტოფილით შეცვალა",- განაცხადა მომუშავე ქართველთა უფლებების დამცველმა.

სამომხმარებლო კალათის ენრგეტიკული ღირებულება შემუსავებულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით და ის ერთი და იგივეა ყველა ქვეყნისთვის, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. „რაც შეეხება კალათის შემადგენლობას, ის ჩვენი კვლევების საფუძველზე შედგა, თუმცა, გადახედვას საჭიროებს",- აღნიშნა მან და სამომხმარებლო მინიმუმის წლის ბოლოს გადახედვის პირობა დადო.

„გადავხედავთ ასევე არაგასაყიდი ნაწილის სამომხმარებლო მინიმუმს, რომლის გერკვეული ნაწილი მოდის სამედიცინო ხარჯებზე. იაფი დაზღვევა და სხვა სოციალური პროგრამები მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ ხარჯებს. ეს თავის მხრივ გამოიწვევს თანხების სხვაგვარ გადანაწილებას სამომხმარებლო მინიმუმის შედგენისას",- დარწმუნებულია კვიტაიშვილი.

ღრუბლებში მფრინავი მინისტრის ოპტიმიზი სავსებით ლოგიკურია. იმის თქმას, რომ იაფი დაზღვევით სარგებლობას ნახევარი მილიონი მოქალაქე შეძლებს, თუმცა ამის სახსრები ყველა ოჯახს სულაც არ აქვს, კვიტაშვილს თანამდებობა ავალდებულებს. როგორც საზოგადოების უზრუნველყოფილი ნაწილის წარმომადგენელი, ფასების კლებას ის ამჩნევს. მაგრამ ის, როგორც წესი, ძვირფას საქონელს ეხება, რომელიც საშუალო ქართველის სამომხმარებლო კალათში სულაც არ შედის.

ასე რომ ხელისუფლების მიერ სამომხმარებლო მინიმუმის შემცირება გამართლებული არ არის, განაცხადა პედაგოგებისა და მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირის პიარ-მენეჯერმა ნინო თარხნიშვილმა. მისი თქმით, თვეში 114 ლარით რომ იცხოვრო, ხორცზე უარი უნდა თქვა. თარხნიშვილი მოყვა, რომ მათი პროფკავშირი ახლა საქართველოს რეგიონებში ატარებს პრესკონფერენციებს, რომლებზეც გამოაქვთ მოთხოვნა მასწავლებლის ხელფასის 900 ლარამდე გაზრდის შესახებ, ანუ როგორც მინიმუმ 6-ჯერ.

ჯერ კიდევ მარტში, როდესაც სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით ერთ შრმისუნარიან მამაკაცს ყოფნიდა 132 ლარი, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ლადო პაპავამ განაცხადა, რომ ეს არაადეკვატური ციფრია, ისევე როგორც ნებისმიერი სტატისტიკა საქართველოში. მას არ ესმის, როგორ უნდა გაანაწილოს ეს თანხა ადამიანმა კვებაზე, სატრანსპორტო ხარჯებზე, გაზის, წყლის, შუქის და სხვა კომუნალურ მომსახურეობებზე. „საცხოვრებელი მინიმუმ საქართველოში 132 ლარზე ბევრად მეტს შეადგენს",- ამტკიცებს ექსპერტი.

ახლა მინიმუმი კიდევ უფრო ნაკლები გახდა. მაღაზიაში საქონელი კი სულ უფრო ძვირდება. ამიტომაც უწოდებს ირაკლი პეტრიაშვილი სამომხმარებლო კალათის ღირებულების შემცირებას ხელოვნურს. ამის გამო შეიძლება მოქალაქეთა მტეი კატეგორიები დაზარალდეს, მას შემდგ რაც მოხდება დახმარებებისა და ლგოტების გადათვლა. როგორც პეტრიაშვილმა 1 მაისს განაცხადა, ქვეყანაში ისედაც 900 000 ადამიანი სირარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამასტანავე, 400 000 ადამიანი დარჩა სამუშაოს გარეშე და არანაირ დახმარებას არ ღებულობს.

ფიქრობს კი ხელისუფლება ხალხის რეალურ კეთილდღეობაზე? დეკემბერში ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ფინანასთა მინისტრი ნიკა გილაური ნამუსზე შეაგდო იმის გამო, რომ მან არ იცოდა ქვეყნის საცხოვრებელი მინიმუმი. ახლა, ალბათ, მინისტრმა ეს ციფრი ზეპირად იცის. მაგრამ ნუთუ ამით ცხოვრება გამარტივდა?

იანვარში პრეზიდენტმა აღიარა, რომ ხალხი ძალიან ღარიბულად ცხოვრობს. „მე მესმის რა არის, როდესაც არ გაქვს სახელმძღვანელოები, საკვები, წამლები, ზოგს ფეხსაცმელიც არ აქვს, რომ სკოლაში იაროს. ჩვენი მიზანია სირარიბის დაძლევა და ამისთვის მე მზად ვარ თავის დავდო",- სააკაშვილის დანაპირების ციტირებას ქართული მასმედია ახდენდა. გავიდა თითქმის ნახევარი წელი. სიტუაცია ეკონომიკის ყველა სფეროში გამწვავდა, უმუშევართა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა, თანხის გადარიცხვები საზღვარგარეთიდან შემცირდა. სააკაშვილმა არც ტავი გასწირა და არც გადადგომას აპირებს, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს.

 

 

სალომე ბატიანი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100