RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ხმა მისცეს სამხრეთ ოსეთის დმაოუკიდებლობას

02.06.2009  |  10:30

2910.jpegმოსკოვის ამომრჩეველთა უბანზე არც ისე ბევრი ხალხი მივიდა, როგორც ელოდნენ. მაგრამ ეს ისინი იყვნენ, ვისთვისაც სულერთი არ არის სამხრეთ ოსეთის ბედი. კითხვაზე, თუ ვის მისცეს ხმა, თითქმის ყველა ერთნაირად პასუხობდა - თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.

სამხრეთ ოსები არ ჩქარობდნენ წასვლას კონვერტის ურნაში ცაგდების შემდეგ. ისინი ხის ჩრდილში იდგნენ, საუბრობდნენ, ნაცნობებს ელოდებოდნენ.

შენობიდან ახლად გამოსულ ქალებს ხელში ეჭირათ დიდი თეთრი საქაღალდეები, რომლებზეც მშობლიური რესპუბლიკის რუქა იყო გამოსახული. ეს საჩუქარი გადასცეს ყველას, ვინც ხმა სამხრეთ ოსეთს მისცა. საქაღალდეში არის კალენდარი და სამხრეთ ოსეთის ბუნების სურათები. ოსები ამბობენ, რომ ამ პეიზაჟებს სახლში დაკიდებენ.

„მაგრამ ჩვენ , რა თქმა უნდა, აქ ამისთვის არ მოვსულვართ. არც კი ვიცოდით, რომ სიურპრიზი მოგვიმზადეს",- იცინიან ისინი.

კითხვაზე, თუ ვის მისცეს ხმა, ერთნაირად პასუხობენ: „ოსეთს, თავისუფალ არჩევნებს, ჩვენი ერის თავისუფალი ნების გამოხატვას".

ნალას, რომელიც ცხინვალიდან მოსკოვი თითქმის 25 წლის წინ ჩავიდა, თმა თითქმის სულ გათეთრებული აქვს. ჩემს შენიშვნაზე, რომ ის საერთოდ არ ჰგავს ოსს, მპასუხობს: „თვალები? შეხედეთ, ბევრი ოსი ხომ თეთრია". მიმოვიხედე და მართლაც, თითქმის ყველას მწვანე თვალები ჰქონდა. „ აი თქვენ ამბობთ თმებიო, მე კიდევ თითქმის სულ გავჭაღარავდი რამოდენიმე აგვისტოს დღის განმავლობაში",- აგრძელებს ნალა.ცხინვალში მისი მშობლები და ნათესავები ცხოვრობენ. მას ჯერ კიდევ არ ესმის, როგორ სეიძლება ჩვენს დროში ადამიანმა გასცეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის განკარგულება.

„ჩვენ გავუძელით ამ საშინელ ომს და მთელ მსოფლიოს გვინდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვიჩუქეთ თავისუფლება, არამედ დავიმსახურეთ კიდევაც ის. ჩემი ხალხი მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფლად გამოგვეხატა ჩვენი ნება არჩევნებზე. არა მიტინგებით და მუშტის ქნევით, როგორც ამას საქართველოში აკეთებენ, არამედ ცივილიზებული გზით. მოვედით უბანზე, მივეცით ხმა, გამოვხატეთ ჩვენი აზრი, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მეხუთე მოწვევაც, ვფიქრობ, გააგრძელებს საპარლამენტო მუშაობის ტრადიციებს. მე მათ ვუსურვებ, რომ ყველაფერი გამოუვიდეთ. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ გავუძელით. ახლა უნდა ვიცხოვროთ. ვაშენოთ ახალგაზრდა სახელმწიფო - იშვიათი, მშვენიერი, ქრისტიანული",- დარწმუნებით საუბრობს ნალა.

ვაკონკრეტებ, თუ რომელ პარტიას მისცეს კონკრეტულად ხმა ნალამ და მისმა მეგობარმა - „ერთობას". როგორც ირკვევა, საქმე ამ პარტიის პროგრამაშიც არ არის, რომელიც სხვა დანარჩენებისგან არც ისე გამოირჩევა. საქმე ისაა, რომ ამომრჩევლები სიაში მყოფ ხალხს პირადად იცნობენ და ენდობიან. სამხრეთ ოსეთი პატარა რესპუბლიკაა და ყველა ცნობილი ადამიანის საქმეები თუ გამონათქვამები ხალხმა კარგად იცის.

რაც შეეხება ოპოზიციას, მმართველი პარტიის დაკნინების მცდელობებს მოსკოველი ამომრჩევლები სერიოზულად არ უდგებიან. პრეზიდენტისა და მისი გარემოცვისთვის წამოყენებული მთავარი ბრალდება არის რესპუბლიკის აღდგენის ნელი ტემპი. „ამაში არც ედუარდ კოკოითია დამნაშავე და არც „ერთობა". უბრალოდ მოსკოვიდან ტანხები დაგვიანებიტ ჩამოვიდა",- აკონკრეტებს ოსი სტუდენტი. მასთან ერთად სამი მორცხვი ოსი გოგონაა. ისინი ყველანი მოსკოვში სწავლობენ. ყოველ ზაფხულს ისინი მშობლებთან ჩადიან და იმედი აქვთ, რომ ერთ დღესაც იქ დიპლომატებით ჩავლენ და თავიანთ სამშობლოს დაეხმარებიან. სტუდენტი აკონკრეტებს, რომ თავად „ერთობას" მისცა ხმა, მაგრამ მის ნაცნობებში არიან ისეთებიც, ვინც კომუნისტები და „ეროვნული პარტია" აირჩიეს. „ფიდიბასტს" ის არ ახსენებს.

ნალა თვლის, რომ ოპოზიციის ყველა გამოსვლა იყო დაგეგმილი აქცია რესპუბლიკის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის მიზნით: „პირდაპირ ვერ გაგვანადგურეს, ახლა საინფორმაციო ომით სურთ ამის გაკეთება". მისი თქმით, სამხრეთ ოსეთსი დემოკრატიის ძალიან კარგი ტრადიციებია და თუკი ვინმეს უკმაყოფილების გამოხატვა სურს მას ამის სახალხოდ გაკეთება თავისუფლად შეუძლია."და ამისთვის არ არის საჭირო შეკრება და მიტინგების გამართვა რუსეთში, ამერიკაში ან თუნდაც საქართველოში. ამისთვის ოსეთში ჩასვლაა საჭირო, რადგან იქ ხალხი ცხოვრობს. თორემ გამოდის, რომ „ჩემ გარეშე დამაქორწინეს"? უბრალოდ სასაცილოა",- ამბობს ის და გულისხმობს ფიდიბასტის ლიდერის ვიაჩესლავ გობოზოვის გამოსვლას, რომელიც უკანასკნელი წლებია ცხოვრობს ჩრდილოეთ ოსეთში.

ჩვენი მესამე თანამოსაუბრე კრომველ ბიაზარტი თვლის, რომ სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჯერ არ არსებობს სრულიად დამოუკიდებელი პარტია. მიმდინარეობს მათი ჩამოყალიბების პროცესი და ამ პარტიებს შორის ჯერ განსხვავება პრაქტიკულად არ არის. „ყველა პარტია თავისუფლების მომხრეა, მეც თავისუფლებას მივეცი ხმა, არ აქვს მნიშვნელობა ზუსტად რომელ პარტიას",- აღნიშნა ბიაზარგიმ, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ცხინვალში. „მე ოსური სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას მივეცი ხმა. მე მივეცი ხმა იმას, რომ რაც ოთხი წლის განმავლობაში ვნახე არ განმეორდეს",- აღნიშნავს ის.

მოსკოვის უბანზე ასზე ცოტა მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. მთლიანად არჩევნებში მონაწილოება მიიღო ამომრჩეველთა 81,93-მა პროცენტმა სამხრეთ ოსეთის 52 000 აღრიცხული მოქალაქიდან.

ხმების უმრავლესობა - 46.38% , წინასწარი გამოთვლებით, ერგო „ერთობას". კომუნისტურმა და ეროვნულმა პარტიებმა მიიღეს თითქმის ერთნაირი რაოდენობა ხმებისა - 22,25% და 22,58%. „ფიდიბასტეს" პარლამენტში მოსახვედრად არ ეყო სულ ცოტა, 0.7%. მან მიიღო ხმების მხოლოდ 6.37%.

 

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100