RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველოს ოპოზიცია: ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან

03.06.2009  |  10:17

2924.jpegსაქართველოში ზაფხულის დადგომა განსაკუთრებულად აღნიშნეს. თავისუფლების მოედანი მას კარვების ქალაქისა და გისოსებიანი საკნების გარეშე შეხვდა. ხელისუფლებამ არა მხოლოდ მოედნის დალაგება, არამედ მისთვის დეზინფექციის ჩატარება გადაწყვიტა. თბილისში უკვე იმაზე ალაპარაკდნენ, რომ საპროტესტო ტალღის ჩავარდნა იწყება. მაგრამ ოპოზიცია ხალხს უკმაყოფილების ახალ აფეტქებას შეპირდა. სიტუაციას კომენტარს უკეთებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

თბილისის ცენტრში მოძრაობა თავისუფლების მოედნის გავლით, რომელიც აპრილის შუა რიცხვებიდან დაბლოკილლი იყო, როგორც იქნა აღდგა. ოპოზიციამ იქიდან გისოსებიანი საკნები აიღო. თუმცა ეს კეთილი ნების აქტი, როგორც აღმოჩნდა, სულაც არ ნიშნავს უკან დახევას. საპროტესტო მოძრაობის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მშვიდობიანი ბრძოლის მოცემულმა ფორმამ თავისი როლი ითამაშა და ახლა საჭიროა მეტი ყურადღების დათმობა სახელმწიფო უწყებების, ძირითადად, პარლამენტისა და ქალაქის მერიის პიკეტირებისთვის.

„ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა საკნების ქალაქის დაშლა და „საგაზაფხულო ვერსიაზე" გადასვლა. რუსთაველის გამზირის გახსნა, მისი თქმით, ჯერ არ იგეგმება. „ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტის ბლოკირებას, თუმცა სხდომები ჩვეი პროტესტის ფონზე ჩატარდება",- განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

ხელისუფლებამ თავისუფლების მოედნის დაცლას თავისებურად აღნიშნა: მას დეზინფექცია ჩაუტარა. ამის შესახევ განაცხადა მერიის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა ტარიელ ხიზანეიშვილმა. სხვათა შორის, ჯერ კიდევ მაისის შია რიცხვებში, ოპოზიციამ თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტერია გახსნა - კოსტავას ქუჩა და ამ გადაწყვეტილებას „კეთილი ნების ჟესტი" უწოდა. ამიტომაც ალაპარაკდნენ თბილისში ოპოზიციის დამარცხებასა და საპროტესტო ტალღის შესუსტებაზე.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უკმაყოფილოებისთვის დეზინფექცია სულაც არ არის ხელის შემშლელი. თავისუფლების მოედნის დაცლის შემდეგ ოპოზიციამ საკნები პარლამენტის გარშემო დადგა. ამას გარდა, პარლამენტის წინ სცენა განაახლეს. ოპოზიციის ჩანაფიქრით, დაახლოებით 500-მა რკინის საკანმა, რომლებიც დედაქალაქშია მიმოფანტული, უნდა გამოსახოს ქვეყანაში არსებული პოლიციური რეჟიმი.

შეურიგებელი ოპოზიცია გუშინ დილიდან შეუდგა მერიის სენობის პიკეტირებას. ოპოზიციის მომხრეებმა გადაკეტეს შარტავას ქუჩა. ოპოზიციონერებმა ქალაქის ადმინისტრაციას მოთხოვეს უარი ეთქვა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაზე და შეესრულებინა თავისი მოვალეობა, ეს კი ძირითადად ქალაქის სანიტარიის შენარჩუნებას გულისხმობს. ასევე მომიტინგეთა მოთხოვნების ჩამონათვალში არის სააკაშვილის გადადგომა, ვადამდელი საპრეზიდენტო და მერის პირდაპირი არჩევნების ჩატარება.

იმის მაგივრად რომ ქალაქის ინტერესებში იმოქმედოს, მერია იქცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბად და პოლიტიკური მოტივებით წყვეტს, საჭიროა თუ არა ამა თუ იმ ტერიტორიის ნაგვისგან გაწმენდა",- თქვა კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

მიუხედავად მრავალი უთანხმოებისა, ოპოზიციის ლიდერები მუდამ თავიანთ ერთიანობას უსვამენ ხაზს. „ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში, ირაკლი ალასანიამ კი განაცხადა, რომ მისი პარტია ყველა საპროტესტი აქციაში არ მიიღებს მონაწილეობას. ძირითადად, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას მაგისტრალებისა და ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებაში. ამასთან ერთად ალასანიამ გაამახვილა ყურადღება იმაზეც, რომ კვლავ რცება ოპოზიციის რიგებში და რეგულარულად აწარმოებს კონსულტაციებს ოპოზიციურ ძალებთან.

ამ ყველაფერმა ლევან გაჩეჩილაძეს სულაც არ შეუალა ხელი იმის განცხადებაში, რომ პირველი ივნისიდან ოპოზიცია საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს. უფრო მეტიც, მისი თქმით, დგება მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაში გადამწყვეტი ფაზა. ოპოზიციის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება დაიწყონ თავიანთი აქციების ორგანიზება საელჩოებთან. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ოპოზიციის აზრით, უნდა შეწყვიტონ გულგრილობის გამოვლენა. პრეზიდენტი ყოველდღე არცხვენს ქვეყანას, დიპლომატიური მისიები კი მხოლოდ ხელს უწყობენ ამას თავიანთი უმოქმედობით.

ახლანდელი ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროც დაადანაშაულეს პროვოკაციები მოწყობაში. გასული კვირის ბოლოს კვლავ გრძელდებოდა მომიტინგეები დაპირისპირება პოლიციელებთან. პარასკევის ღამეს პარლამენტთან მასობრივი ჩხუბი მოხდა. შსს ირწმუნება, რომ წამომწყებები მოპიკეტეები იყვნენ. ოპოზიციონერები კი ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული დაახლოებით ოცი პოლიციელი თავს დაესხა მათ ხელკეტებით.

ნინო ბურჯანაძის პარტიის ოფისში დარწმუნებულები არიან, რომ შსს გამიზნულად აწყობს პროვოკაციებს. ადამიანი როდესაც სამოქალაქო ტანსაცმელშია ხომ ვერ გაარჩევ პოლიციელია თუ ბანდიტი, ხალხი კი ყოველთვის დაიცავს თავს.

თავის მხრივ „ეროვნულმა ფორუმაა" განაცხადამ რომ 7 ივლისს სააკაშვილს სიურპრიზს მოუწყობს რეგიონებში. თურმე იქ ჩატარდება აქციები, რომლებსაც მილიონი ადამიანი შეუერთდება. ამის შესახებ განაცხადა „ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ. თუმცა ხელისუფლება უკმაყოფილო ადამიანების დათვლას სულაც არ აპირებს. „რომელ ხალხზეა საუბარი? ამ ქვეყანაში უამრავი ადამიანი ცხოვრობს, ყველა განსხვავებულია. და გადაწყვეტილებები იმის მიხედვით მივიღოთ, თუ რამდენი სტადიონი გაივსება? თუკი ვინმე სამ სტადიონს გაავსებს და სინგაპურთან გაერთიანებას მოითხოვს მაშინ რა უნდა ვქნათ?",- აცხადებდა ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი.

დათმო ოპოზიციამ თავისი პოზიციები თუ არა? ამის შესახებ ჩვენი კორესპონდენტი ქართველ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100