RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

დროა თესვის და არა პროტესტის

05.06.2009  |  17:01

2954.jpegსაქართველოს სოფლის მაცხოვრებლებს ყველაზე ნაკლებად შეეხოთ ქართული ოპოზიციის მიერ წამოწყებული დაპირისპირება. ეკონომიკის ამ სექტორს, მიუხედავად დღევანდელი სატირალი მდგომარეობისა, აქვს ზრდის დიდი პერსპექტივები. საჭიროა მხოლოდ ინვესტორების მოძიება ტექნიკური მოდერნიზაციისთვის. სასოფლო მეურნეობის სიტუაციას კომენტარს უკეთებს ექსპერტი ნოდარ ხადური.

სანამ ქართველების ნაწილი რუსთაველის გამზირზე საკნებში ისვენებს და მერიის შენობას კვერცხებს ესვრის, სხვები ოფლს ღვრიან ფერმებში, მინდვრებში და ბაღებში. ახლახან პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლების ძირითადი მონაწილეები უმუშევრები არიან. აი სოფლებში კი ასეთი ხალხი თითქმის არ არის. თუკი სოფლის მეურნეობის დაწესებულებია იქ ცოტა, საკუთარი მიწა ყველას აქვს.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკური საკითხები არ აღელვებთ, უბრალოდ სოფლის მეურნეობაში არის ხვნის, თესვის და მოსავლის აღების დრო",- განაცხადა ინტერვიუში ეკონომისტმა და ფინანსთა მინისტრის ყოფილმა შემცვლელმა ნოდარ ხადურმა.

ექსპერტის აზრით, საქართველოში არის სპეციფიკური კლიმატი, რომელიც სოფლის მეურნეობას ეკონომიკის შემოსავლიან სფეროდ ხდის. თუკი ჩაის წარმოების განახლების შესაძლებლობაში ნოდარ ხადურს ეჭვი ეპარება, სხვა ტრადიციულ განხრებში, ისეთში როგორიც მეღვინეობა და ციტრუსების მოყვანაა, მისი აზრით, არსებობს კარგი პერსპექტივები.

ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ძველი ტექნოლოგიები და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი დაბრკოლებებია.

რათა მოხდეს სოფლის მეურნეობის თავიდან აღჭურვა, ტრაქტორების შეცვლა, საჭიროა საზღვარგარეთული ინვესტიციები. ისინი თანდათანობით შემოდის, აღნიშნავს ხადური. მაგალითად, ორ მილიონიანი გრანტიდან, რომელიც საქართველოს ევროპამ გამოუგზავნა, ნაწილი წავა სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველოს ხელისუფლება და თავად კომპანიებიც ბევრს შრომობენ. ნოდარ ხადური თვლის, რომ ქართული პროდუქციის ჭკვიანური რეკლამისა და ქართული ღვინის, ხილის და ბოსტნეულის კარგი მარკეტინგის მეშვეობით შეიძლება ნიშის პოვნა ევროპაში, აზიაში და ამერიკაში. „აღსანიშნავია, რომ საბჭოთა დროს ქართველი მეღვინეები ორიენტაციას თეთრი ღვინის წარმოებაზე აკეთებდნენ, ახლა კი მათ უწევთ მოთხოვნის ცვლილების გამო წითელი ღვინის წარმოებაზე გადასვლა",- დაამატა ხადურმა. სხვათა შორის, მისი ცნობებით, მეღვინეები ამ წელს არ შეუვიწროებიათ. ხელისუფლებამ პრესისა და ეკლესიის ზეწოლის შედეგად უარი თქვა ფულადი კომპენსაციების გაცემაზე ვაზის გაჩეხვისთვის.

სოფლის მეურნეობის ექსპორტის გარდა,ქართული სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი წარმოებით შემოტანილი პროდუქტის ჩანაცვლების იმედი აქვს.

მაგალითად კარტოფილით, დარწმუნებულია მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ქართველებს თავისუფლად შეუძლიათ თავის უზრუნველყოფა. ამის შესახებ ჩინოვნიკმა ერთი კვირის წინ გააკეთა განცხადება, როდესაც ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში კარტოფილის მოსავლის აღებას ესწრებოდა. რეალურია თუ არა ეს? ნოდარ ხადური გვპასუხობს: „რატომაც არა. გლეხები საქართველოს მოსახლეობის ნახევარს შეადგენს. მათ რა მეორე ნახევრის გამოკვება არ შეუძლიათ? თანაც, იმპორტთან ერთად კარტოფილის თურქეთში ექსპორტიც ვითარდება".

უფრო უარესად არის საქმე საქართველოში მარცვლეულის წარმოებასთან. ყოველწლიურად საქართველო მოიხმარს 800 ათას ტონა ხორბალს, რომლის 75%-იც იმპორტია.

საქმე ისაა,განმარტავს ხადური, რომ ხორბლის მოსაყვანად ვარგისი ადგილი ძალიან ცოტაა. ძირითადად მინდვრები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია და მათი უმეტესობა სახელმწიფო საკუთრებაშია. ეს მიწა ფერმერებს იჯარით ეძლევათ. მოცემულ მომენტში ხელისუფლება მუშაობს 10 000 ჰექტარი მიწის მარცვლეულის ასოციაციისთვის გადაცემის პროექტზე, რათა ამ ადგილებში მოიყვანონ ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურა. ეს ასოციაცია აერთიანებს 12 კომპანიას, რომლებიც გეგმავენ მარცვლეულის გადამამუშავებელი კომბინატის აშენებას. პროექტის რეალიზაციის შემდეგ, მარცვლეულის ადგილობრივი წარმოება გაიზრდება 40 000 ტონამდე, რაც რა თქმა უნდა, იმპორტის აუცილებლობას არ გააუქმებს.

საქართველოს შვება შეიძლება ისეთმა სფეროებმაც მოუტანოს, როგორიც მეფუტკრეობა და მეცხვარეობაა. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოვიყენოთ ისეთ ქვეყნებში ექსპორტისთვის, სადაც ისლამს აღიარებენ და არ მიირთმევენ ღორის ხორცს, აღნიშნავს ექსპერტი.

პერსპექტივა ბევრია, გაკეთებული კი თითქმის არაფერი. რატომ? ხადური ასე თვლის: „სოფლის მეურნეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება, სანამ ახალი ტექნოლოგიები არ დაინერგება. მაგრამ ხალხი ცხოვრობს და შრომობს". კითხვაზე, ხომ არ უშლის სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს საპროტესტო აქციები, ხადური პასუხობს: „არა, მთელ ქართულ ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა იქონია ორმა ფაქტორმა: რუსეთთან ომმა და გლობალურმა კრიზისმა".

ჩვენ კი დავამატებთ: თუკი კრიზისს გვერდს ვერ აუვლიდნენ, სამხრეთ ოსეთთან ომი საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების ნება იყო. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ქართული ეკონომიკის განვითარების მთავარ დაბრკოლებებზე. თუკი დაძველებული ტექნოლოგიები მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრობლემაა, რუსული ბაზრის დაკარგვა მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, რომელმაც ზურგი შეაქცია მეგობრულ ჩრდილოელ მეზობელს და მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს.

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100