RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველო: რეჟიმის ერთგულება, როგორც სახელფასო ცენზი

08.06.2009  |  09:28

2967.jpeg"საქართველოს ფოსტის" თანამშრომელთა ნაწილი, უკვე ხუთი თვეა ხელფასს ვერ იღებს. დახმარებისათვის მათ ლეიბორისტებს მიმართეს. როგორც GeorgiaTimes-ს ლეიბორისტულ პარტიაში უამბეს, ფოსტის მოსამსახურეებს ხელფასი ოპოზიციური შეხედულებების გამო შეუწყვიტეს.

"საქართველოს ფოსტის" თანამშრომლები უკვე რამოდენიმე თვეა ხელფასს არ იღებენ. თუ კი მძღოლებს, კურიერებს და ფოსტალიონებს საკუთარი შრომით ნაშოვნი 85-100 ლარი დაუკავეს ორო თვის განმავლობაში, იმათ ვინც ცენტრალურ აპარატში მუშაობს უკვე ხუი თვეა ხელფასი არ აუღიათ.

ფოსტის მოსამსახურეთა სავალალო მდგომარეობაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ, გვატყობინებს "ბიზნეს საქართველო". მან განმარტა, რომ იმედგაცრუებულმა ადამიანებმა, ლეიბორისტულ პარტიას მიმართეს დახმარებისთვის.

ჯიბლაძემ დაამატა, რომ ფოსტის თანამშრომლებზე ზეწოლა ხდება, რათა ისინი მიაჩუმონ და მით უფრო, საპროტესტო აქციებზე რომ არ იარონ. "ჩვენს თანამოქალაქეებს ეუბნებიან, რომ შესაძლოა ხელფასები აგვისტომდე არ იყოს, პროტესტის შემთხვევაში, მათ სამსახურის დაკარგვა ემუქრებათ".- განმარტა ლეიბორისტმა. თან დაამატა, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მითითებით ხდება.

"იმას გარდა, რომ "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლები ვერ იღებენ ხელფასს, ხელმძღვანელობა მათ დისკრიმინაციასაც ეწევა",- განუცხადა GeorgiaTimes-ს ინტერვიუში ლეიბორისტების გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა. მისი მონაცემებით ხელფასს სწორედ იმ მოსამსახურეებს უკავებენ, რომლებიც ოპოზიციის მიტინგებზე იყვნენ შემჩნეულნი ან უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ამჟამინდელი ხელისუფლების მისამართით. სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან და აგდებენ კიდეც სამსახურიდან ოპოზიციონერებს.

სოსო შატბერაშვილის სიტყვებით, ოფიციალურად ხელფასების დაგვიანებას იმით ხსნიან, რომ ხაზინაა ცარიელი. "ის კი ცარიელი თითქოს და იმიტომაა, რომ ქუჩებში ოპოზიციური პარტიები გამოხატავენ პროტესტს და არა აგვისტოს ომის გამო, რომლეიც ხელისუფლებამ დაუშვა".

თუმცა, ხელფასების დაკავება კერძოდ "საქართველოს ფოსტაში" შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ საწარმო წამგებიანი გახდა. როგორც სააგენტო Reuter-ს განუცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ, ამ ორგანიზაციის წაგება 2008 წელს თითქმის გაორმაგდა, წინა წელთან შედარებით და 1,2 მილიონი ლარი შეადგინა. სწორედ ამიტომაც ამჟამად ხელისუფლება აპირებს ღია სააქციო საზოგადოება "საქართველოს ფოსტა" პრივატიზაციისათვის მომზადოს და გამოიტანოს კონკურსზე. "ვფიქრობთ სახელმწიფო ფოსტაში უცხოელი პროფესიონალი ოპერატორო მოვიზიდოთ... ახალი მფლობელის შერჩევისას პირველ რიგში გავითვალისწინებთ შემოთავაზებული ინვესტიციების ოდენობას",- განაცხადა ჟვანიამ. მისი შეფასებით, საწარმოო დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს, რათა ფოსტა ეფექტური გახდეს.

შეკითხვაზე, თუ რითი შეუძლია ლეიბორისტების პარტიას ამჟამად დაეხმაროს ფოსტის მუშაკებს, შატბერაშვილმა უპასუხა:"ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას, ქვეყნის პრეზიდენტს, რათა მან საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად ქმედითი ნაბიჯები გადადგას და საბიუჯეტო ორგანიზაციის მუშაკებმა თავიანთი ხელფასები მიიღონ. ჩვენ ეს პრობლემა გავახმაურეთ".

შატბერაშვილი ამტკიცებს, რომ ფოსტის თანამშრომლების მაგვარ მდგომარეობაში, საქართველოს მრავალი საბიუჯეტო ორგანიზაციის მუშაკია. ლეიბორისტულ პარტიას უკვე მიმართეს მასწავლებლებმა, რომლებიც გააფრთხილეს: აგვისტომდე ხელფასს ნუ დაელოდებით. მიზეზია უცვლელია: ხაზინა ცარიელია "საპროტესტო აქციების" გამო.

საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალ პროფკავშირებში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს. "ჯერჯერობით ჩვენ არაფერი გვსმენია შესაძლო ხელფასების დაკავებაზე",- განაცხადა ორგანიზაციის ფიარ-მენეჯერმა ნინო თარხნიშვილმა. შესაძლოა აქ მთავარი სიტყვა "ჯერჯერობითაა". ვინაიდან სააკაშვილის მთავრობას ორი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს, ამგვარ არაპოპულარულ ნაბიჯზე წასასვლელას.

პირველ რიგში, როგორც ლეიბორისტებმა აღნიშნეს "საქართველოს ფოსტაში" ხელფასების დაკავება იმ ადამიანებს შეეხო, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი. აქედან გამომდინარე კი, ხელფასების გაუცემლობით შესაძლოა დარეგულირდეს მომიტინგეთა რიცხვი, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს შორის მაინც.

მეორეს მხრივ კი, საქართველოს ბიუჯეტი შემოსავლების მხრივ უკვე მორე თვეა არ სრულდება და იმის მაგივრად, რომ შეიკვეცოს სახსრები აპარატის ჩინოვნიკების შენახვის ხარჯზე, ხელისუფლებას ურჩევნია ეკონომია გასწიოს მასწავლებლებზე, ფოსტალიონებზე და სხვა სახელმწიფო სახსრებზე დამოკიდებულ დამიანებზე. როგორც უმეტესობა თვილის, ამ დღეებში სწორედ ამიტომ შეამცირა ხელისუფლებამ სამომხმარებლო კალათის მინიმალური ღირებულება.

მაგრამ, ეკონომიკურნმა სანქციებმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, შესაძლოა ის ადამიანებიც ქუჩაში გამოიყვანოს, ვინც აქამდე მხოლოდ სიტყვიერად უთანაგრძნობდა ოპოზიციას. როგორც GeorgiaTimes-თან საუბრისას აღნიშნა ექსპერტმა ნოდარ ხადურმა, თუ კი ახალა აქციებზე არ გაისმის სოციალური მოთხოვნები, ახლო მომავალში შესაძლოა ესეც გაჟღერდეს. მითუმეტეს, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის გუშინდელი გამოსვლიდან ჩანს, საქართველოში უმუშევართა რიცხვის ზრდას ელოდებიან.

საერთო ჯამშიც, ძალზე ცუდად გამოიყურება ის ხელისუფლება, რომელიც მილიარდობით დოლარს ღებულობს დასავლეთიდან დახმარების სახით და საბიუჯეტო ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანების გასტუმრება არ შეუძლია. ეს ხომ მუშაკთა ყველაზე იაფად ანაზრაურებადი კატეგორიაა.

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100