RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოპოზიციამ თავის თავზე ვალდებულებები აიღო და ძალაუფლებაც

08.06.2009  |  09:30

2968.jpegსაქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციამ გაახმოვანა ქართველი ხალხის წინაშე ვალდებულებები ქარტია. ამ დოკუმენტის ხელმოწერა ერთხელ უკვე გადაიდო. მოულოდნელობების გარეშე არც ამჯერად მოხერხდა. „ალიანსი თავისუფლებისთვის" ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ თავის ხელმოწრას არ დასვამდა ამ ოპოზიციური დოკუმენტის ქვეშ. დოკუმენტში კი ჩამოთვლილია ვალდებულებები, რომელთა შესრულებსაც იღებს ოპოზიცია საკუთარ თავზე საპროტესტო აქციების მიზნის მიღწევის შემდეგ - ანუ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ. აი ამის მიღწევა კი ჯერ კიდევ წინ არის.

ასეთი დოკუმენტის ხელმოწერის აუცილებლობა ახსნა ეკა ბესელიამ. „ხშირად ამბობენ, რომ ოპოზიციას თურმე არ აქვს წარმოდგენა, არც გეგმა, თუ როგორ უნდა მართოს ქვეყანა სააკაშვილის წასვლის შემდეგ.

ვალდებულებათა ქარტიაში მთლიანად არის წარმოდგენლი ოპოზიციის გეგმა",- აცხადებს ეკა ბესელია.

ოპოზიციის სამომავლო გეგმები ასეთია: ოპოზიციონერები გვპირდებიან ხელისუფლებაში მოსვლის შემტხვევაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი მართლმსაჯულების დამყარებას, ძალოვნებზე საზოგადოებრივი კონტროლის დაწესებას, მასმედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, პოლიტიკური მოტივებით ხალხის დევნის გამორიცხვას და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვას.

ფაქტიურად იგივე დაპირებებს იძლეოდა მიხეილ სააკასვილიც ბოლო არჩევნების დროს. ერთადერთი განმასხვავებელი ფაქტორი ის არის, რომ ოპოზიციონერები დაბალანსებული შიდა პოლიტიკის პირობას დებენ. ოპოზზიციონერი პოლიტიკოსების უმრავლესობამ არაერთხელ განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების აუცილებლობაზე. ამის შესახევ საუბრობდა ნინო ბურჯანაძეც, ირაკლი ალასანიაც და ზურაბ ნოღაიდელიც.

ოპონენტების მიერ ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გამოთქმული სიმპათიებით გაღიზიანებას სააკაშვილი არ ფარავდა. მან არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები კრემლთან თანამშრომლობაში. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილს ბევრი ვერსი ჰქონდა: ოპოზიციან ხან ახლანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილო და საქართველოდან გაქცეული ბიზნესმენები აფინანსებენ, ხან კრემლის მომხრე ქართველები, ხანაც ქართველი კანონიერი ქურდები. ახლახან ნინო ბურჯანაძის პარტიის იურისტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანეს სააკაშვილის წინააღმდეგ.

რამდენიმე კვირის წინ სააკაშვილმა სახალხოს განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძეს და მის პარტიას რუსეთიდან აფინანსებენ. პარტიაში კი ეს შეურაცხყოფად მიირეს. მოკლედ, პრეზიდენტთან სასამართლო დავამდე ჯერ კიდებ შორია, ისევე როგორც თავად ოპოზიციის გამარჯვებამდე ახლანდელ რეჟიმზე.

შინაგანი განხეთქილებები ხომ ოპოზიციას ანგრევს. უკვე არაერთხელ დაიწერა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაზე და უთანხმოებებზე. ახლაც კი ვალდებულებათა ქარტიას, რომელიც მთელი რადიკალური ოპოზიციისთვის სიმბოლური დოკუმენტი უნდა ყოფილიყო, ხელი არ მოაწერეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა კოსნტანტინე გამსახურდიამ და მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა.

კონსტანტინე გამსახურდიამ ტავის პოზიცია ასე ახსნა: „ის ჭეშმარიტებები, რომლებიც ჩამოთვლილია ქარტიაში, ჩემთვის ყოველთვის მისაღები იყო და მე არავის წინაშე არ ვაპირებ ამის ხელმოწერით დამტკიცებას. თუკი დამიჯერებენ, დამიჯერონ". მან ასევე აღნიშნა, რომ უფრო დამაჯერებელია, როდესაც ასეთ ქარტიად ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწერ ხელს.

ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც თანამებრძოლებთან უთანხმოებაში იყო, ქარტიის ხელმოწერის დღეს ჩაატარა ბრიფინგი. მან ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს შედის ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში. მისი თქმით, სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ საქართველოს ეკონომიკა ბევრად მალე დაინგრევა, ვიდრე ეს ხელისუფლებას წარმოუდგენია.

შექმნილი რთული სიტუაციის გათვალისწინებით, სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ნოღაიდელის პარტიაში თვლიან, რომ შემოდგომაზე უნდა დაინიშნოს არჩევნები, უნდა გატარდეს კონსტიტუციური რეფორმა საპარლამენტო მმართველობის დასამტკიცებლად და უნდა გადაიხედოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ამას გარდა, უნდა შეიცვალოს ძალოვანი უწყებების პოლიტიკური ინფრასტრუქტურის ხარჯები, ნახევრად შეუმცირდეს ბიუჯერი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, გადაკეთდეს ფინანსური პოლიცია, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების იარაღად იქცა.

საქართველოს ხელისუფლება სპარტანულ სიმშვიდეს ავლენს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ ოპოზიციის საპასუხოდ და აქციების დაწყებიდან ორი თვის თავზე შეპირებულ მიტინგს ხელისუფლება არ ჩაატარებს. „საქართველოს ახლანდელი მთავრობამ რომელსაც კარგად ახსოვს ქვეყნის თანამედროვე ისტორია, არ დაუშვებს ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორის დაპირისპირებას",- აცხადებდა სამადაშვილი.

1991 წლის ბოლოს რამდენიმე კვირის განმავლობაში პარალელურად ტარდებოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და ოპოზიციის აქციები. დეკემბრის ბოლოს დაპირისპირება გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებაში, რა იქამდე მივიდა, რომ 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ ქვეყანა დატოვა.

2003 წლის ნოემბერში პარალელურად მიმდინარეობდა ოპოზიციისა და ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერთა აქციები. რაიმე სერიოზული დაპირისპირებებისა და ექსცესების თავიდან აცილება მოხერხდა. 2003 წლის 23 ნოემბერს ოპოზიციის მარავალდღიანი მიტინგების შემდეგ ედუარდ შევარდნაძე გადადგა.

ახლანდელი ხელისუფლება აპირებს ასეთ პოლიტიკურ ტრადიციას წერტილ დაუსვას. ოპოზიციის ვალდებულებათა ქარტიის საპასუხოდ ხელისუფლება ლიდერებს კონსტიტუციაში შესწორებების შეტანაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.

 

ირინა პტაშკოვსკაია

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100