RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რა ვქნათ? კითხვა, რომელზეც ქართულ ოპოზიციას პასუხი არ აქვს

10.06.2009  |  16:24

3012.jpegქართულმა ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დაპირისპირების ორი თვე ახალი მანიფესტაციებით აღნიშნა, მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტროს გარშემო ცოცხალი ჯაჭვის, მთავარი პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს გარშემო ორგანიზება.

ეს რაღაც ახალია ოპოზიციის ტაქტიკაში, რომელმაც, როგორც ჩანს, შეგნებულად დატოვა თბილისის ცენტრი, ან საპროტესტო აქციების რადიუსის გაფართოების მცდელობისას, ან თავიანთი მომხრეებით შეგნებულად გარისკა. 7 მაისის შემდეგ ხომ მხოლოდ ერთი თვე გავიდა, როდესაც საქართველოს პოლიციამ რეზინის ტყვიები დაუშინა დემონსტრანტებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოსთან იყვნენ შეკრებილები.

2007 წლის ნოემბრისგან განსხვვაებით ეს სისხლიანი ინციდენტი არ გახდა საპროტესტო სცენარის ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის პრელუდია.

ხელისუფლება, პატრიარქის თხოვნით, წავიდა გარკვეულ დათმობებზე, გაათავისუფლა დაკავებული ახალგაზრდები და ოპოზიციის ლიდერებს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა შესთავაზა. როგორც ცნობილია, ეს შეხვედრა არაფრით დასრულებულა, თუმცა მან გარკვეული განხეთქილება შეიტანა ისედაც არამონოლითურ ქართულ ოპოზიციაში.

მაისი მუხროვანის აჯანყების ჩახშობითაც არის ცნობიკლი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გმირულად გაანეიტრალა ყოველგვარი გასროლის გარეშე, მხოლოდ თავისი „ქარიზმატული მომხიბვლელობის" წყალობით. ეს დაფიქსირებულია უამრავი ფოტოაპარატისა და ფოტოკამერის მიერ და გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

შემდეგ კი დაიწყო „ალქაჯებზე ნადირობა", რომლების როლშიც ამჯერად აღმოჩნდნენ გადამდგარი გენერლები და თავდაცვის უწყების რამდენიმე მაღალჩინოსანი. აქ უკვე ვეღარ აიცილეს თავიდან სროლა, ერთი გარდაცვლილი და ორი დაჭრილი.

სააკაშვილი და მისი ხელქვეითები ცდილობდნენ მუზროვანის აჯანყებაში „რუსული კვალის" პოვნას, მაგრამ კვლავ იმედი გაუცრუვდათ.

ახლა კი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ახალი მრავალათასიანი აქციით მისმა მონაწილეებმა დაანახეს მთელ მსოფლიოს, რომ ქართულ საზოგადოებაში ახლანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ძალიან მაღალი საპროტესტო მუხტია. „ჩვენ გამოვდივართ უკანონობის წინააღმდეგ, ვითხოვთ სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას",- თქვა მან, თან დაამატა, რომ „ოპოზიციის აქციები გაგარძელდება და მიიღებს უფრო აქტიურ ხასიათს".

დამოუკიდებელი პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი თვლის, რომ საძულველი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციამ გამოავლინა საქართველოსთვის, და საერთოდ იშვიათად გამოყენებად გზას, როდესაც ხდება ხელისუფლების ჩამოგდება არაძალადობრივი გზით.

მსგავს პოლიტკორექტულობას სტატიის ავტორი იმით ხსნის, რომ ოპოზიციას არ დურს დასავლეთის რისხვის გამოწვევა. „ის, რომ ოპოზიციას ამერიკის დახმარების იმედი ჰქონდა გასაგებია. ამერიკის გავლენა საქართველოში პოლიტიკური ფიგურების საჭადრაკო დაფაზე განლაგებაში უდიდესია. ამ მომენტის არსებობა, რომელიც ოპოზიციონერების სასარგებლოდ მეტყველებს, მათ წინააღმდეგ მეტყველი სხვა ფაქტორების მიუხედავადაც კი, შეიძლება აღნიშნავდეს გამარჯვებას". თუმცა, როგორც ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, ამერიკელები სულაც არ ჩქარობენ თავიანთი პროტეჟეს შეცვლას. ამიტომაც ოპოზიციას უნდა ეძებნა დიქტატორის მოცილების ახალი გზები.

მაგრამ ოპოზიციას არ აქვს კარგად გამოკვეთილი სამოქმედო გეგმა, მორიგი საკარნავალო აქციების გამართვსი გარდა.

ეს კი ცოტაა მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებისთვის. „როგორც წესი, როდესაც ხალხი ერთიანდება ხელისუფდლებასთან დაპირისპირებაში, მას სჭირდება ახალი კურსი, ამ კურსის რეალიზაციის ახალი მეთოდები, ახალი სახეები და ახალი იდეები. აქ კი მას სთავაზობენ ძველ კურსს, ძველ იდეებს, ძბელ სახეებს და ჯერ კიდევ უცნობ მეთოდებს მიზნის მისაღწევად. ხალხის მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობის შეგროვება ასეთი მეთოდებით შეუძლებელია",- აღნიშნავს ანდრეი ეპიფანცევი.

ასეთ პირობებში გამარჯვება შესაძლებელია მხოლო ახლანდელი პრეზიდენტის სიძულვილის ფონზე, მაგრამ ამისთვსი მიხეილ სააკაშვილმა იმდენი სეცდომა უნდა დაუშვას და ძალის ისეთ არაადეკვატურ გამოყენებაზე უნდა წავიდეს, რომ მისი ხალხის რისხვისგან ხსნა ვერც მისმა დაცვამ, ვერც ამერიკის პრეზიდენტმა, ვერც ნატომ და ვერც ევროსაბჭომ ვერ შეძლოს. ამ უაკანსკნელის იმედი დღემდე აქვს ოპოზიციას.

მაგრამ სააკაშვილს ჯერ ასეთი შეცდომები არ დაუშვია.

 

იგორ უმანცევი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100