RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

თბილისი სენსაციებს ნამცხვრებივით „აცხობს“. ახლა პერევის შესახებ

15.06.2009  |  09:27

3040.jpegსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა ოფიციალური განცხადებიტ საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რომელშიც რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში „ამხილა". ბრალდებების მიზეზი გახდა უკანასკნელი ინციდენტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც ქართული ხელისუფლების ვერსიით, მოხდა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევა. რა მოხდა სინამდვილეში? GeorgiaТimes-მა საკუთარი გამოძიება ჩაატარა.

ქართულმა მასმედიამ სოსო ხარჩილავას ოჯახის გატაცებისგან ხმამაღალი სენსაცია შექმნეს. თურმე სამი ბავშვი და ორი ქალი, რომელთა შორისაც არის თვენახევრის ჩვილი და 82 წლის მოხუცი ქალი, აიყვანეს მძევლად და სცემეს აფხაზეთის გალის რაიონში. მათგან ითხოვენ ოჯახის უფროსის გადაცემას, რომელსაც ერთი ვერსიის მიხედვით ბრალს სდებენ აფხაზი ბოევიკის მკვლელობაში, მეორე ვერსიით კი იმიტომ ეძებენ, რომ დუმილი აიძულონ.

როგორც „როსბალტი" იუწყება, ხარჩულავამ ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელი ამხილა გალის რაიონის სოფელი მუხურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გატაცებაში.

გუშინ კი იუწყებოდნენ, რომ გამტაცებლები ქალებისა და ბავშვების მოკვლით იმუქრებოდნენ, თუკი სოსო მათ არ დანებდებოდა. ახლა კი იგივე საინფორმაციო წყარო წერს, რომ გამტაცებლები თანახმა არიან 50 00ო დოლარიან გამოსასყიდზეც. ხარჩილავას ოჯახი, როგორც ცნობილია, ოჩამჩირეში არის გადაყვანილი. გამტაცებელთა შორის კი განსაკუთრებით აქტიურია კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი მეტსახელად „გომბე", რომელიც ამჟამად აფხაზურ მილიციაში მსახურობს.

ჯერ კიდევ გუშინ გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან არშბამ ჩვენთან ინტერვიუში უარყო ქართული მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ სოსო ხარჩილავას ოჯახის გატაცების შესახებ. მისი თქმით, აფხაზეთში იძიებენ გალის რაიონის სოფელი მუზურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გატაცების საქმეს. რაც შეეხება სოსო ხარჩილავას, დღეისათვის, 10 ივნისისთვის, ბესლან არშბასთვის უცნობია სად იმყოფებიან ქალები და ბავშვები. „ჩვენ არ ვიცით ისინი ვინ გაიტაცა, იქნებ თავად დაიმალნენ. ჩვენ ვატარებთ გამოძიებას, მაგრამ მილიციას მათ გაქრობასთან კავშირი არ აქვს",- ხაზი გაუსვა მან. ქართული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მან კომენტარი არ გაუკეთა და მხოლოდ ერთი ფრაზა წარმოთქვა: „საქართველო ხშირად გამოდის, და არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ იარაღითაც".

დაახლოებით იგივე იყო ცხინვალის რეაქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებაზე: მომხდარა ძარცვა ქართულ სოფელ პერევში, სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე. „ქართული საგარეო საქმეთა სამინისტრო დამნაშავეებს ყოველთვის რუსეთში ეძებს",- განაცხადა სამხრეთ ოსეთის ბეჭდვითი მედიისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრმა ირინა გაგლოევამ.

ქართული ვერსიით, პერევში და მის ახლოს მყოფ სოფლებში კარძმანი და ტბეთი შევიდნენ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები და ორი დღის განნმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას და ერეკებოდნენ საქონელს.

„არაფერი ქართული ჩვენ არ გვჭირდება, მათი ჰაერის ერთი წვეთიც კი, ოღონდაც ჩვენს ტერიტორიას არ მოუახლოვდნენ",- ემოციური რეაქცია ჰქონდა ამაზე ირინა გაგლოევას. როგორც მან ახსნა, შეიარაღებული ფორმირებები ქართველებმა უწოდეს ოს სამხედროებს. რომლებმაც ბლოკ-პოსტი გამართეს ოსურ სოფელ პერევში. რუს სამხედროებს ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ.

აღვნიშნავ, რომ ეს დასახლებული პუნქტი ფაქტიურად შედგება ორი სოფლისგან - ქართულისგან და სამხრეთ ოსურისგან. ორივეს ეწოდება პერევი, მაგრამ ამ ერთი მაცხოვრებლები პასპორტის მიხედვით ეკუთვნიან საჩხერეს ქართულ რაიონს, ხოლო მეორეს მაცხოვრებლები - სამხრეთ ოსეთის ჯავას რაიონს. ტერიტორიული დავის გამო პერევის გარშემო გასული წლის დეკემბერში საზღვარზე სიტუაცია დაიძაბა და რუსებიც კი იძულებულები გახდნენ სოფელში ბლოკ-პოსტი დაედგათ. მაშინ ამანაც ქართული ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია.

გაგლოევას თქმით, ოსები იძულებულები იყვნენ გაეძლიერებინათ საზღვრის დაცვა ქართველების უკანონო შეჭრის გამო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სადაც უკანონოდ ჭრიდნენ ხეს. ამის შესახებ უფრო კონკრეტულად ისაუბრა სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრმა იური ტანევმა და ახსნა ბლოკ-პოსტის დანიშნულება. „მდინარე ყვირილას ხეობაში - სადაც მდებარეობს სოფლები ტბეთი და კერძმანი - მხეცურად ჩეხენ წაბლს, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს შეიტანეს წითელ წიგნში, დაუნდობლად იძარცვებოდა სამხრეთ ოსეთის ქონება და გაჰქონდათ გასაყიდად თურქეთში. მოცემული პოსტის დაყენებით ჩვენ ხელი შევუშალეთ ჩვენს ტერიტორიაზე უკონტროლო გადაადგილებას და ოსი ხალხის მატერიალური ღირებულებების ძარცვას",- ხაზი გაუსვა მან.

როგორც ცნობილია, თბილისი თვლის, რომ აფხაზები და ოსები მოსკოვის მითითებით ან წახალისებით მოქმედებენ. ამიტომაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას სასწრაფოდ წარუდგინა მოვლენების სულ სხვა განვითარება, რათა დასავლეთს მოეხდინა ზეწოლა რუსეთზე და ეიძულებინა მისთვის საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესრულება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. როგორც ჩვენ უწყებაში არაოფიციალურად აგვიხსნეს, სასაუბრო ბევრი არაფერია, ყველაფერი ძველებურადაა.

პროვოკაციები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე რეგულარუად ხდება ხან ერთ და ხან მეორე მხარეს. ქართველები, როგორც წესი, ადანაშაულებენ ეგრეთ წოდებულ სეპარატისტებს და ოკუპანტებს, ანუ ოსებს, აფხაზებს და რუსებს. ცხინვალი და სოხუმი ყველა პრეტენზიას ბუმერანგით თბილისს უბრუნებენ. ქართული საგარეო საქმეთა სამინისტროს ისტერიულობით დაღლილი მოსკოვი კი დუმს.

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100