RSS
на русском en in english
18.12.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ვისთვის არის უკეთესი საქართველოში: სომხებისთვის თუ აზერბაიჯანელებისთვის?

16.06.2009  |  10:23

3059.jpegსაქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ქართულმა ხელისუფლებამ ჯავახეთის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ნაწილის გადაჭრის პირობა დადო. მაგრამ სომხური ანალიტიკური ცენტრის ექსპერტები თვლიან, რომ ქართული ხელისუფლების დათმობები სომხებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც აზერბაიჯანელებისთვის. ეს კი იმიტომ, რომ ისინი უფრო ორგანიზებულად მოქმედებენ. აზერბაიჯანელებს კი პირიქით, ქართველი სომხების შეკრულობის შურთ.

საგარე საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა მოუყვა სომხურ პარლამენტს, თუ როგორ წყვეტდა თბილისში ჯავახეთში მცხოვრები სომხების პრობლემებს. მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება 100 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებს სამცხე-ჯავახეთის გზების მშენებლობაში. იქ აშენდება ახალი ჰესი და სკოლები. სომხები მიიღებენ ახალ სამუშაო ადგილებს.

ჯავახელი და მათი გულშემატკივარი ერევნელი სომხები დიდხანს მიმართავდნენ საზღვარგარეთულ სომხურ დიასპორას დახმარებისთვის. როგორც ჩანს, ტყუილად არა. თუმვა ედუარდ აბრამიანის აზრით, საქართველოში აზერბაიჯანელების მდგომარეობა გაცილებით უკეთესია ვიდრე სომხებისა. ასიმილაციის სახელმწიფო პოლიტიკას თბილისი ამ ორივე ეროვნულ უმცირესობაში ატარებს, თუმცა თავიანთი პასიურობის გამო საქართველოში სომხები მართლაც ქრებიან.

აზერბაიჯანელები კი, აბრამიანის აზრით, თავიანთ რიცხვს მიგრაციისა და მაღალი შობადობის ხარჯზე ზრდიან. ბაქოსა და ანკარის მხრდაჭერით ისინი ცდილობენ აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში სიტუაციის გაუმჯობესებას. აბრამიანი იმ თეზისიდან გამოდის, რომ თურქეთი და მისი პარტნიორი აზერბაიოჯანი კავკასიაში დომინირებისკენ მიისწრაფვიან. სხვათა შორის, სწორედ მათ შესთავაზეს საქართველოს „ფედერაციად" გადაქცევა მორიგი დანაწევრების თავიდან აცილების მიზნით. რუსეთი კი სულაც არ არის დიანტერესებული საქართველოს ხელისუფლების კეთილდღეობით გასული წლის აგვისტოს აგრესიის, გამიზნულად ამერიკასთან და ნატოსთან თანამშრომლობისა და ჩრდილოელი მეზობლის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების გამო.

აბრამიანის აზრით, აზერბაიჯანელები, სომხებისგან განსხვავებით, არ გამოდიან თავიანთი კომპაქტურად დასახლებული ქართლის ავტონომიის შექმნის წინადადებით, რადგანაც ისინი უკვე მთელ სამხრეთ საქართველოს მოედნენ. კახეთის რაიონებში გურჯაანში, საგარეჯოში, ლაგოდეხში აზერბაიჯანელები მტელი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ.

ედუარდ აბრამიანი ფაქტებით ასაბუთებს იმ მტკიცებას, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ქმნიან ეკონომიკურ გზავნილებს საქართველოში აზერბაიჯანელების კეთილდღეობის მიზნით. მათ მიერ ხდება სატრანსპორტო დერეფნების და რეგიონში ენერგომატარებლების ტრანზიტის პროექტებით ლობირება. ნათესავების მეშვეობით ბაქოდან ფინანსირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც მხარს უჭერენ ქვემო ქართლში მცირე დაწესებულებებს. ახლახან პრეზიდენტ ილხამ ალიევის ზეწოლით მარნეულში ექსპლუატაციაში გაუშვეს ბოსტნეულისა და ხილის გადამამუშავებელი ქარხანა.

რადგანაც რიგი საკითხების გადაჭრა ვერ ხერხდება, აზერბაიჯანელი აქტივისტები აგრძელებენ თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლას. აბრამიანმა დაითვალა 20 ცნობიი საზოგადოებრივი და 4 „საიდუმლო, ექსტრემისტული" ორგანიზაცია. ზოგი ორინეტირებულია ბქოზე - მაგალითად „ჰეირატი", ზოგი კი - ანკარაზე, მათ შორის საქართველოში აზერბაიჯანელების ეროვნული ასამბლეა,რომელსაც დიშგან გულმამედოვი უდგას სათავეში. ეს ორგანიზაცია მესხი-თურქების საქართველოში დაბრუნებას უჭერდა მხარს, რითიც თურქეთის სიმპათიები დაიმსახურა.

ასკეროვი კი, პარლამენტობის დეპუტატად ყოფნისას, აბრამიანის აზრით, თავისი ქმედებების კოორდინირებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ახდენს. სწორედ „მან შეიტანა ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ტერმინი „რუსული პროვოკაცია", რის შემდეგაც თბილისისთვის არახელსაყრელი გამოსვლები აზერბაიჯანელი აქტივისტებისა, სწორედ ამ მხრივ არის ხოლმე წარმოდგენილი", თვლის აბრამიანი.

ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ჰეირატელებს დიშგან გულმამედოვიც ადანაშაულებს. შეიძლება სწორედ ეს გახდა ამ გაზაფხულზე ბაქოში მისი დაკავების მიზეზი. ამას გარდა, მისი ორგანიზაცია ხელისუფლებასა და პარლამენტს საკმაოდ თავხედურ მოთხოვნებს უყენებდა კონსტიტუციის შეცვლის თაობაზე, აზერბაიჯანული ენისთვის კი სახელმწიფო სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. გულმამედოვი იმისტვისაც კი იყო მზად, რომ სამცხე-ჯავახეთის სომხებთან ეთანამშრომლა ეორვნული უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლის მიზნით,

ამასთანავე, ამ დღეებში აზერნაიჯანულ პარლამენტშიც განიხილებოდა საქართველოში ეროვნული უმცირესობების პრობლემები. მაგალითად, ქვემო ქართლის აზრებაიჯანულ სკოლებში სწავლების ხარისხი, აზერბაიჯანულ ენზე ტელე და რადიო არხების არ არსებობა. „ჩვენი საქართველოში ვიზიტის დროს გაირკვა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ტელეარხი აზერბაიჯანულ ენაზე. ჯავახეთსი კი ორი სომხური არხია",- განაცხადა 9 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატმა ფაზილ მუსტაფამ.

სააგენტო Trend-ის ინფორმაციით, აზერბაიჯენელები უკაყოფილოები არიან თავიანთი ორგანიზაციების დანაწევრებულობით. სომხები, მათი აზრით, ბევრად უფრო შეკრულები არიან.

როგორც ჩანს, ორივე ეროვნული უმცირესობა კვლავაც უკმაყოფილოა თავისი მოდგომარეობით და ეჭვით ადევნებს თვალს იმას, თუ როგორ იცვლება მათ მიმართ ქართველების დამოკიდებულება. იმ შუღლის ფონზე, რომელიც აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის არსებობს მთიან ყარაბახთან დაკავშირებით, არც არის გამორიცხული, რომ ისინი საქართველოში ეროვნული უმრავლესობის თვალში ერთმანეთის დაკნინებას ცდილობენ. ეს კი საეჭვოა კარგად აისახოს არსებულ სიტუაციაზე საქართველოში, რომელსაც ისედაც არაერთი განსაცდელი გადაუტანია ეთნიკური კონფლიქტების გამო.

 

სალომე ბატიანი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100