მთავარი | ანალიტიკა | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- ღვთის წყალობით ”ხუდონი ჰესის” წინააღმდეგ 23.05.2013 13:32 საქართველო ელოდება ექსპერტების გადაწყვეტილებას, რათა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ენგურის მდინარეზე ჰესის მასშტაბური პროექტის რეალიზაცია დაიწყოს. ამავე დროს, მიმდებარე ტერიტორიის, კერძოდ - სოფელ ხაიშის მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში ხატზე იფიცება, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვებს.
- გიორგი მარგველაშვილი: წესიერი პრეზიდენტი სადისტის ნაცვლად 23.05.2013 13:31 სულ ცოტა ხნის წინ გიორგი მარგველაშვილის სახელს თითქმის არავინ ახსენებდა. ახლა კი მასზე, როგორც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე, მთელი ქვეყანა ლაპარაკობს. ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და როგორ მოხდა, რომ სწორედ იგი გახდა ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი?
- ქართული ოცნება სამშობლოში დაბრუნებაზე 13.05.2013 11:06 საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ ქვეყნის ბევრ მოქალაქას ეიფორია მოჰგვარა. ადამიანებმა დაიჯერეს, რომ მალე პოზიტიური ცვლილებები მოხდება. ყველა დარწმუნებული იყო, დიდი ”ქართული ოცნებიდან” მასაც რამე ერგებოდა. და ეს იმედი არა მხოლოდ საქართველოში მაცხოვრებლებს გაუჩნდათ.
- სიმართლე ქართული ღვინის შესახებ 13.05.2013 11:04 ვის შეუძლია მოგვითხროს ქართული სუფრის ტრადიცებსა და ქართულ ღვინოზე, თუ არა ისტორიისა და მართლმადიდებლური სადღეგრძელოების წარმოშობის მცოდნე ჭეშმარიტ თამადას? სოლომონ (ბიჭი) თეზელიშვილი გახლავთ არა მხოლოდ პროფესიონალი თამადა, არამედ უამრავი წიგნის ავტორი - ქართული სუფრის კულტურის, ყოფის, სხვადასხვა საუკუნეების ფილოსოფიისა და მითოლოგიის შესახებ. ასევე გამოცემული აქვს იურისპრუდენციის დამხმარე სახელმძღვანელობი და ესთეთიკის უნიკალური ენციკლოპედიები. სწორედ მან უამბო GeorgiaTimes-ს ჭეშმარიტება ქართული ღვინის შესახებ.
- სააკაშვილს ანგარიში წარუდგინეს 25.04.2013 19:03 სად ხარჯავდა სახელმწიფო თანხებს მიხეილ სააკაშვილი? საჩუქრები მეგობრებს, დასვენება ძვირადღირებულ კურორტებზე, თავისი შვილის სწავლის გადასახადი. ეს ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. ბოლო დრომდე ამ დოკუმენტებს ედო გრიფი „საიდუმლო“. რამდენი უჯდებოდა გადამხდელებს მიხეილ სააკაშვილის შეფ–მზარეული და როგორ იმოქმედებს ეს ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯზე?
- მამრაძე – საქართველოში ხელისუფლების მიერ ბიზნესის მითვისების საფრთხე საკმაოდ რეალურია 25.04.2013 19:02 შედის თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებში კერძო სექტორის მითვისება? ექსპერტების აზრით, ასეთი საფრთხე საკმაოდ რეალურია. პრესაში დროდადრო ხვდება ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო მოხელეების ფარული შეხვედრების შესახებ. შეძლებს თუ არა ივანიშვილი დანაპირების შესრულებას და ქართულ ბიზნესს სახელმწიფო კონტროლისგან გაათავისუფლებს? თუ წინა ხელისუფლების ტრადიციას გააგრძელებს?
- 40 წელი - სიცოცხლე დასრულდა? 18.04.2013 12:41 თუკი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოზე წარმოდგენა აქვს, ჰკითხვათ, თუ რითი გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, ყველაზე ხშირი პასუხი იქნება, რომ კადრების ახალგაზრდა ასაკით. მართლაც, სააკაშვილის მმართველობის წლები გამოუცდელი ჩინოსნების გამოჩენით იყო გამორჩეული. ყველა მათგანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მინისტრის სავარძელში პირდაპირ პრესტიჟული დასავლური უნივერსიტეტიდან დასკუპებულიყო. პრეზიდენტის თქმით, მთავრობას ”ახალი სისხლი” სჭირდებოდა. შემდეგ ყველაფერი მარტივად ხდებოდა: ახლები იწვევდნენ ”თავისიანებს”, რომლებიც, უმეტესად, მათი ნათესავები იყვნენ. ასე ეწყობოდა ჯაჭვი
- სააკაშვილს ადეკვატურობაზე შეამოწმებენ 18.04.2013 12:39 აღიარა თუ არა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო? ზოგიერთმა ანალიტიკოსმა პრემიერის სიტყვები იმის თაობაზე რომ ხლისუფლების მოქმედებები ჯერ კიდევ რუსეთის მიერ საზღვრის გადმოკვეთამდე არაადექვატური იყო, აღიარებად ჩათვალა. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის მოვლენებს დეტალურად გამოიძიებენ. შესაძლოა თუ არა პასუხისგებაში პრეზიდენტი სააკაშვილი მიეცეს?
- სააკაშვილმა საქართველო ღვინის გარეშე დატოვა? 15.04.2013 17:55 საქართველოს ხსნებაზე, თუ ყველას არა, ყოველ მეორეს მაინც მაშინვე ღვინო და ვაზი ახსენდება. ყურძნის მოყვანის და ღვინის დამზადების ტექნოლოგია აქ იმდენად ძველია, რომ ვერავინ დანანმდვილებით ვერ ამბობს, ზუსტად როდის ჩაისახა. ქართულ კულტურაში სახალხო პოეზიის შედევრები არსებობს, რომელშიც ვაზს უმღერიან და მის მოვლას საყვარელი ბავშვის აღზრდას ადრიან. სოფლებში ადამიანი, რომელსაც მოვლილი ვაზი ჰქონდა, განსაკუთრებული პატივისხემით სარგებლობდა. ასე იყო ყოველთვის. თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში ვენახების ტერიტორიები მკვეთრად შემცირდა - 156 ათასიდან - 69 ათას ჰექტრამდე.
- საქართველოში პენსიონერთა მდგომარეობა არასახრბიელოა 09.04.2013 12:09 პირველი აპრილიდან საქართველოში პენსია გაიზარდა. შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 67 წლამდე პენსიონრები, რომლებიც აქამდე 110 ლარს იღებდნენ, აპრილის თვიდან 125 ლარს მიიღებენ. ამავე ნიშნულს გაუტოლდება პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსიაც. ეს პენსიის ეტაპობრივი მომატების პროგრამის ნაწილია, რომელიც ახალმა მთავრობამ დააწესა. როგორია რეალობა და როგორ ცხოვრობენ პენსიონრები საქართველოში?
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
„ტარიელ ონიანის საქმემ“ მოსკოვი და თბილისი გააერთიანა
17.06.2009 | 10:26მოსკოვის სასამართლომ დაკავების ქვეშ დატოვა კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი. ადვოკატების მიერ შეთავაზებულ თავდებზე 15 მილიონ რუბლზე უარი თქვა სასმართლომ. რუსეთში ტარიელს ბრალი ედება ბიზნესმენის გატაცებასა და შანტაჟში. თუმცა, ის იმით არის საშიში, რომ წამოიწყო სისხლიანი ბრძოლა ქურდულ კლანებს შორის. ონიანს ბრალი ქართული ხელისუფლების მიერაც ედება. მოსკვმა ამ საქმეში თბილისთან თანამშრომლობის მზადყოფნა უკვე გამოაცხადა.
გასული კვირის ბოლოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ლენტეხის რაიონიდან არის წარმოშობით. თუმცა, პოლიციას მან თავი ტარიელ ზულუხოვად, სუფთა წარსულის მქონე რუსეთის მოქალაქედ გააცნო. ადვოკატებმა სასამართლოს თავდების სახით 15 მილიონი რუბლი შესთავაზეს, მაგრამ სასამართლომ ტარიელ მულუხოვი-ონიანის გათავისუფლებაზე უარი თქვა.
ტარიელ ონიანს ბრალი ედება ბიზნესმენი მანაგაძის გატაცებაში, რომლის ნათესავებისგანაც დამნაშავეები 500 000 დოლარსი ოდენობის გამოსასყიდს ითხოვდნენ. როდესაც გამტაცებლებმა ამ თანხის თითქმის ნახევარი მიიღეს, მანაგაძე გამოუსშვეს. მაგრამ შემდეგ კვლავ იგზავნებოდა მუქარები და დაზარალებულმა მილიციას მიმართა.
ბიზნესმენის მოტაცება გახდა ხელსაყრელი მიზეზი კანონიერი ქურდის დასაჭერად, რომელმაც 2005 წელს რუსეთში დაბრუნების შემდეგ, დაიწყო ომი გავლენის ფეროს გამო ადგილობრივ ავტორიტეტთან ასლან უსიანთან, მეტსახელად დედ ჰასანთან. რუსეთში ქურდულმა კონფლიქტებმა უკვე ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბოლო გარდაცვლილი არის ანდრეი გოლუბევი, კრიმინალურ სამყაროში ცნობილი როგორც სკიფი. თებერვალში მოკლეს ალიკა მინალიანი, რომელიც სოჭში ბინზნესს კურირებდა, რომლის მიმართაც ინტერესს ტარიელ ონიანი ავლენდა.
ავტორიტეტთა ომის მაუწყებელი იყო მთელ რუსეთში გახმაურებული ქურდების შეკრება გასული წლის ივლისის ბოლოს. მაშინ სამართალდამცავებმა დაარბიეს შეკრება, დააკავეს 39 ქურდი და კრიმინალური სამყაროს თითქმის 50 ავტორიტეტი. ისინი მეორე დღეს გაათავისუფლეს, მაგრამ ქურდებს მიანიშნებს, რომ მათ უთვალთვალებენ. დაკავებულებს შორის არ იყო დედ ჰასანი და მისი ხალხი. მათ ჯერ კიდევ გასული წლის მაისში ჩაატარეს თავიანთი შეკრება კრასნოდარში, სადაც ცდილობდნენ ტარიელ ონიანის ქურდული უფლებამოსილების შეზღუდვას.
90-ანი წლების დასაწყისიდან ტარიელ ონიანი დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდა და იქ სამშენებლო ბიზნესში მაქინაციებით იყო დაკავებული. 2995 წელს ის ესპანელ პოლიციელებს გაექცა. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა „ინტერპოლის" მიერ. სწორედ ამ დროს, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ტარიელი გადაიქცა მულუხოვად და დაფუძნდა მოსკოვში.
2006 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით, ქუთაისის კრიმინალური დაჯგუფებიდან გამოსული ონიანის პერსონა იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განხილვის თემა. „საქართველოში ჩვენ სერიოზული დარტყმა მივაყენეთ მაფიოზურ დაჯგუფებას, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება იტალიურ ან ამერიკულ მაფიას, რადგანაც ჩვენი ქურდების სახელები ზეპირად იციან ესპანეთის, რუსეთის და ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა",- აცხადებდა მერაბიშვილი.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ამაყობს კრიმინალურ სამყაროზე გამარჯვებით, რომლის „მეფეების" ექსპორტირებაც საქართველოს ხელისუფლებამ წარმატებით მოახერხა საზღვარგარეთ. ინტერნეტში შეიძლება კანონიერი ქურდების სრული სიის პოვნა. 582 გვარიდან ნახევარზე მეტი ქართულია.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ახლა ქვეყანაში ცხოვრობს 98 ქურდი, რომელთა შორის უემეტსობაც ქართულ კალნებს ეკუთვნიან. როგორც „კრიმინალური რუსეთი", ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პირველი მდივნობის დროს, საქართველოშო კანონიერი ქურდების თავიდან დაბადება მოხდა. აქამდე ითვლებოდა, რომ ამ კასტას ასკეტური ცხოვრებით უნდა ეცხოვრა, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან თავი შორს დაეჭირა, არ ყოლოდა ოჯახი და შეეკრიბათ „ობშიაკი" - დაკავებულთა ოჯახების დასახმარებლად.
სანამ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში ჯერ კიდევ სოციალიზმს აშენებდნენ, საქართველოში უკვე ყვაოდა საბაზრო ეკონომიკა. ქართულ „ობშიაკებში" მანამდე არნახულმა თანხებმა მოიყარა თავი. ქართველმა კანონიერმა ქურდებმა დაიწყეს ასკეტიზმზე იარის თქმა, დაქორწინედნენ, გაიჩინეს გავლენიანი კავშირები, შექმნეს კლანები. მათ ახალი იდეოლოგია შეიტანეს კრიმინალურ სამყაროში. 90-ან წლებში დანაშაულებრივი დაჯგუფებების ახალი სახეც კი გაჩნდა, რომლის ლიდერებიც არასოდეს ისხდნენ ციხეებში. ისინი კანონიერი ქურდების წოდებაშო 100 ათასობით დოლარებს იხდიდნენ.
ასეთ ავტორიტეტებს კრიმინალურ სამყაროში „ფორთოხლებს" უწოდებენ. მოკლედ, იმათაც კი, ვინც იჯდა, მაგრამ შემდეგ ბიზნესით იყო დაკავებული, კლასიკური გაგებოთ კანონიერ ქურდს ვერ უწოდებ. იმავე ტარიელ ონიანს ქურდი გიორგი ჩიქოვანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, თავის ტოლად არ მიიჩნევს. „უკვე ოთხი თვეა რაც დაიყწო ომი ქურდებს შორის, მაგრამ მე ჯე რკიდევ ვიმტვრევ თავს, თუ როგორ ვუშველო მათ. გულახდილად რომ ვთქვათ ისინი უკვე ქურდები კი არა ბიზნესმენები არიამ და რა ხდება მათ შორის არ მესმის, რა აქვთ გასაყოფი?",- განაცხადა ჩიქოვანმა ინტერვიუში.
აი ასე, „ფორთოხალი" ან „ბიზნესმენი" ტარიელ ონიანის ამბიციები რუსულმა სამართლადამცავმა ორგანოებმა შეაჩერეს. მანაგაძის გატაცებისთვის მას უკვე არანაკლებ 15 წლის მისჯა ელის.
მაგრამ რუსეთი უკვე მზად არის ესპანეთთან და საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, თუკი დაამტკიცებს, რომ რუსული მოქალაქეობა უკანონოდ იყო გაკეთებული. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეც-წარმომადგენელმა ანატოლი საფონოვმა. „თუკი იქნება მოთხოვნა ქართული მხარიდან ამ საკითხზე, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ",- აცხადებდა ის.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info