RSS
на русском en in english
24.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ეკონომიკურმა დაზვერვამ საქართველოს „რკინიგზა“ მოსინჯა

22.06.2009  |  09:14

3113.jpeg„რუსეთის რკინიგზის" პრეზიდენტის ვლადიმერ იაკუნინის ვიზიტი საქართველოში არ შედგა. ეს საგაზეთო „უტკა"? გამოდგა. ამ ინფორმაციაზე რეაქციამაც არ დააყოვნა: ოპოზიციამ სასწრაფოდ დაადანაშაულა ხელისუფლება რუსეთისთვის ყველაფრის მიყიდვის სურვილში. მაგრამ, სხვას ხომ არც არავის, არაფერი არ უნდა!

ვლადიმერ იაკუნინის საქართველოში შესაძლო გამგზავრება, ერთი ფრაზით მოიხსენია სომხურმა საინფორმაციო სააგენტომ „არკა", როდესაც იტყობინებოდა ერევანში რუსეთის რკინიგზის (РЖД) ხელმძღვანელის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ. ეს სენსაციური სიახლე მასმედიამ საქართველოშიც და რუსეთშიც აიტაცა. თუმცა, ეს ინფორმაცია პრაქტიკულად მაშინათვე უარყო "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ.

ამის და მიუხედავად მასმედიაში ვიზიტისა და მისი მიზნების განხილვა დაიწყო.

სააგენტო „რეგნუმის" მონაცემებით, იაკუნინი აპირებდა კონსულტაციები გაევლო ქართველებთან საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით, ამას გარდა ასევე შეეთანხმებინა გამჭოლი ტარიფების შემოღების შესაძლებლობა დახურული სააქციო საზოგადოება ЗАО ? „სამხრეთ-კავკასიის რკინიგზა"-სთან და რაც მთავარია - მოელაპარაკებინა „საქართველოს რკინიგზის" „რუსეთის რკინიგზისათვის" მიყიდვის ან მართვაში გადაცემის შესაძლებლობაზე.

ღია სააქციო საზოგადოება ООО «ГЖД» ? „საქართველოს რკინიგზის" ასპროცენტიანი მფლობელი ამჟამად სახელმწიფოა, „საწარმოების მართვის სააგენტოს" სახით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, დიდი ხანია სურს რკინიგზის გაყიდვა, უპირატესად - უცხოური კომპანიისათვის, რომელსაც ექნება ინვესტიციის განხორციელების უნარი. თანხები საჭიროა ხიდების გასარემონტებლად, სადგურების რესტავრაციისა და სხვა ამგვარი რამეებისთვის. ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან „საქართველოს რკინიგზა" სააქციო საზოგადოება გახდეს და აქციების საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ხელში დარჩეს.

ასეა თუ ისე, საქართველოს მოუწევს რკინიგზას შეძლებული პატრონი უპოვნოს. სამხრეთ ოსეთის ომამდე ქვეყნდებოდა, რომ 000? „საქართველოს რკინიგზის" პრივატიზაციისათვის კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადი ხუთმა კომპანიამ შეიტანა: Center Invest Capital Рartner (რუსეთი),Stratton Holdings Lls (ა.შ.შ),Capital Investment Group (შვეიცარია) და Silk Road Group SA.(ყაზახეთი). თუმცა ახლა უკვე რკინიგზის აქტივების ყიდვის მსურველები აღარსად ჩანან.

დასაწყისისთვის საქართველოს ხელისუფლებამ გასაყიდად, საქართველოს რკინიგზის „შვილობილი" გამოიტანა - „რკინიგზის ტელეკომი" (Railway Telecom). ის სატელეფონო ქსელისა და ინტერნეტის 10 ათასზე მეტ აბონენტს ემსახურება მთელ საქართველოში, ასევე უზრუნველყოფს კავშირს უახლოეს ქვეყნებთან. კონკურსი ასევე ითვალისწინებდა სარკინიგზო ლიანდაგის გასწვრივ მიწის ზოლის გაყიდვას, სადაც ჩადებულია სატელეკომუნიკაციო კაბელი. „Railway Telecom-ის სასტარტო ფასი შესაძლოა იყოს 20 მილიონი დოლარი",- განაცხადა ივნისის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლაშა ჟვანიამ, რომლის ციტირებაც Reuter-მა მოახდინა. ამსობაში ჯერ კიდევ მარტში ის უარყოფდა იმას, რომ „ტელეკომი" იყიდება. იგულისხმებოდა მისი მხოლოდ დროებით მართვაში გადაცემა კერძო კომპანიისთვის, ერთი წლის ვადით ერთი მილიონი დოლარის საფასურად.(დაახლოებით ოთხი მილიონი დოლარი), აზუსტებს პორტალი „ბიზნეს საქართველო". სავარაუდოდ გეგმები, საბიუჯეტო სახსრების სასტიკი უკმარისობის გამო შეიცვალა.

არაოფიციალური მონაცემებით „ტელეკომის" ყიდვით დაინტერესებულთა შორის, კვლავ ფიგურირებს რუსული კომპანია - „როსტელეკომი". ამას გარდა, საქართველოს რკინიგზის „შვილობილის" შეძენის პრეტენდენტი ქართული Caucasus Online-ი და ყაზახური „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიაა". თუმცა, ეს უკანასკნელიც გულდასმით შემოწმების შემთხვევაში, შესაძლოა რუსული გამოდგეს, ვინაიდან ყაზახური „ბანკი ტურან ალემ"- მა მხოლოდ დააკრედიტა ანონიმური მყიდველი და არ შეუსყიდია ის, როგორც ამას მასმედია იტყობინებოდა, აღნიშნავს პორტალი CNews.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის გაყიდვის კონკურსი ჯერ გამოცხადებულიც კი არ არის, ცნობამ, ვლადიმერ იაკუნინის ჩამოსვლის შესახებ, რომელიც რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის მეგობრად სახელდება, საქართველოს ოპოზიცია ძალზედ ააფორიაქა. ოპოზიციური პარტიის „ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე თბილისში მიტინგზე შეკრებილ ხალხს არაკს უყვებოდა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ იმიტომ ვერ გაყიდა რკინიგზა, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. „კიდევ რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს ქვეყნის პირველმა პირმა? გაყოფილია ტერიტორიები, სტრატეგიული ობიექტები რუსეთისათვისაა მიყიდული. მიხეილ სააკაშვილის დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანამ დაკარგა ინვესტიციები".- ამხელდა გამყრელიძე საქართველოს პრეზიდენტს.

„როგორ რთულ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ქვეყნის ბიუჯეტი, რკინიგზის გაყიდვა დაუშვებელია",- განაცხადა რადიო „კომერსანტთან" ინტერვიუში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა დავით ნარმანიამ. „ ეს დაუშვებელია, ვინაიდა სატრანზიტო დერეფანს საფრთხე დაემუქრება. საქართველო და სომხეთი ერთ სისტემაში მოექცევიან. ჩვენი პარტნიორები არ აფასებენ დადებითად ამგვარ გადაწყვეტილებას. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება უსაფრთხოების სისტემის გასაუარესებლად"- ეთანხმება კოლეგა - ექსპერტს საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გია ხუხაშვილი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100