RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ეკლესიები კავკასიელი სამშვიდობოების როლში

22.06.2009  |  09:16

3114.jpegრუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში კარდინალური ცვლილებების ლოდინი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების მოსკოვში ჩასვლის შემდეგ არ ღირს. სუბორდინაციისა და ურთიერთმხარდაჭერის საკითხები რელიგიურ სამყაროში საერთაშორისო კავშირებზე ყურადღების მიქცევის გარეშე იჭრება. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება უარესად აღმოჩნდეს, რადგანაც რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისგან განსხვავებით, ქართული რწმენის საკითხებს პოლიტიკური რეალიებისგან არ გამოყოფს.

ვიზიტის მიზნებზე საუბარია ზოგადად: "განხილული იქნება რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის ურთიერთობები, რელიგიური და სხვა საკითხები". ამას გარდა, ჯერ კიდევ აპრილში ზუგდიდის მიტროპოლიტმა გერასიმემ განაცხადა, რომ ქართული პატრიარქატი რუსული ეკლესიის მხარდაჭერის იმედზეა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორეს აფხაზეთში ვიზიტის თაობაზე და აწარმოებს ამის შესახებ მოლაპარაკებებს რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. როგორც ჩანს, სწორედ ეს საკითხი იქნება ქართველების რუსეთში ვიზიტის მთავარი მიზანი.

რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აფხაზური ეკლესიის წარმომადგენლებმა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას მასთან შეერთება თხოვეს. მათ კი ეს თხოვნა უარყვეს, რადგანაც არ სურდათ ქართულ ეკლესიასთან დავა. ამ წლის თებერვალში, კირილე პატრიარქმა, როდესაც მადლობის წერილების გაგზავნისას სერგეი ბაღაბშისა და ედუარდ კოკოითისთვის, მათ მიმართა როგორც პრეზიდენტებს.

სახელმწიფოებს შორის საზღვრები არ არის დაბრკოლება ეკლესიისთვის. ვატიკანის ძალაუფლება წვდება დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, ჩეხეთს და სხვა ქვეყნებს, მიუხედავად მათი პოლიტიკური ურთიერთობებისა და გეოგრაფიული მდებარეობისა. ანუ აფხაზური და სამხრეთ ოსური ეკლესიები თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული ეკლესიის დაქვემდებარებაში. რომ არ იყოს ერთი "მაგრამ". აფხაზები ქართველებისგან სრულ დამოუკიდებლობაზე ოცნებობენ და არ სურთ, რომ ილია მეორის დაქვემდებარებაში იყვნენ. ამასა თავისი ახსნა აქვს. მათთვის კათოლიკოსი აღარ არის სულიერი ავტორიტეტი, რადგანაც მას ზემდეტად პოლიტიზირებული პოზიცია აქვს. ის არა მხოლოდ ერევა ოპოზიციისა და ხელისუფლების კინკლაობაში, არამეს ღიად გამოდის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დმაოუკიდებლობის წინააღმდეგ, თანაც საერთაშორისო დონეზე.

12 ივნისს ილია მეორემ გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს წერილით სთხოვა, რომ მხარი დაეჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. "მივმართავ გაეროს წევრებს, ძირითადად პან გი მუნს, რომ იპოვონ მეთოდები და შესაძლებლობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის. მოგმართავთ დიდი იმედით. მსოფლიოს წინაშე დგას უამრავი გლობალური პრობლემა, რომლების გადაჭრაც აუცილებელია, მაგრამ ამ პრობლემებზე მაღლა დგას ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება თუნდაც ისეთი პატარა ქვეყნისა, როგორიც საქართველოა",- საუბარია წერილში. შეიძლება, მისმა სიტყვებმაც ითამაშა გარკვეული როლი გაეროს მისიის რეგიონიდან წასვლაში.

ქართულ ტაძრებში თავის ქადაგებებში ილია მეორეს არ ავიწყდება საქართველოს გამთლიანების აუცილებლობის ხსენება, ის სულაც არ თვლის თავს მოვალედ, რომ დაიცვას პოლიტკორექტულობა და თავისი აფხაზური და სამხრეთ ოსური მრევლის გრძნობებს ყურადღებას არ აქცევს. ის ამბობს, რომ სურს ხალხის შერიგება, მაგრამ მოუქნელი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც საეკლესიო პირს საერთოდაც არ უნდა ჰქონდეს, მხოლოდ დაპირისპირებას თესავს. პატრიარქის კავლდაკვალ პოლიტიკაში მიძვრებიან მისი მიმდევრებიც, რომლებიც ცდილობენ აფხაზეთშიც იქადაგონ "საქართველოს მთლიანობის" შესახებ. ამან უკვე გამოიწვია კოდორის ხეობიდან რამდენიმე ბერის გამოშვება, რომლების არ აღიარებდნენ სოხუმის ახლანდელ ხელისუფლებას.

ქართულ პატრიარქატს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის თაობაზე ნეიტრალური პოზიცია რომ დაეკავებინა, მისი რელიგიური ძალაუფლების შევიწროვების მიზეზი უბრალოდ აღარ იარსებებდა. მაშინ ქართველი ხალხის აფხაზებთან და ოსებთან შერიგება უფრო რბილად წარიმართებოდა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირების არ არსებობის მიუხედავად, ხომ გამოსდის ილია მეორეს რუსეთის პატრიარქთან თბილი ურთიერთობების შენარჩუნება. ის გასული წლის დეკემბერში დიმიტრი მედვედევსაც კი შეხვდა, როდესაც სრულიად რუსეთის კათალიკოს პატრიარქ ალექსი მეორესთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ჩავიდა მოსკოვში. მაშინ საქართველოს პატრიარქმა განაცხადა, რომ "პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებობს, ჩვენთვის უჩვეულოა". ანუ, პატრიარქს როცა სურს, შეუძლია პოლიტიკის უკანა პლანზე გადაწევა?

ნახევარი წლის განმავლობაში პატრიარქის რუსეთისადმი კეთილგანწყობა მხოლოდ გაძლიერდა.

ამ დღეებში რუს მღვდელთმსახურებს უკვე მიეცათ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან ურთიერთობის საშუალება. ეს მოხდა შვეიცარულ ქალაქ შამბეზში, შენევის ახლოს, სადაც 6-12 ივნისს ჩატარდა IV სრულიად მართლმადიდებლური კრება. მიტროპოლიტმა გერასიმემ განაცხადა: ქართველი და რუსი ხალხის მზერა მიპყრობილია ეკლესიისკენ, იმირომ რომ ეკლსიას აქვს დიდი, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სამშვიდობო პოტენციალი და ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ.

რატომ არ იყენებს საქართველოს პატრიარქატი ამ პოტენციალს ოსურ და აფხაზურ მრევლთან? რატომ არ ცდილობს მშვიდობიანი დიალოგის გაბმას ყველასთვის მტკივნეული პოლიტიკური პრობლემების ხსენების გარეშე?

 

სალომე ბატიანი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100