RSS
на русском en in english
25.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ იჭერენ თურქები თევზს ფოთში

24.06.2009  |  17:29

3152.jpegფოთი-ბათუმის მაგისტრალი შაბათ-კვირას რამდენიმე საათით იყო გადაკეტილი. საცობი გააკეთეს ფოთელმა მეზღვაურებმა, რომლებიც აღშფოთებულები იყვნენ თევზჭერის ლიცენზიის სიძვირით, რის გამოც ქართველების საყვარელ საქმიანობაზე უფლება თურქებს ჩაუვარდათ ხელში. ამის შესახებ ჩვენს კორესპონდენტს ესაუბრა ექსპერტი დიტრიხ მიულერი.

ფოთელი მეზღვაურები ფოთი-ბათუმის მაგისტრალზე ყოფითმა აუცილებლობამ "გადმოაგდო". მათ შავ ზღვაში და პალიასტომის ტბაზე თევზჭერის უფლება დაკარგეს. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ისინი ვერ ყიდულობენ ლიცენზიას მისი არარეალური ფასის გამო. მეთევზეები სამუაშოს გარეშე დარჩნენ, მათი ცოლები და ბავშვები კი - საარსებო საშუალებების.

"თითქმის ყველა ლიცენზია თურქმა მეთევზეებმა შეისყიდეს, ჩვენ კი ფული არ გვაქვს, ამიტომაც ხელისუფლებისგან ვითხოვთ ქართველი მეთევზეებისთვის ლიცენზიის ფასის დაკლებას",- განაცხადა პიკეტის  ერთ-ერთმა  მონაწილემ. პოლიციის გამოჩენამ მეთევზეები აიძულა, რომ დაეკეცათ პლაკატები. მაგრამ უმნიშვნელო რეზულტატს მოპიკეტეებმა მაინც მიაღწიეს: ფოთის ხელმძღვანელობამ მათი მოთხოვნის პარლამენტში ლობირება აღუთქვა.

თურქი მეთევზეების ქართულ წყლებში გამოჩენა უკვე ცნობილი გახდა ამ წლის თებერვალში. მიუხედავად იმისა, რომ არის ვალდებულება ორი მესამედის საქართველოში გადამუშავების, მათ თევზი პირდაპირ თურქეთში გააქვთ. ხოლო შავი ზღვის დაცვის ინსპექცია, მეთევზეების აზრით, თვალს ხუჭავს კანონდარღვევებზე.

მაშინ ინსპექციის მეთაურმა განაცხადა, რომ შავი ზღვის აკვატორია მთელი დღე-ღამის განმავლობაში კონტროლირდება. ამის დასტურად კი მარტში დააკავეს თურქული თევზმჭერი სეინერი. ის საქართველოს წყლებში დაცურავდა, აკრძალულ ტერიტორიაზე.

ქუთაისის სასამართლომ 23 მაისს თურქულ გემს განაჩენი გამოუტანა. 4 ივნისს მეზღვაურებმა ჯარიმის სახით 64 500 ლარი გადაიხადეს და გარემოს აუნაზღაურეს ზარალი 5 548 ლარის ოდენობით. გემი თავისუფალ ცურვაში გაუშვეს. თუმცა თევზჭერის პრობლემა ამ საჩვენებელმა დაკავებამ ვერ გადაჭრა.

როგორც  ექსპერტმა დიტრიხ მიულერმა გვიამბო, საქართველოს ფაქტიურად თითქმის აღარ დარჩა თევზსაჭერი გემები, ამიტომაც უცხოელთა დახმარება ხდება საჭირო. "ფოთის ადგილობრივი ფლოტი დიდი ხანია რაც გაკოტრდა, გემების ნაწილი დაიშალა, ნაწილი კი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გაიყიდა. იქ იჭერენ ქართული გემები თევზს",- ირონიულად აღნიშნა ექსპერტმა.

სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას,რომ ამ წლის გაზაფხულზე საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა თურქული სეინერების გარეშე დაეჭირა თევზი. თევზის გადამამუშავებელმა კომპანიამ "მადაი" გაარემონტა მის ხელთ არსებული 20 გემიდან 10. რემონტი 440 000 ლარი დაჯდა. ამას გარდა, ამ ფირმამ თურქეთისგან 2,5 მილიონ დოლარად შეისყიდა დამი ახალი სეინერი. ამის გამო მათ მოუწით ფონდიდან "ათასწლეულის გამოძახილი" 5 წლიანი კრედიტის აღება წლიური 13%-ით.

გაზაფხულზე ახალი გემების სანახავად ფოთშჳ თავად მიხეილ სააკაშვილი ჩავიდა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტს კომპანიის დირექტორი მურმან ხარაბაძე წაეტრაბახა, გემები,სახელად "მილენიუმ მადაი", "ბარაკა მადაი" და "სიფ მადაი",ისეთი სიმძლავრის არის,  როგორიც არასდროს ყოფილა საბჭოთა დროსაც კი. სააკაშვილმა განაცხადა, რომ გემების შემდგომი შესყიდვით გადაიჭრება მეთევზეების პრობლემები. შემთხვევით ისარგებლა საქართველოს მეთევზეთა კავშირის თავმჯდომარემ მურად მიმინოშვილმა და პრეზიდენტს სთხოვა სესხის გამოყოფა კიდევ 2 სეინერის შესასყიდად.

ქართულმა "მადაიმ" შეისყიდა თევზჭერის ლიცენზია 10 წლის ვადით.ეს რაღაც გამონაკლისი უფრო იყო. ჩვეულებრივ ლიცენზიის გაყიდვის აუქციონებში იმარჯვებენ უცხოელები. რატომღაც სწორედ თურქულ მეზღვაურებს ანიჭებს სახელმწიფო ლგოტებს. თევზჭერის უფლების გაცემიდან შემოსავალი შეადგენს სახელმწიფო შემოსავლების სოლიდურ ნაწულს. 2006 წელს საქართველომ პირველად გაუშვა რეალიზაციაში თევზჭერის ათ წლიანი ლიცენზია - 2006-დან 2015 წლამდე. აუქციონმა ხაზინაში დამატებით 8 მილიონი ლარი შეიტანა.

ხელისუფლება ზეიმობდა. მაგრამ ქართველი მეთევზეების უმეტესობისთვის, ისეთი ფუფუნება როგორიც ლიცენზიაა, საკმაოდ ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა. თუკი გავითვალისწინებთ, რომ მეზღვაურები წყალში ძირითადად გადიან უცხოეთისგან იჯარით აღებული გემებით, მაშინ გასაგებია, რომ მათი საქმიანობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ხოლო საგადასახადო კოდექსის შემდეგ კი, როგორც დიტრის მიულერი აღნიშნავს, ისინი ლამის წაგებაზე მუშაობენ.

ამასობაში, თურქებს საქართველოში დაჭერილი თევზი თავიანთ ქვეყანაში გააქვთ, შემდეგ კი უკან ჩამოაქვთ უკვე დამუშავებული და საკმაოდ გაძვირებული პროდუქტი. და თუკი მდინარის და ტბის მეთევზეობა,სადაც ჯერ კიდევ ვერ მისწვდა უცხო ხელი, საქართველოში ყვავის და კალმახის ექსპორტიც ბევრ ქვეყანაში ხდება, საქართველოს საზღვაო აკვატორიის მეზღვაურები უკვე თავს ბატონ-პატრონებად ვეღარ თვლიან. მათ ამისთვის, სააკაშვილის ხელისუფლების საზომით, არ აქვთ საკმარისად სქელი ჯიბეები. როგორც ჩანს, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.

 

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100