RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სად არის ქართველების ფული?

30.06.2009  |  13:39

3201.jpegსაქართველოში კვლავ ალაპარაკდნენ სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირების ხელფასების დაგვიანებაზე. ფოთში რეგიონალური გაზეთი წერდა საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობაზე. ვითარების გამოსწორება ფინანსთა სამინისტროს მოუწია. თუმცა ხელისუფლება უკვე თავად შეეჯახა ბიუჯეტი დეფიციტს. 

საბიუჯეტო მომუშავეებმა ფოთში ორი თვის დაგვიანებით მიიღეს აპრილისა და მაისის ხელფასები. პრობლემა გამოწვეული იყო ქალაქის ბიუჯეტში შემოსავლების მწვავე კლებით. კრიზისის გამო ის ისედაც შემცირებული 2-3-ჯერ შარშანდელთან შედარებით. 

თუმცა ამ გეგმის ფარგლებშიც კი ვერ მოხერხდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესრულება, რომლის ძირითადი ნაწილიც პრივატიზაციიდან მოდის. 

ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდა ქალაქისთვის 1,5 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გამოეყო. თუმცა აპრილში და მაისში ბიუჯეტი შეუვსებლობის ისტორია განმეორდა. საბოლოოდ ბიუჯეტის დანაკლისმა ხუთ თვეში შეადგინა 1.6 მილიონი ლარი. ქვეყნის ხელისუფლებას ადგილობრივი მმართველობისთვის კვლავ კრედიტის გამოყოფა მოუწია. 

რათა თავიდან აეცილებინათ შემდგომი პრობლემები, ადგილობრივი საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ თოდუამ რეგიონში იმ თანხების დატოვების წინადადება წამოაყენა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადებით შემოდის. 

ბიუჯეტის შეუვსებლობა ახლანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში შეიძლება საქართვლოს სხვა დასახლებულ პინქტებსაც შეეხოს, დედაქალაქის გარდა, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ ბიუჯეტს 64 მილიონი ლარით ზრდის. თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ ფინანსთა სამინისტრომ ასე გაუაზრებლად არ უნდა ხარჯოს ფული და უარიუნდა თქვას გადასახედის აკრეფისგან ადგილობრივი მთავრობების სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ შედგება. 

ექსპერტმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ბიუჯეტი შევსების პრობლემას ბევრი რეგიონი წააწყდა და ისინი მაქსიმალურად შეეცადნენ თანხების მობილიზებას. ოთარ ქონჯარიამ კი ადგილობრივ ჩინოვნიკებს შემოსავლების უკეთ პროგნოზირება ურჩია. როგორც მან განმარტა, თვითმმართველობის ორგანოში შემოსავლები მხოლოდ პრივატიზაციაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. "თვითმმართველობის ორგანოებს სხვა შემოსავლებიც აქვთ, მათ შორის საკუთრებაზე გადასახადიც შედის,- განაცხადა ქონჯარიამ.- იმ შემთხვევაში, თუკი ხდება ამ სახსრების მობილიზება, იქმნება დარჩენილი ვალი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგადასახასო სამსახურები არ მუშაობენ შესაფერისად".

საეჭვოა, რომ გადასახადების ამკრეფებმა მოახერონ უმუშევარი ქართველებისგან ვალის დაბრუნება. იმავე წარმატებით შეუძლია ქონჯარიამ თავისი საყვედურებით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართოს. საქართვეოს ბიუჯეტის გადახედვისას ივარაუდეს 312 მილიონი ლარით მატება, მაგრამ ეს სულაც არ იყო საგადასახადო შემოსავლების იმედად გათვლილი. პირიქით, ეს სტატია უკვე მერამდენე თვეა ვეღარ სრულდება. 

როგორც წერს გამოცემა "ბანკები და ფინანსები", საგადასახადო შემოსავლების შემცირება საქართველოს ეკონომიკის ურთულეს მდგომარეობაზე მეტყველებს. სახაზინო ქაღალდებმა და საერთაშორისო გრანტებმა შეიძლება გადაარჩინოს ბიუჯეტი, მაგრამ ეს არ შეცვლის ვითარებას რეალურ სექტორში, სადაც იქმნება რიგითი მოქალაქეების შემოსავლები. შოთა გვენეტაძის აზრით,, ეკონომიკური ზრდა წელს მინიმუმ 7 პროცენტით შემცირდება, და არა 1.5-ით, როგორც ამას ხელისუფლება წინასწარმეტყველებს. შემოდგომაზე ქვეყანამ შეიძლება ვეღარ გადაიხადოს ხელფასები დ პენსიები, გვაფრთხილებს ის. 

მისი სიტყვებს ადასტურებს ფოთში ხელფასების შეფერხება. ამა ლეიბორისტებიც ვარაუდობდნენ. მისმა ლიდერებმა მოითხოვეს პრეზიდენტის თვითმფრინავისა და მისი თბილისის რეზიდენციის აუქციონზე გაყიდვა და ამის ხარჯზე სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის ხელფასების გადახდა. "სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მხოლოდ საზღვარგარეთ მოგზაურობაში წელიწადში იხარჯება მილიონობით დოლარი და ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხდება",- განაცხადა პირდაპირ ეთერში ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა. 

"ჩვენ გვჭირდება რეალური ბიუჯეტი და არა ციფრები ქაღალდზე. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მოიყვანოს ბიუჯეტი რეალობასთან შესაბამისობაში",- აცხადებდა შოთა გვენეტაძე, მისი თქმით 555 მილიონი ლარის და საგადასახადო შემოსავლები ვერ შესრულდება. ბიუჯეტის დეფიციტმა შეიძლება სახიფათო მაჩვენებელს 8,8 პროცენტს მიაღწიოს. ზურაბ ნოღაიდელის გამოთვლებით, ბიუჯეტი წელს მილიარდ ლარს ვერ მიაღწევს. პოლიტკოსი გამოსავალს ბიზნესზე გადასახადების შემცირებაში ხედავს, რათა მოხდეს ეკონომიკის რეალური სექტორის გამოცოცხლება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პესიმიზმს არ იზიარებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი. როგორც მან განაცხადამ, ახლა არ არის იმის დროს, რომ დაგეგმილზე მეტად შეიკვეცოს გადასახადები. პენსიონერებს და საბიუჯეტო მოხელეებს შეუძლიათ წყნარად იძინონ, სანამ ხელისუფლებაში სააკაშვილია. "შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ პენსიებს, ხელფასებს და სოციალურ დახმარებებს ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი ემუქრება და არაც დაემუქრება",- პირობა დადო ფინანსთა მინისტრმა. მაგრამ საეჭვოა მას იმან დაუჯეროს, ვინც საკუთარ ჯიბეზე გამოსცადა გაზაფხულზე, თუ როგორია თვეობით უხელფასოდ ყოფნა. 

 

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100