RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

დარჩიაშვილმა აღკვეთა ჭორები მამისონის უღელტეხილის თაობაზე

30.06.2009  |  13:42

3202.jpegქართული საზოგადოება ააფორიაქა ცნობამ იმის შესახებ, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა რამდენიმე კილომეტრით დაიხიეს უკან რუსეთისგან და სამხრეთ ოსეთისგან მამისონის უღელტეხილთან. მათ უკან ხიდი აიფეთქეს. ოპოზიციამ ეს ფაქტი მაშინვე აიტაცა. ქართველმა პარლამენტარმა დავით დარჩიაშვილმა განმარტა სიტუაცია: ეს იყო ქვეყნის თავდაცვისთვის აუცილებელი მანევრები. 

ნიკოლაევის ხიდის აფეთქების ამბავმა ქართულ მასმედიაში ქარიშხალი გამოიწვია. მომხდარის ვერსიები საკმაოდ მარავლფეროვანი იყო  - ოსური ფორმირებებისა და რუსი მესაზღვრეების დივერსიით დაწყებული, მოსკოვში დაკავებული ტარიელ ონიანის სანაცვლოს 20 კილომეტრის დათმობით დამთავრებული. 

10 ივნისს ხიდის აფეთქების შემდეგ ქართველებმა მართლაც დასავლეთით გადასწიეს თავიანთი პოსტი შოვის კურორტთან. მათ დაუცველი დატოვეს მთიანი მასივის ნაწილი, სადაც ქართულ-რუსული დაზღვარი უერთდება ქართულ-ოსურ საზღვარს. ამგვარად, მამისონის უღელტეხილთან დაახლოებით 70 კილომეტრიანი ზოლი მისაწვდომი გახდა რუსებისთვისაც და ოსებისთვისაც. ამ ადგილას გადის ძველი ვიწრო სამხედრო-ოსური გზა, რომელიც XIX საუკუნეშია აშენებული. ახლა იქ ტრანსპორტით არავინ დადის, მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლები იქ საქონელს აძოვებენ. 

ნიკოლაევის ხიდი იყო სოფელ გურშევთან, მამისონის უღელტეხილიდან დაახლოებით 8 კილომეტრში. სოფელიც და უღელტეხილიც საქართველოს დაშლამდე სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შემადგენლობაში შედიოდა. მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთმა გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა, მან არ აიღო კონტროლქვეშ ეს ადგილები. ასე რომ, მიწის ეს მონაკვეთი საქართველოს ონის რაიონს შეუერთდა. 

ქართველი მესაზღვრეები აქ სეზონურად პატრულირებდნენ, ტოვებდნენ გვიანი შემოდგომიდან გადაფხულამდე, რადგანაც ზამრთარში კავკასიის ქედის უღელტეხილები თოვლის გამო გაუვალი ხდება. მიუხედავად ამისა, მამისონის უღელტეზულზე მაინც რჩებოდა მუდმივი პოსტი ყოფილი მეტეოსადგურის ადგილას. ახლა კი, ადგილობრიცი მაცხოვრებლების ინფორმაციით, ქართველებმა ეს პოსტი მიატოვეს. 

ოპოზიციამ პრეზიდენტი მაშინვე დაადანაშაულე მეზობელი ხელისუფლებისთვის ტერიტორიების გადაცემაში. პირველმა ამის შესახებ განაცხადა დავით გამყრელიძემ. სააკაშვილის გადადგომის სხვა მომხრეების მსგავსად, ისიც ადანაშაულებს პრეზიდენტს კრემლთან საიდუმლო კავშირებში. დავით საგანელიძემ ივარაუდა, რომ ან ხელისუფლებას უღელტეხილზე მესაზღვრეების შენახვა უჯდება ძვირი, ან მოსკოვმა თხოვა ქართველებს უკან დაწევა, რათა რუსებმა მოახერხონ სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ სეთამდე როკის გვირაბის ალტერნატიული გზის გაყვანა. 

ხიდის დანგრევის ფაქტის გამოსაძიებლად ადგილზე გავიდა აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი პაატა დავითაია. დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობიდან დაადასტურა, რომ ხიდი არა სიძველის გამო დაინგრა, როგორც ეს ხელისუფლებამ და შსს-მ განაცხადეს, არამედ მიზანმიმართული აფეთქებისგან.

მან ასევე თქვა, რომ საქართველოს მესაზღვრეების უაკანასკნელ პოსტზე მისვლისას უცხო მხარეს არეულობა იყო. "გამოვედით თუ არა პოსტიდან გაისმა აფეთქების ხმა. მესაზღვრეები ახლა ადგენენ რა მოხდა",- უყვებოდა ის ქართულ მასმედიას. მისი თქმით, მამისონის უღელტეხილზე დგანან რუსული და ოსური სამხედრო ფორმირებები, რომლებიც პერიოდულად ცეცხლს ხსნიან საქართველოს ტერიტორიის მიმართულებით. ამ სროლის შედეგად დაიწვა ერთ-ერთი სასაზღვრო პოსტი. 

დავითაიამ ხაზი გაუსვა, რომ ქართველი მესაზღვრეები არ წყვეტენ პატრულირებას საზღვრის მტელ პერიმეტრზე. ეს ინფორმაცია მოგვიანებით დაადასტურა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა. როგორ უცნაურიც არ უნდა იყოს, მან პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება ნიკოლაევის ხიდის აღდგენა. რა მიზნით დაანგრიეს ის დეპუტატს არ დაუკონკრეტებია. 

საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა აურყვეს სასაზღვრო ხაზის გადაადგილების ფაქტი. "საზღვარი არ გადატანილა, მაგრამ თუკი დაფიქსირდება მსგავსი შემთხვევა, საქართველო ამის შესაჩერებლად ყველა ზომას მიიღებს",- განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ. 

მომხდარის საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა საქართველოს ექსპერტთან საზოგადოებამ. თავისუფაი აზრის სახლში შედგა კავკასიის ქედზე მიძღვნილი ბრიფინგი. ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ მამისონის უღელტეხილზე საზღვარი არასოდეს მონიშნულა და რუსები და ქართველები მას ერთად აკონტროლებდნენ. სამხრეთ ოსეთს იმ 70 კვადრატული კილომეტრის მხოლოდ მეექვსედი ეკუთვნის. და ახლა რაც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ ეს ტერიტორია ქართველმა მესაზღვრეებმა მიატოვეს. არეშიძემ ივარაუდა, რომ ეს იყო გამოწვეული ქართული ხელისუფლების რუსეთთან შეტაკების არიდების სურვილით. თავის მხრივ ზაალ ქასრელიშვილმა განაცხადა, რომ უკან დახევის გამო რუსი სამხედროებისთვის ხელმისაწვდონი გახდება სიმაღლე, საიდანაც საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა ძალიან ადვილია. 

მამისონის უღელტეხილთან სიტუაციის გამოძიების წინადადებით საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც კი გამოვიდა. მასთან შეერთება მოინდომეს "ალიანსი საქართველოსთვის" და "დმეოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო". 

"როგორი მწვავეც არ უნდა იყოს უთანხმოებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაშინ, როდესაც საქმე ეხება მიწის თუნდაც ერთი მტკაველის დაკარგვას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია შეიქმნას ხელისუფლებასთან ერთობლივი ჯგუფი",-საუბარია ნინო ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100