RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველოსა და რუსეთის შემოქმედებითი კავშირი ურღვევია

30.06.2009  |  13:48

3204.jpegმთავრობებმა შეიძლეა იომონ, ჰქონეთ კონფლიქტი, მაგრამ ეს გაივლის, კულტურული მემკვიდრეობა კი საუკუნეების განმავლობაში რჩება. სანამ ქართველი და რუსი ოფიციალური პირები ბოღმიან რეპლიკებს ცვლიან, ხელოვანი ხალხი საზღვრის ორივე მხარეს ტაშს უკრავს ერთმანეთს. 

ამ შაბათ-კვირას დასრულებულ მოსკოვის XXXI  საერთაშორისო კინოსფესტივალზე პრიზი გადაეცა ორ ქართველ რეჟისორს. რეზო ჩხეიძემ მიიღო ჯილდო "მსოფლიო კინემატოგრაფიაში. მას პრიზი რუსეთის კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ევდეევმა გადასცა. 

"რეზომ ბევრი და დიდი სიყვარულით ისაუბრა ერების მეოგრობაზე, სიყვარულზე და მუდმივად საყვარელ მეობლებზე",- აღწერს ცერემონიას «Московский комсомолец».

კინოფილმის "კონფლიქტის ზონა" ავტორს ვანო ბურდულს გადასცეს ნომინაცია "პერსპექტივა", როგორც ახალგაზრდა, იმედის მომცემ რეჟისორს. სიუჟეტად 35 წლის თბილისელმა გამოიყენა რეალური მოვლენები, რომლებიც საქართველოში გასული საუკუნის 90-ან წლებში მოხდა. ორი ახალაგზრდა - ქართველი გოგლიკო და სოხუმელისნაიპერი სპარტაკი მიემართებიან ეთნიკური კონფლიქტის ზონაში მთიან ყარაბაღში. ომი ცხოვრებას სილამაზეს და აზრს აკლებს. ფილმის მთავარი პერსონაჟები გმირებს კი არა ზნედაცემულობის მსხვერპლებს უფრო გვანან. გოგლიკო ნარჯოტიკებს იღებს, სპარტაკი არც-ერთ ქალს არ უშვებს ხელიდან. ორივე უშვერი სიტყვებით იგინება და ამასთანავე რუსულ ენასაც იშველიებენ. 

ასეთმა ფილმმა არ შეიძლება არ გამოიწვიოს კამათი. და ის, რაც ზოგს წარსული გულახდილ მონათხრობად მიაჩნია, სხვებში ზიზღს იწვევს. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბურდულს ჯილდო პოლიტიკური ქვეტექსტით გადასცეს. კიდევ რამდენიმე ქართველმა რეჟისორმა მიიღო დიპლომი და საუბარი იყო იმაზე, რომ ამ ფესტივალის შედეგები სრულ შეუსაბამობაშია ახლანდელ ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან. 

ასეთი პრესტიჟული კინოფესტივალის ჟიურის გემოვნებას შეიძლება ვენდოთ. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა მიხეილ მესხმა პრიზი მსახიობ ალიონა ბაბენკოს ხელიდან მიიღო. ის შედიოდა ჟიურის წევრთა სამეულში. მის გარდა პროგრამაში წარმოდგენილ ფილმებს აფასებდნენ რობერტ დორნჰელმი ავსტრიიდან და მაიკლ კეიტონ-ჯონსი დიდი ბრიტანეთიდან. 

ფესტივალის ჯილდოების უმეტესობა მაინც რუსულმა ფილმებმა მიიღო. ტყუილად არ განაცხადა ნიკიტა მიხალკოვმა სცენიდან, რომ ტყუილად ეშინიათ რუსებს ფილმების საერთაშორისო კონკურსებზე გაშვება. 

მაგრამ მაინც ქართველი კინორეჟისორების შემოქმედებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. ბურდულისა და ჩხეიძის გარდა მაყურებლებს საშუალება მიეცათ შეეფასებინათ დიტო ცინცაძის და გიორგი ოვაშვილის ნამუშევრები. ხოლო სპეციალურ პროგრამაში "საქართველოს კინო. "ფიციდან" "მონანიებამდე" რუსმა მაყურებელმა ნახა საქართველოში 1946-84 წლებში შექმნილი ფილმები. 

მოსკოვის კინოფეტსივალის პარალელურად თბილისში ტარდებოდა საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალი. შავი ზღვის სანბაპირობე ჩავიდა 26 ქვეყნიდან რუსი პოეტები. ფესტივალის მონაწილეები დალოცეს ქართული და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქებმა კირილემ და ილია მეორემ. 

მთეი კვირის განმავლობაში ურეკში გაისმოდა უწმინდეს რუსულ ენაზე წარმოთქმული ლექსები. იქვე ჩატარდა ცნობილი ქართველი მომღერლის და კომპოზიტორის ირმა სოხაძის კონცერტი. განიხილებოდა რუსული ენის როლი ეოვნუი კულტურების დაახლოების საქმეში. აღინიშნა რუსული ჟურნალის "ერების მეგობრობა" 70 წლის იუბილე. 

საქართველოში მოქმედი რუსული კლუბის პრეზიდენტის ნიკოლაო სვენტიცკის თქმით, ფესტივალი პოეზიისა და სუფთა ადამიანური ურთიერთობების ზეიმად იქცა. "ომამდე ფესტივალი ორჯერ ჩატარდა. პოეტები ფიქრობენ რუსეთის მომავალზე და უყვართ საქართველო. საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საშინელი პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ, ერთმორწმუნე ქვეყნები, ვიწყებთ ომს. მაგრამ ხელისუფლება ხალხი არ არის",- ხაზი გაუსვა სვეტნიცკიმ. მან აღნიშბა, რომ ქართველების ახალი თაობა აღარ სწავლობს რუსულ ენას, რომ ორი ქვეყნის ახალგაზრდობას ერთმანეთის მტრობით ზრდიან. 

ხელოვნურ გახლეჩას მტკივნეულად განიცდიან ორივე ქვეყანაში. რუსები ვერ ივიწყებენ , რომ ბევრი მათი დიდი ხელოვანების შემოქმედებებმა დღის შუქი სწორედ საქართველოში იხილეს. საქართველო კი იმას აღიარებს, რომ სწორედ რუსეთმა გაიყვანა მისი შემოქმედები საერათაშორისო კულტურულ არენაზე. 

ამიტომაც ის, რაც ახლა ორ ქვეყანას შორის ხდება, გაუგებარია საზღვრის ორივე მხარეს მყოფი ინტელიგენციის ბევრი წარმომადგენლისთვის. 

რუსეთში გაიმართა ფილმის ჩვენება სახელწოდებით "გადატვირთვა". ეს დოკუმენტური ისტორიებისა და ქართული სპექტაკლების ჩვენება, ამას კურირებდა რეჟისორი მაია მამალაძე. პროექტის ავტორის თქმით, ის სულაც არ ცდილობდა კონკურენცია გაეწია ინფორმაციის მედია-მიმწოდებლებისთვის. ის ომს სულ სხვა კუთხით მიუდგა და  დასვა კითხვები: როგორ იგრძნეს ომის მოსვლა თბილისში? როგორ აისახა ომი ქალაქელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე? რას ფიქრობენ ისინი ომის შემდეგ? 

ფილმის და პიესის პერსონაჟების სიტყვებში მხოლოდ ქართული "სიმართლე" ჩანდა ომზე. რუსი პოეტები თავს არიდებდნენ ცხინვალზე საუბარს. თავად ის ფაქტი, რომ ასეთი ფესტივალები შესაძლებელია, იმაზე მეტყველებს, რომ ხელოვნების სფეროში ქართველებს და რუსებს ჯერ კიდევ შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. 

 

სალომე ბატიანი

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100